Connect with us

თავის მოვლა

ცისქვეშეთელი ქალბატონების სილამაზისა და ჯანმრთელობის 10 საიდუმლო

ჩინეთში თვლიან, რომ სხეული და სული ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილებია, შესაბამისად, გარეგნობა აღიქმება, როგორც შინაგანი სილამაზის შემადგენელი ნაწილი. ჩინელი ლამაზმანების ცხოვრების სტილი სხვებისგან ბევრად განსხვავდება. მაინც, რას აკეთებენ ისინი? გთავაზობთ აღმოსავლური სილამაზის საიდუმლოებს.

1. სახე

ჩინელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახის მასაჟს. ნეფრიტიანი გორგოლაჭით სახის რეგულარული მასაჟი აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის ცირკულაციას. ამაზე ძველ დროშიც კი იყო ცნობილი, როცა სახის კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად ნეფრიტის ქვას იყენებდნენ. ახლა ყველა ინსტრუმენტი სრულყოფილი და ხელმისაწვდომია. მისი შეძენა ონლაინაც შესაძლებელია

2. ფეხები

ჩინეთში თვლიან, რომ ფეხებზე ქალის სილამაზის წერტილებია განლაგებული. ისინი მოთავსებულია კოჭის შიდა მხარეს. გაზომეთ 3 დიდი თითის ტოლა დაშორება ტერფს ზემოთ, ძვლიდან, ეს წერტილი სწორედ მანდ მდებარეობს. კოჭებს ისე მოეჭიდეთ, რომ დიდი თითი ამ აქტიურ წერტილზე გედოთ. შემდეგ დაიზილეთ ვიბრაციული მოძრაობებით 1 წუთის განმავლობაში.

3. ნატურალური კოსმეტიკა

ჩინელი ქალბატონები კანისა და სხეულის მოვლის ისეთ საშუალებებს იყენებენ, რომლებიც მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებს შეიცავს. მათში ნატურალური ზეთები, მარგალიტის პუდრა, ჟენშენი, სამკურნალო ბალახებისა და ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტები შედის.

4. შინაგანი სიმშვიდე

ჩინელებს შინაგანი სიმშვიდე, ჰარმონია, ემოციებზე ძალაუფლება გააჩნიათ. მათში მცირე ექსპრესიაა, შედეგად – ნაკლები მიმიკური ნაოჭი. ბუნებრივი სიმშვიდე და სახის მოდუნება ბოტოქსის ფუნქციებს ასრულებს.

5. წყალმცენარეების ძალა

ზღვის წყალმცენარეები აჩქარებს მეტაბოლიზმს და იწოვს ჭარბ მარილებს. ჩინელი ქალბატონების რაციონში ისინი დიდი რაოდენობითაა. მცენარეებში არსებული ცელულოზა დიდი ხნით ანაყრებს ორგანიზმს და დაბალკალორიულია. ვიტამინები და ქლოროფილი, რომელსაც ასეთი მცენარეები შეიცავს, კანში კოლაგენის საჭირო დონეს ინარჩუნებს და კანს სიმკვრივეს ანიჭებს.

6. სწორი კვება

ჩინურ სამზარეულოში იშვიათად შეხვდებით ფასტფუდს და კალორიულ დესერტს. ბევრი ბრინჯი, ნაკლები ხორბალი და პური. დესერტები, ჩვეულებრივ, არც ისე ტკბილი აქვთ, ლერწმის შაქარზე მომზადებული, მათ კი საკვების ცალკეულ მიღებად აღიქვამენ და არა დესერტად.

7. დღის განრიგი

ჩინელები დღის განრიგს იცავენ. ისინი საკვების მიღებისა და ძილის დროებს ადგენენ და რეჟიმს მთლიანად ასრულებენ. სადილის შემდეგ დასვენება მათთვის ნორმალური მოვლენაა. თანამშრომლებს შეუძლიათ, სამუშაო მაგიდაზე დაყრდნობილებს დაეძინოთ, ხოლო სტუდენტებს – ბიბლიოთეკაში.

8. ჩაი

ჩაი – ჩინელების ერთ-ერთი უსაყვარლესი სასმელია. მათთვის ჩაის მოხმარება არის რიტუალი და გამოჯანმრთელების რიტუალი. იქ სვამენ ულუნგს, პუერს, წითელ ჩაის გოჯის კენკრასთან, გლერძის ყვავილებთან ან ჟასმინთან ერთად, შაქრისა და რძის გარეშე.

9. ულტრაიისფერ სხივებზე უარის თქმა

ჩინელებს არ უყვართ რუჯი. თეთრი, ფაიფურისფერი კანი მათში სილამაზისა და მაღალი სტატუსის მთავარ ნიშნად ითვლება. პირდაპირი ულტარიისფერი სხივებისგან თავს იცავენ კრემებით, ჩრდილებითა და ქუდებით, ამიტომ მათი კანი უფრო გვიან იწყებს დაბერებას.

10. წყალი

ჩინელები მუდმივად თან ატარებენ წყლით სავსე ჭურჭელს. ქულერები და წყლის დისპენსერები ჩინეთში თითქმის ყველა საზოგადოებრივ ადგილზეა დამონტაჟებული. წყლის ბალანსის შენარჩუნება ჯანმრთელობისა და სილამაზის გასაღებად ითვლება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.