Connect with us

ჰოროსკოპი

ცვლილებების ქარი დაუბერავს ან როგორ დასრულდება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2022 წლის დასაწყისიდან 6 თვეზე ნაკლები დრო გავიდა, მაგრამ უკვე გვაინტერესებს, როგორ დასრულდება. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 2022 წლის ზუსტ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. თამარა გლობის ჰოროსკოპი საკმაოდ იმედის მომცემია.

ვერძი

2022 წელს ვერძს ძალიან გაუმართლებს. პირველ რიგში, ეს სამსახურს ეხება: კარიერული წარმატება ახლოსაა. ამავდროულად, ცხოვრებისეული სირთულეები მოსალოდნელია. ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი: ზაფხული და შემოდგომა. დიდი ალბათობით, საბედისწერო მოგზაურობა გელით. მზად იყავით, რომ თქვენი წრიდან ზოგიერთი მეგობარი წავა. ახლა სხვა რამეზე უნდა კონცენტრირდეთ: ახალ საქმეს ხელი თამამად მოკიდეთ და მატერიალური ბაზა გააძლიერეთ.

კურო

2022 წელი კუროსთვის გადამწყვეტია. ნებისმიერი მოქმედება მომავალზე გავლენას იქონიებს. ახლა მოდის დახმარების და მფარველობის ეტაპი, როცა გარემომცველი ავტორიტეტული პირების ენერგია უნდა შთანთქათ. აპრილის ბოლოს და მაისში ჯანმრთელობის გაუარესებას და პირად ფრონტზე პრობლემებს ელოდეთ. ზაფხულში ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მოემზადეთ.

ტყუპები

ტყუპებმა წლის დასაწყისში რთული დრო გაიარეს. გაზაფხულზე მოსალოდნელია თვალების ახელა, რამაც შეიძლება სამსახურში სასიამოვნო ცვლილებები მოიტანოს. ზაფხულში ფინანსური სირთულეები შეგექმნებათ, მაგრამ მეგობრების დახმარება პრობლემებში ჩაძირვის საშუალებას არ მოგცემთ. შემოდგომაზე ახალი მიზანი და შესაძლებლობები გაგიჩნდებათ. გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ უნდა დაგავიწყდეთ.

Advertisement

კირჩხიბი

კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სახლიდან შორს დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. მოსალოდნელია წარმატებული მივლინება და ახალ პარტნიორთან საზღვარგარეთ მუშაობა. პარალელურად, შეიძლება შინაგანმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, რომელიც 2023 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. ამის თავიდან ასაცილებლად თქვენს განცდებზე ყურადღება გაამახვილეთ და საკუთარ თავზე იზრუნეთ.

ლომი

ეს წელი ლომისთვის რთულია. გაზაფხულზე თავს იჩენს ბევრი ხარჯი, უსიამოვნებები სამსახურში და პრობლემები ურთიერთობაში. ზაფხულში სიტუაცია დალაგდება, მაგრამ ამისთვის სახლი უნდა დატოვოთ. შემოდგომაზე ლომი სამუშაოში ჩაერთვება და სამომავლო გეგმის შედგენას დაიწყებს.

ქალწული

წელს გუნდურ მუშაობაზე ყურადღება გაამახვილეთ და ავტორიტეტული ხალხის გამოცდილებას დაეყრდენით. შემოდგომაზე ყველაზე აქტიური სამუშაო გელით. გარდა ამისა, ქვეყნიდან წასვლის დიდი შანსია.

სასწორი

Advertisement

თქვენთვის 2022 წელი ორმაგი წელი იქნება. ერთი მხრივ, სამსახურში საქმე და პირადი ცხოვრება მაღლა ავა და გაძლიერდება. ამასთან, ცხოვრება თვითნებაზე არ უნდა მიუშვათ. ის, რაც სასწორმა გასულ წლებში დააგროვა, ნანატრ შედეგს მოიტანს. ზაფხულის ბოლოს რთული პერიოდია მოსალოდნელი.

მორიელი

წელს მორიელის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტებია გაზაფხული და შემოდგომა. ცხოვრება მთლიანად შეიცვლება, თუმცა ყველა სირთულის გამკლავებას შეძლებთ. კარგი დროა ოჯახური კავშირის გასაძლიერებლად, ბავშვის გასაჩენად და აღსაზრდელად. თუ ბავშვის გაჩენაზე ფიქრობთ, ახლა ამის დროა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი წელს ფინანსურ წარმატებას იგრძნობს. შეგიძლიათ სახლის საკითხს თამამად მიხედოთ და საცხოვრებლის შეცვლაზე დაფიქრდეთ. ზაფხულსა და შემოდგომაზე შეიძლება სამსახურში პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ დიდი დანაკარგი არ გელოდებათ. მთლიანობაში, მთელი წელი გაწონასწორებული იქნებით.

თხის რქა

წლის პირველი ნახევარი ფინანსური კუთხით განსაკუთრებით წარმატებული იქნება. სამსახურში პოზიციები, ასევე ოჯახში ურთიერთობები გაძლიერდება. ზაფხულში ყველაფრის მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ. ეს განსაკუთრებით, მოწინააღმდეგეებს და კონკურენტებს ეხება.

Advertisement

მერწყული

მერწყული წელს ყველა ზედმეტ ადამიანს მოიშორებს. გზაზე ბევრი კარგი ადამიანი შეგხვდებათ, რომლებიც დაგეხმარებიან, როცა დაგჭირდებათ. მთავარი აქცენტი ჯანმრთელობაზე უნდა გააკეთოთ, რომ ყველა ცვლილებისთვის დრო დაგრჩეთ. რაც არ უნდა მოხდეს, მერწყული ყველაფერს გაუძლებს და უფულოდ არ დარჩება.

თევზები

თევზები სრულ კომპენსაციას მიიღებს ყველა იმ სირთულისთვის, რაც წარსულში გადაიტანა. წელს ბევრი სასიამოვნო შესაძლებლობა ელოდება. შემოდგომა განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება. ახალი საქმე თამამად დაიწყეთ და მეტი გამოიმუშავეთ.

Advertisement