Connect with us

ჯანმრთელობა

ჩინელი მსახიობის, ბაი ლუს რჩევები, როგორ მიირთვათ ბევრი, მაგრამ 50 კგ–ზე მეტს არ იწონიდეთ

როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი (უნივერსიტეტის მე-3 კურსზე), მაშინ 46 კგ–ს ვიწონიდი. ასეთი მოხდენილი ფორმებით გავთხოვდი. მოგვიანებით ოჯახური ყოველდღიური ცხოვრების სიმძიმის გამო თავადაც დავმძიმდი. რა თქმა უნდა, ქმარი არ ჩივის. თითქოს, ყოველთვის ლამაზი ვარ. გულწრფელად არ მესმის, როგორ ვიყო 50 კგ–ზე ნაკლები, როცა საქმიანი დედა ვარ და ორ ვაჟს ვზრდი.

ამ მხრივ აღმოსავლელი ქალები ყოველთვის მაოცებდნენ. სუსტი აზიელი ქალები სახლის დასალაგებლად, კარიერის მოსაწყობად და სილამაზისთვის დროს ყოველთვის პოულობენ. ბაი ლუს, პოპულარული ჩინელი მსახიობის რაციონის ცდა გადავწყვიტე. თუ სოციალურ ქსელში მის გვერდს დავუჯერებთ, გოგონა ბევრს და გემრიელად ჭამს. რა არის მისი ფორმების საიდუმლო?

ბაი ლუ გვიზიარებს, როგორ ვიწონიდეთ 50 კგ–ზე ნაკლებს და ვჭამოთ ყველაფერი, რაც გვინდა

სოციალურ ქსელში მისი პოსტებით სადილის და წასახემსებლის მენიუ გავაანალიზე და დავადგინე, რომ ბაი ლუ კვებაში იცავს 3 მარტივ წესს:

  1. მსახიობის რაციონში ძირითად ნაწილს მთელი მარცვლეულის პროდუქტები იკავებს. მაგალითად, მთელი მარცვლეულის პასტა, ყავისფერი ბრინჯი, სიმინდი და ბულგური. ლოგიკურია, რადგან ასეთი გარნირი ნაკლებ კალორიას შეიცავს, თან კარგად განაყრებთ.
  2. ბაი ლუ უპირატესობას ანიჭებს ქათამს, ძროხის ხორცს, თევზის ფილეს და კრევეტებს. მოკლედ, უცხიმო ხორცს. ეს მის ყველა კვებაში აუცილებლად შედის, რადგან შიმშილის გრძნობას კლავს და ორგანიზმს ცილებით ამდიდრებს.
  3. ყოველი კვების ნახევარზე მეტს ახალი ბოსტნეული იკავებს. ასეთი პროდუქტები დაბალკალორიულია, მაგრამ მკვებავი. ზოგჯერ მსახიობი ტკბილი კარტოფილით მომზადებული კერძებით თავის ინებივრებს. იმ რეგიონში ძალიან პოპულარული პროდუქტია.

აღსანიშნავია, რომ ბაი ლუს სამუშაო დღე ძალიან გაჯერებულია. ზოგჯერ რამდენიმე სერიალის გადაღებებში ერთდროულად მონაწილეობს. ინტენსიური მუშაობა მის კვების რეჟიმს არ არღვევს. სრულფასოვანი საუზმე, სადილი და ვახშამი მკვებავ წასახემსებლებთან მონაცვლეობით, ასევე ბევრი სუფთა წყალი – ამ ლამაზმანმა ზუსტად იცის, როგორ იწონოს 50 კგ–ზე ნაკლები და ცხოვრებისგან სიამოვნებაც მიიღოს.

Advertisement