Connect with us

თავის მოვლა

ჩემი სახე ღრმა ნაოჭებით იყო დაფარული, სანამ ეს საშინაო კოლაგენური გაახალგაზრდავების კურსი არ გავიარე

კოლაგენური ნიღბის პროცედურები არამხოლოდ გააახალგაზრდავებს სახეს, არამედ მისცემს მას ჯანსაღ იერს. ამ ჟელატინიანი ნიღბების სულ რამდენიმე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, როგორ გამკვრივდა თქვენი კანი და ნაოჭებიც თანდათან იკლებს.

კანის გაახალგაზრდავება შესაძლებელია დამოუკიდებლად, შინ. დღეს გაგაცნობთ კოლაგენური ნიღბის რამდენიმე რეცეპტს, ჟელატინის გამოყენებით.

ჟელატინი და ვიტამინები

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • 1 ც კვერცხის გული
  • 5 ს.კ. რძე
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 10 წვეთი A ვიტამინი
  • 10 წვეთი C ვიტამინი

მომზადება და გამოყენება

  1. გაათბეთ რძე ოთახის ტემპერატურამდე, ჩაყარეთ ჟელატინი, აცადეთ გასიება(30 წუთით). პერიოდულად ურიეთ, რომ არ შეიკრას.
  2. შეურიეთ დანარჩენ კომპონენტებს, გაათბეთ ორთქლზე.
  3. წაისვით მასა სუფთა სახეზე, ნახევარ საათში ჩამოიბანეთ.
  4. მაქსიმალური ეფექტისთვის გაიმეორეთ პროცედურა ყოველ მეორე დღეს, სულ ათჯერ.

ჟელატინი ბანანით

ინგრედიენტები

  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 1 ს.კ. ბანანი
  • 2 ს.კ. წყალი

მომზადება და გამოყენება

  1. ჟლატინს დაასხით ცივი წყალი და დააყენეთ(20-30 წთ).
  2. შემდეგ სრულად გახსენით იგი ორთქლის აბაზანაზე, შეურიეთ ბანანის რბილობი.
  3. თბილი ნიღაბი გადაინაწილეთ სახეზე.
  4. 20-25 წუთში მოიშორეთ რძეში ან წყალში ჩალბობილი ბამბით.

ჟელატინი კიტრით

ინგრედიენტები

  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 1 ც კიტრი
  • 2 ჩ.კ. გვირილის ნახარში
  • 2 ჩ.კ. მწვანე ჩაი
  • 1 ჩ.კ. ალოეს გელი

მომზადება და გამოყენება

  1. დაასხით ჟელატინს გვირილის ნახარში, დაუმატეთ კიტრის დაბლენდერებული და დაწურული ფაფა.
  2. ორთქლზე გახსნილ ჟელატინის მასას დაუმატეთ ალოე და კიტრის წვენი. გააგრილეთ.
  3. გაიჩერეთ სახეზე 30 წუთით.

ჟელატინი კარაქით

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • ხარისხიანი კარაქი

მომზადება და გამოყენება

  1. შეურიეთ ინგრედიენტები, შეიზილეთ სახეზე.
  2. 20 წუთში ნიღაბი ჩამოიბანეთ.

როგორც ხედავთ, ჟელატინი შესანიშნავი საშუალებაა კანის გაახალგაზრდავებისა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, დაიცვათ ზომიერება.