Connect with us

სხვა

ჩემი სარეცხი მანქანა უკვე 12 წელია მემსახურება – 3 ოქროს წესი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

დღესდღეობით სარეცხი მანქანების “სიცოცხლისუნარიანობის” ვადა დაახლოებით 5-7 წელია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტექნიკის ყიდვა ძალიან ძვირი ჯდება, შეიძლება მას რამდენიმე წელში გამოემშვიდობოთ. პრობლემა ხარისხზე და კომპლექტაციაზე არ არის დამოკიდებული, ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივადაა.

ჩემი წინა სარეცხი მანქანა რომელიც ბინის დამქირავებლებს დავუტოვე უკვე 12 წელია რაც მუშაობს, ხოლო მეორე კი 8 წელია რაც მემსახურება. სარეცხი მანქანების ხანგრძლივად მუშაობის საიდუმლო ძალიან მარტივია თუმცა მის შესახებ ცოტამ თუ იცის.

აი სამი ოქროს წესი რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ სარეცხი მანქანის გამოყენებისას:

1. გადატვირთვა

გახსოვდეთ, რომ ყველა მანქანა განსაზღვრული რაოდენობის თეთრეულზეა გათვლილი. თუ თქვენს მანქანას 7 კილოგრამი აწერია მაგრამ სინამდვილეში 10 კილოგრამის გარეცხვა შეუძლია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 10 კილოგრამი უნდა გარეცხოთ. აჯობებს 5-5 კილო გარეცხოთ ვიდრე 10.

2. ფილტრები

ბევრმა არ იცის, რომ სარეცხ მანქანას ფილტრები აქვს, რომლებიც პერიოდულად იწმინდება. ჩვეულებრივ ასეთი ფილტრები მანქანის ქვემოთ არის მოთავსებული, გასაღებთან. ის აუცილებლად ყოველ თვე უნდა შეამოწმოთ. გაჭედილი ფილტრი და ფხვნილის ჩასაყრელი უჯრა ხელს უშლიან მანქანის ნორმალურ მუშაობასა და წყლის შეშვება-გაშვებას, რამაც შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს.

3. ნადები

ის ნებისმიერ მანქანაში ხისტი წყლის გამო ჩნდება. მისი გაჩენა რეცხვის ტემპერატურაზეა დამოკიდებული, რაც უფრო ხშირად რეცხავთ სამოსს 90 გრადუსიან ტემპერატურაზე მით უფრო სწრაფად ჩნდება ნადებიც.
მისგან თავის დაცვა ორი გზით შეიძლება:

პირველი – სპეციალური სარეცხი საშუალებების მაგალითად კალგონის გამოყენება, თუმცა ის საკმაოდ ძვირი ღირს.
მეორე – ეს უბრალო ლიმონმჟავაა.მანქანაში, ყოველ კილოგრამ სამოსზე შეგიძლიათ 20 გრამი ლიმონმჟავა ჩაყაროთ. ანუ თუ თქვენი მანქანა 5 კილოგრამს რეცხავს, ე.ი. 100 გრამი ლიმონმჟავა დაგჭირდებათ. ის უბრალოდ სარეცხი ფხვნილის ადგილას ჩაყარეთ და ყველაზე ცხელი ტემპერატურა აირჩიეთ. ასეთი წმენდა თვეში მინიმუმ ერთხელ უნდა ჩაატაროთ.