Connect with us

საკითხავი

ჩაის პაკეტი არ გადააგდოთ! როგორც მინიმუმ, მისი გამოყენების 12 მეთოდი არსებობს

ჩაის დალევა ბევრს უყვარს და  ხშირად ჩაის პაკეტებს იყენებენ. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ჩაის პაკეტების ხელმეორედ გამოყენების შესანიშნავი მეთოდები არსებობს.

1. ტკივილს ამსუბუქებს

კოღოს ნაკბენი, ქავილი ან სილურჯე გაწუხებთ? გამოყენებული ჩაის პაკეტი გააგრილეთ და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. ჩაიში შემავალი ნივთიერება სისხლძარღვებს კრავს და შეშუპებას აქრობს.

2. შეშუპებას ამცირებს

დილით ჩაის პაკეტი მაცივარში შედგით, როცა გაგრილდება, თვალების ქვეშ 10 წუთით გაიჩერეთ. სიცივე და ტანინი (კოფეინის ჩაის ვარიანტი) თვალის თხელი კანის ქვეშ სისხლის მიმოქცევას გააძლიერებს და შეშუპებას შეამცირებს.

3. ოფლის სუნს აქრობს

მშრალი ჩაის პაკეტი თქვენს ფეხსაცმელში მოათავსეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. მეორე დღეს სუნი გაქრება!

4. მაცივარში სუნს აქრობს

ძველი, გამოყენებული ჩაის პაკეტების თასი მაცივარში შედგით. ის უსიამოვნო სუნს სოდასა და აქტივირებულ ნახშირზე უკეთ შთანთქავს.

5. მეჭეჭებს მოგაშორებთ

გამოყენებული, გრილი ჩაის პაკეტი მეჭეჭზე დაიდეთ. 15 წუთის შემდეგ ახლით ჩაანაცვლეთ. მეორე პაკეტი კიდევ 15 წუთით გაიჩერეთ. რამდენიმე დღეში მეჭეჭი მოგშორდებათ.

6. მზის დამწვრობის დროს დაგეხმარებათ

ჩაიში შემავალი ტანინის მჟავა კანის სწრაფად შეხორცებას ხელს უწყობს და სიგრილის შეგრძნებას დიდხანს უზრუნველყოფს.

7. სამზარეულოში მცირე დამწვრობის დროსაც დაგეხმარებათ

თუ შემთხვევით დაიწვით, ერთი ჩაის პაკეტი მაცივარში შედგით და უკვე გრილი პაკეტი დაზიანებულ კანზე დაიდეთ. შავ ჩაიში შემავალი ტანინები მცირე დამწვრობის დროს ტკივილს ამსუბუქებს.

8. მცენარეს დაავადებისგან იცავს

ჩაიში შემავალი ტანინები ნიადაგში PH დონეს ამცირებს, რაც მცენარის ირგვლივ სოკოს ზრდას ხელს უშლის. სწორედ ამიტომ, როცა ბაღში ახალ მცენარეს რგავთ, ირგვლივ ჩაის პაკეტი ან ჩაის ფოთლები ჩარგეთ და შესანიშნავ შედეგს დაელოდეთ.

9. ჭურჭელს ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყსა და ცხიმს აშორებს

უბრალოდ წყალს რამდენიმე ჩაის პაკეტი დაუმატეთ და ჭურჭელი ჩაალბეთ. ლაქები და ცხიმი მარტივად მოშორდება.

10. სარკეს ბზინვარეს ხდის

სააბაზანოში ბზინვარე სარკე ყოველთვის კარგი იდეაა. ჩაის პაკეტის გამოყენებით ბრწყინვალე შედეგს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ. ერთი ან რამდენიმე ჩაის პაკეტი მოადუღეთ, გაგრილება აცადეთ და მასში სუფთა სალფეთქი მოათავსეთ. სახლის დალაგებას თან ასეთი კარგი სუნი არასდროს ახლდა!

11. ხელიდან უსიამოვნო სუნს აქრობს

ცოტა ხნის წინ ხახვი, თევზი ან ცხარე წიწაკა დაჭერით? დაბანის შემდეგ ხელზე უსიამოვნო სუნი მაინც საათობით გაქვთ? ხელის დაბანა ჩაის პაკეტით სცადეთ. როგორც სუნიანი ფეხსაცმლის შემთხვევაში, ჩაის პაკეტი სუნს მარტივად შთანთქავს.

12. თაგვებს მოგაშორებთ

გამოყენებული ჩაის პაკეტები კარადებში და სხვა ადგილებში შეინახეთ, სადაც თაგვები ბუდობენ. მათ ჩაის სუნი არ უყვართ.

ახლა, გამოყენებულ ჩაის პაკეტებს ნამდვილად არ გადაყრით!