Connect with us

ჯანმრთელობა

ჩააბარეთ სიბერის ანალიზი: როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში

არსებობს ტესტები, რომლებიც გაგცემთ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ ვიყოთ ახალგაზრდა და ლამაზი.

როგორ ხდება დაბერების პროცესი?

სამეცნიერო სამყაროში დაბერების პროცესი აღიქმება, როგორც პროგრამა: ითვლება, რომ ზუსტად 25 წლის ასაკში ტვინის ფორმირების დასრულებით ორგანიზმი ზრდას წყვეტს და ჭკნობას იწყებს, ხოლო დნმ-ში გაუმართაობის რისკი იზრდება. როცა ჯანსაღი გენები „იშლება“, უსიამოვნებები იწყება: ერთი უჯრედების უკონტროლო გამრავლებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, სხვა უჯრედების დარღვევამ კი – ქრონიკული ანთება. შედეგად, ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმს არა მხოლოდ ონკოლოგია, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა პრობლემები ემუქრება. ეს ყველაფერი სიცოცხლის უშუალო საფრთხის გარდა გარეგნობაზეც აისახება. დამჭკნარი კანი, პიგმენტური ლაქები, შეშუპება, ნაოჭები, ტურგორის დაკარგვა. თუ  ყველაფრის ბოლო ზღვრამდე მიტანა არ გსურთ, პროცესები აკონტროლეთ.

ასზე მეტი ადამიანის გენების და ბიომარკერების ანალიზით სტენფორდელმა მეცნიერებმა სიბერის ახალი ტიპოლოგია გამოავლინეს. როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, ადამიანები ბერდებიან 4 მოლეკულური გზით: მეტაბოლური, იმუნური, თირკმლის და ღვიძლის. ორგანიზმის დაშლის „სცენარი“ შეიძლება იყოს კომბინირებული – ყველაფერს ანალიზები აჩვენებს.

გაანალიზეთ შემდეგი მაჩვენებლები

თუ ფინანსური სახსრები არ გაქვთ ძვირადღირებული კვლევებისთვის, რომელთაც გენების, ცილების, ანთების ნიშნების და მეტაბოლური პროდუქტების შემოწმება შეუძლიათ, მარტივი ბიოჰაკინგით დაიწყეთ და თქვენთვის ნაცნობი ტესტები ჩაიტარეთ. ასეთი მონიტორინგი ბევრ რამეს გეტყვით.

მეტაბოლიზმი გააკონტროლეთ

გლუკოზაზე, ინსულინსა და გლიკაციურ ჰემოგლობინზე ანალიზები ჩააბარეთ. მათი დახმარებით ნახშირწყლების და ცხიმოვანი ცვლების სიტუაციას გაარკვევთ, რომლებიც სიბერეზე გავლენას ახდენენ. ნახშირწყლების ცვლის დარღვევისას ჭარბი გლუკოზა ცილების ფუნქციას არღვევს, მათ შორისაა – კოლაგენი, რომელიც კანის ტონუსზეა პასუხისმგებელი. ნახშირწყლების პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე. აი, ცხიმის ცვლის დარღვევას ათეროსკლეროზი მოჰყვება.

იმუნიტეტის სადარაჟოზე

ანთების ნიშნები შეამოწმეთ – სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიულ ცილებზე და რევმატოიდულ ფაქტორებზე ანალიზები ჩააბარეთ. რისთვის არის საჭირო? იმისთვის, რომ ალერგიის და სხვადასხვა კანის გამონაყარის რისკები, ასევე ქრონიკული დაღლილობა გამორიცხოთ.

ჰორმონებთან რა ხდება?

ენდოკრინოლოგთან ანალიზები ჩააბარეთ. თუ სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის მაჩვენებელი გაზრდილია, ეს ფარული ანთებითი პროცესების გამოვლენაში დაგეხმარებათ. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც გარეგნულად შეშუპებით ვლინდება, შეიძლება აუტოიმუნურ დაავადებებზე საუბრობდეს.

ჯერჯერობით უახლესი ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა, ამიტომ თქვენთვის სიბერის დონის დასადგენად მომგებიანი მეთოდია – კოსმეტოლოგს დედასთან ერთად ეწვიეთ: ერთად დანახვისას კარგი სპეციალისტი პრობლემური ზონების განსაზღვრას და ყველაზე ეფექტური პროცედურების შერჩევას შეძლებს.

სისხლი შეამოწმეთ

დაე, თქვენმა ექიმმა ყურადღება მიაქციოს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა ცილა, კრეატინინი, შარდოვანა, ბილირუბინი, თირკმლის ფერმენტები – ისინი სისხლის საერთო ბიოქიმიაში შედიან და თირკმლის და ღვიძლის მუშაობაზე საუბრობენ. მათთან დაკავშირებული პრობლემები პირველ რიგში კანზე აისახება.

სილამაზის ტესტი

ზოგიერთი კლინიკა და სამედიცინო ცენტრი სპეციალური გენეტიკური ტესტის გავლას გთავაზობთ, რომლის შედეგიც სილამაზის პროცედურებისთვის ნამდვილად აუცილებელია. ასეთი კვლევა დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ როგორ რეაგირებს კანი ამა თუ იმ კოსმეტიკურ საშუალებაზე, რამდენად სწრაფად აღდგება, ასევე განსაზღრავს, თუ პირველ რიგში სიბერის რომელი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს. ასეთი მონაცემების საფუძველზე ინდივიდუალური ანტიასაკობრივი პროგრამა დგინდება.

სილამაზეს გაცნობიერებულად მიუდექით და თვითმკურნალობით არ დაკავდეთ!