Connect with us

საკითხავი

შინაურული საკმეველი New York Times-ის ოქროს რეცეპტით. ახლა სახლში გაზაფხული და ფული ყვავის

ამბობენ, რომ სახლში საკმარისი ფული იქნება, თუ მას სასიამოვნო არომატებით გაავსებთ. მუშაობს თუ არა ეს ხრიკი, ჯერჯერობით არ ვიცი. სამაგიეროდ დარწმუნებული ვარ, სუნებს ბინაში წარმოუდგენელი ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ. მაგალითად, საღამოობით არომატული სანთლების ანთება მომწონს. კლასიკური საკმევლის მიმართ განსაკუთრებულ სისუსტეს ვიჩენ. აღმოჩნდა, რომ ნატურალური არომატიზატორი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ.

სახლის არომატიზატორი

სურნელოვანი კვამლის უამრავი სახეობა არსებობს. ყველაზე პოპულარულია ჩხირები და კონუსები. გარდა ამისა, ბოლოს დროს ხშირად გვხვდება პალო სანტო. ზოგადად, ეს ხი სახელია, მაგრამ ასე უწოდებენ პატარა ხის ბლოკებს.

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას, როგორ გააკეთოთ არომატიზატორი კონუსები სახლის პირობებში. დარწმუნებული ვართ, ყველაფერს პირველივე ჯერზე სწორად გააკეთებთ! მასტერკლასის შემდეგ კი გაიგებთ, თუ რომელი არომატები იზიდავს ფულს სახლში.

არომატული კონუსი

დაგჭირდებათ:

  • 2–3 ბალახის სახეობა
  • მაკკოს ფხვნილი
  • გაფილტრული წყალი

მომზადება:

1. პირველ რიგში, ბალახები აარჩიეთ. მათ სუნს, სასარგებლო თვისებებს და თავსებადობას ყურადღება მიაქციეთ. მაგალითად, სახლისთვის ხშირად იყენებენ სალბის, კედარს და სურნელოვან ოქროჩალას. სპეციალისტები ბალახების დამოუკიდებლად მომზადებას გირჩევენ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, აფთიაქში ან ინტერნეტში შეიძინეთ.

2. შემდეგი ეტაპი – დაქუცმაცება. სანაყით ან ყავის საფქვავით ბალახებიდან ფხვნილი მიიღეთ. შემდეგ ბალახებს მაკკოს ფხვნილი დაუმატეთ. ყოველ 3 ჩ/კ დაქუცმაცებულ ბალახზე 1 ჩ/კ ფხვნილი დაგჭირდებათ. ის შემკვრელ ნივთიერებად მუშაობს, რომლის წყალობით კონუსის ფორმირება ხდება. გარდა ამისა, მაკკოს ფხვნილი ბუნებრივი წვადი მასალაა, რომლის დახმარებით საკმეველი ნელა და თანაბრად იწვის.

3. ახლა ნარევს გაფილტრული წყალი დაუმატეთ. ყოველ ჯერზე წვეთი წყალი დაუმატეთ. საბოლოოდ ერთგვარი ბალახების ცომი უნდა მიიღოთ.

4. მზა ცომიდან პატარა კონუსები გააკეთეთ. ამისთვის სპეციალური ფორმა ან საკონდიტრო ტომარა გამოიყენეთ. ეს აუცილებელი არაა. საჭირო არაა, რომ კონუსს იდეალური ფორმა ჰქონდეს: ფანტაზიას გასაქანი მიეცით! შემდეგ კონუსები საცხობ ქაღალდზე მოათავსეთ და 12 საათით გასაშრობად გააჩერეთ.

როგორ დავწვათ არომატული კონუსი

სპეციალურ მაღაზიებში შეგიძლიათ კონუსის დასაწვავად კერამიკული სადგამი შეიძინოთ. თუ არ გაქვთ, ნებისმიერი თერმოგამძლე ჭურჭელი გამოდგება. ცოტა ქვიშა ან ზღვის მარილი მოაყარეთ. შემდეგ არომატული კონუსი ზემოდან დაადეთ და წვერი მოწვით. შეუბერეთ, როგორც სანთელს, რომ კონუსმა წვა გააგრძელოს!

ასეთ არომატიზატორს უფრო ძლიერი არომატი აქვს, ვიდრე არომატულ ჩხირებს. გარდა ამისა, კონუსები თავისი სურნელით დიდ ფართს თავისუფლად გაავსებს. საინტერესოა, ასეთი საკმეველი ადრე გინახავთ?

რომელი არომატები იზიდავენ ფულს

თუ სახლში ფულის მოზიდვა გსურთ, მაშინ ლავანდის და ბერგამოტის ეთერზეთებს ყურადღება მიაქციეთ. ასევე გამდიდრებაში დაგეხმარებათ კედრის, პაჩულის, დაფნის, პიტნის, სანდალის ხის და ფიჭვის ზეთები. ჩვეულებრივი დარიჩინი, მუსკატის კაკალი და რეჰანიც არ დაგავიწყდეთ.

როგორ გამოვიყენოთ ეთერზეთი? პირველ რიგში, ჰაერის არომატიზატორით სახლში ან შენობაში გააფრქვიეთ. მეორეც, ნატურალური არომადიფუზორი შეგიძლიათ სახლის პირობებში მარტივად გააკეთოთ.

რედაქციისგან

ბალახებს თითქმის ჯადოსნური თვისებები აქვს. უძველესი დროიდან მათ საცხოვრებელი ადგილის დასაცავად იყენებენ. ამისთვის სპეციალური პროცედურა „ბალახებით შეხრჩოლვა“ უნდა შეასრულოთ. ინტერნეტ სივრცეში უკვე მზა ნაკრებს იპოვით, სადაც ერთმანეთთან შეთავსებადი ბალახებია მოთავსებული. ბალახების თაიგული შეგიძლიათ თავადაც გააკეთოთ. სხვათა შორის, ბალახებს შორის ფულს იზიდავს ჟასმინი, ბაღის მიხაკი და ბეგქონდარა.

გჯერათ ბალახების და ეთერზეთების განსაკუთრებული თვისებების? სახლში საკმევლის დანთება გიყვართ და ასე რამდენად ხშირად აკეთებთ?

Advertisement
ტესტები13 hours ago

აირჩიეთ გასაღები, რომლითაც ძველ სკივრს გააღებთ. ასე უფრო მეტს გაიგებთ, ვიდრე ფიქრობთ

ტესტები14 hours ago

აირჩიეთ ბუმბული და გაიგეთ, რას ამბობს თქვენს შესახებ

ჯანმრთელობა14 hours ago

სომნოლოგმა გამომიწერა: 3 გემრიელი სასმელი სწრაფად დასაძინებლად

ჯანმრთელობა14 hours ago

რატომ არ შეიძლება ყველასთვის გოგრის თესლის ჭამა

ყვავილები14 hours ago

მეზობელი კიტრს ბოთლებში ზრდის. მისი მეთოდი გამოვიყენე და ახლა უხვ მოსავალზე ვოცნებობ

ჰოროსკოპი1 day ago

კურო – თხილამურებზე, ქალწული – იოგაზე! როგორ სჯობს დაისვენოთ ამ შაბათ–კვირას

თავის მოვლა1 day ago

როგორ გადავარჩინოთ ყინვების შემდეგ დასუსტებული თმა

ჰოროსკოპი1 day ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის შესანიშნავი ამბები და განსაცვიფრებელი ცვლილებები მარტში

ყვავილები1 day ago

გადარგვის დროს დაშვებული შეცდომები, რომლის შემდეგ მცენარეს ვეღარ გადაარჩენთ

საკითხავი1 day ago

როგორ შევინახოთ მაღალყელიანი ჩექმები ისე, რომ არ დეფორმირდეს

ტესტები2 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

მოდა და სტილი3 weeks ago

10 საუკეთესო სუნამო 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

ტარო ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რა გელით სამსახურში 2021 წლის თებერვალში

ჰოროსკოპი3 weeks ago

ბედის ნებიერა: რომელ ზოდიაქოს ნიშანს უმართლებს ყველაზე მეტად

ჰოროსკოპი3 weeks ago

2021 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ჩინელი ექსპერტის, კევინ ფუნგის პროგნოზით

ტესტები3 weeks ago

რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? გაიგეთ საინტერესო რამ თქვენს პიროვნებაზე

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

თავის მოვლა4 weeks ago

10 შეცდომა ინტიმურ ჰიგიენაში, რომლებსაც თითქმის ყველა უშვებს

ჰოროსკოპი4 weeks ago

ბევრი ფული, კარგი და განსხვავებული! 2021 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ვერა ხუბელაშვილისგან

ტესტები4 weeks ago

მუშტი შეკარით და გაიგეთ თქვენი პიროვნების ტიპი