კულინარია
შინაურული ნაყინის შესანიშნავი რეცეპტი საბჭოური პლომბირის გემოთი. ფანტასტიკურად გემრიელია

სსრკ-ში პლომბირი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მზადდებოდა: მხოლოდ მთელი რძით და ცხიმოვანი ნაღებით, ახალი კვერცხით. გასასქელებლად ნატურალური ჟელატინი ან აგარ-აგარი გამოიყენებოდა. კარაქის მცენარეული სპრედით ჩანაცვლება, როგორც რაიმე კონსერვანტის დამატება და კლასიკური რეცეპტიდან გადახვევა გაუგონარი იყო.
მაგრამ ლეგენდარული საბჭოური ნაყინის ეპოქა დასრულდა. თუ 20 თეთრიანი პლომბირი გენატრებათ, ეს სტატია თქვენთვისაა. დღეს გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ შინაურული ნაყინი ნამდვილი საბჭოური პლომბირის გემოთი.
ნაყინი საბჭოური პლომბირის გემოთი
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა შაქარი
- 1 ლ რძე
- 100 გრ კარაქი
- 1 ჩ/კ სახამებელი
- 5 კვერცხის გული
მომზადება:
1. რძე გააცხელეთ და კარაქი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ.
2. მეორე თასში შაქარი, სახამებელი და კვერცხის გული აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
3. ამ ნარევს ცოტა რძე დაუმატეთ, არაჟნის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ.
4. როცა რძე ადუღდება, წვრილ-წვრილად კვერცხის გულის მასა დაუმატეთ. მუდმივად მორევა არ დაგავიწყდეთ.
5. ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და ცივ წყალზე დადეთ. მუდმივად აურიეთ, სანამ არ გაგრილდება და თბილი არ გახდება.
6. სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ, პერიოდულად აურიეთ. ამის შემდეგ ფორმებში ჩაასხით და საყინულეში შეინახეთ.
ახლა შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ პლომბირი, რომელიც ლეგენდარულ ნაყინს გემოთი არ ჩამოუვარდება. ბავშვებისთვის მოამზადეთ, რომ მათაც იცოდნენ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ნაყინი!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!

-
ჰოროსკოპი4 weeks ago
2021 წლის ზუსტი ჰოროსკოპი: მორიელო, ოცნებები აისრულეთ, თევზებო, ბედს მიენდეთ
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი
-
ჰოროსკოპი6 days ago
რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი
-
სახლი და დიზაინი5 days ago
ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
რომელ ქალს ელოდება კორიდა პირად ცხოვრებაში 2021 წელს
-
ტესტები2 weeks ago
სწრაფი ტესტი: გაიგეთ, რით გაგახარებთ ბედი
-
ტესტები2 weeks ago
აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა
-
ჰოროსკოპი2 weeks ago
საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები