თავის მოვლა
შინაურული კრემი E ვიტამინით სტრიების მოსაშორებლად: რეცეპტი ჩაიწერეთ
კანი გასაოცარი ორგანოა. ის ორგანიზმს გარე ზემოქმედებისგან, ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს, ამასთან საკმაოდ მოქნილია.
აუცილებლობის შემთხვევაში იწელება და ჭრილობის დროს ხორცდება. მართალია, კანს ყოველთვის არ შეუძლია, რომ დაზიანების მოცულობას გაუმკლავდეს.
თუ მოცულობა საკმაოდ დიდია, ეპითელური უჯრედები გამრავლებას ვერ ასწრებენ და დეფექტი შემაერთებელი ქსოვილების დახმარებით იფარება.
თითოეულმა იცის, რომ მცირე ნაკაწრით კანი იწელება, ხოლო დიდი ჭრილობა ნაიარევს ტოვებს. ნაიარევი შემაერთებელი ქსოვილების ნაწილია, რომელმაც ეპითელური უჯრედები ჩაანაცვლა.
ეს ნაწილი დანარჩენი კანისგან თავისი თვისებით განსხვავდება: ის არ იწვება, არ იჭიმება, მას რეცეპტორები არ აქვს და მგრძნობელობა არ ახასიათებს.
გაჭიმული კანი ყოველთვის სტრიების გაჩენას არ იწვევს. ეს ორსულობის დროს ყველა ქალს არ ექმნება. ზოგჯერ მშობიარობის შემდეგ სხეულზე ერთი სტრიაც არ რჩება, ხოლო ძუძუთი წოვის დროს მკერდზე ჩნდება.
კანის გაჭიმვის შემთხვევების 10% ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში გვხვდება, ის სპორტსმენებს აქტიური ვარჯიშის დროს უჩნდებათ, შეიძლება ენდოკრინული დაავადებების მქონე პაციენტებს გაუჩნდეთ.
E ვიტამინი (ტოკოფეროლი) სახის და სხეულის კანის ჯანმრთელობის და სილამაზის შესანარჩუნებლად აუცილებელი კომპონენტია. მას ახალგაზრდობის და სილამაზის ვიტამინს უწოდებენ.
ასეთი განსაზღვრება მისი თვისებების გამო მიაწერეს, რადგან ორგანიზმში მოხვედრისას უჯრედების განახლების და აღდგენის პროცესს სტიმულირებს, კანის დაბერებას აფერხებს და კანის სილამაზის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
ქალების ერთ-ერთ ფორუმზე სახლში მომზადებულ კრემს ძალიან აქებდნენ. შინაურული კრემი სამი იაფი ინგრედიენტებისგან შედგებოდა. მათ შეძენას აფთიაქში შეძლებთ.
კრემს კანისთვის შესანიშნავი მკვებავი თვისებები და გამაახალგაზრდავებელი მოქმედება გააჩნია. ქალები კრემის გამოყენებას არა მხოლოდ სახეზე, არამედ მთელ სხეულსა და ხელებზე გვირჩევენ.
როგორ მოვამზადოთ გაჭიმული კანის საწინააღმდეგო კრემი საკუთარი ხელით?
თქვენ დაგჭირდებათ:
- 40 გრ გულყვითელას მალამო
- 5 მლ E ვიტამინი
- 5 მლ A ვიტამინი
რა უნდა გააკეთოთ:
- სუფთა ქილაში გულყვითელას მალამო ჩაასხი და შპრიცის დახმარებით 5-5 მლ E და A ვიტამინები დაუმატეთ. სუფთა კოვზით კარგად აურიეთ.
- მზა კრემი თავდახურულ ჭურჭელში გრილ ადგილას, მაგალითად, მაცივრის კარზე შეინახეთ. როგორც ნებისმიერი, ხელით მომზადებული კრემი სჯობს დიდხანს არ შეინახოთ.
უკუჩვენება
დადებითი მხარის მიუხედავად ამ კრემს რიგი უკუჩვენება აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ესაა ინგრედიენტებზე ალერგია. მზა კრემი გამოყენების წინ მაჯაზე გამოცადეთ.
კრემი მაჯაზე წაისვით და რამდენიმე წუთით გაიჩერეთ. თუ ამ ადგილას ქავილი და სიწითლე არ გაწუხებთ, შეგიძლიათ კრემი სახეზე, დეკოლტეს ზონასა და მთელ სხეულზე გამოიყენოთ.