Connect with us

საკითხავი

შეფმზარეულის ხრიკები: ნივრის გაწმენდა დანის გარეშე

ბევრი დიასახლისი ფიქრობს, რომ ნიორი დანით მარტივად სუფთავდება, მაგრამ შეფმზარეულები სხვა ხრიკებს იყენებენ. ასე ხელები არ ესვრებათ და ნიორიც გასუფთავებულია. დანას საერთოდ არ იყენებენ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა ხრიკებს მიმართავენ მზარეულები ნივრის საწმენდად.

ნივრის გაწმენდის 4 მეთოდი

უმი, დამარინადებული, შემწვარი ან მოხარშული ნიორი ბევრ სხვადასხვა კერძში გამოიყენება. მისი დახმარებით ნებისმიერი კერძი პიკანტური და არომატული ხდება. ყოველთვის თავისი თვისებების მაქსიმუმს იძლევა. ქვემოთ მოცემული მეთოდების გამოყენებით ნივრის წმენდა პრობლემა აღარ იქნება, თან უსიამოვნო სუნის მოშორებაზეც აღარ იწვალებთ.

მეთოდი 1. თასების გამოყენებით

მეთოდი გამოგადგებათ, თუ მსხვილი, მწიფე და მშრალი ნიორი გაქვთ. პატარა და სველ ნიორზე ნაკლებად ეფექტურია. ასე ფურცლები ბოლომდე არ მოშორდება. სხვა შემთხვევაში, თქვენი დამხმარე გახდება.

დაგჭირდებათ ორი ლითონის თასი ან ლითონის ქვაბები ან ლითონის ქვაბი თავსახურით. კბილები დააცალკევეთ, თასში ჩაყარეთ, მეორე დააფარეთ და კარგად შეანჟღრიეთ. დაახლოებით 10-15 წამით. თუ ნივრები ბოლომდე გასუფთავებული არაა, კიდევ რამდენიმე წამით შეანჟღრიეთ.

მეთოდი 2. სილიკონის ხელთათმანებით

Advertisement

ამ მეთოდის გამოყენებისას ხელებზე უსიამოვნო სუნის პრობლემას დაივიწყებთ. დაგჭირდებათ სილიკონის ხელთათმანი, რომელსაც ბევრ სამზარეულოში იპოვით.

ნივრის კბილები დაფაზე დააწყვეთ, სილიკონის ხელთათმანი გაიკეთეთ და ნივრის კბილები კარგად აგორავეთ, ძლიერად დააწექით. ასე ფურცლები მოშორდება. ხელებიც სუფთაა. ბოლოს სილიკონის ხელთათმანი აუცილებლად გარეცხეთ.

მეთოდი 3. წყლის გამოყენებით

ამ შემთხვევაში თქვენი თითების გამოყენება მოგიწევთ, მაგრამ კვლავ სილიკონის ხელთათმანი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ უსიამოვნო სუნის მოშორებაზე არ იდარდოთ.

ნიორს „კუდი“ მოაჭერით, რომ კბილები გაიხსნას. შემდეგ კბილები თასში ჩაყარეთ, ცხელი წყალი დაასხით და 15-20 წუთით გააჩერეთ. ფურცლები დასველდება და თითების გადასმით მარტივად მოშორდება. როგორც ხედავთ, დანა საჭირო არაა.

მეთოდი 4. მიკროტალღურ ღუმელში

ნივრის წმენდის მეთოდი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ნაკლებად ცხარე და არომატული ნივრის კბილები გჭირდებათ. მიკროტალღურ ღუმელში ნიორს არა მხოლოდ ფურცლებისგან გაწმენდთ, არამედ თერმულად დაამუშავებთ. ბოლომდე არ იხარშება, მაგრამ მისი სიცხარე და გემო მცირდება.

Advertisement

ნივრის მთელი თავი მიკროტალღურში მოათავსეთ. პროცესის დასაჩქარებლად ნივრის თავი კბილებად დაყავით. მინის თასში ჩაყარეთ და 10-15 წამით ღუმელში მაქსიმალურ სიმძლავრეზე ჩართეთ. ფურცლებს თითებით ადვილად მოაშორებთ.

Advertisement