Connect with us

ჯანმრთელობა

შუაღამისას გამოღვიძების 8 მოულოდნელი მიზეზი

ბოლო დროს ხშირად გეღვიძებათ? შეიძლება ეს უბრალო დისკომფორტის გამო ხდება, რომელიც ცხოვრების წესის ცვლილებით შეიძლება გამოასწოროთ. მაგრამ, თუ ღამით ხშირად გეღვიძებათ, ეს შეიძლება ჯანმრთელობასთან სერიოზული პრობლემების ქონის გამო ხდებოდეს.

თუ ღამის 2-3 საათზე გეღვიძებათ ხოლმე, ასაღელვებელი არაფერია. მაგრამ, თუ ეს ხშირად ხდება, მაშინ ამის მიზეზი უნდა ეძებოთ.

8 მიზეზი რომლის გამოც ღამე გეღვიძებათ:

1. შეგრძნება თითქოს ძალიან ცივა ან ძალიან ცხელა

ცუდი ძილი შეიძლება ისეთი ბანალური მიზეზით აიხსნას, როგორიც ოტახის ტემპერატურაა. ტქვენი სხეული ოდნავ უნდა შეგრილდეს, იმისთვის, რომ უკეთ ჩაგეძინოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა გციოდეთ! თუ ოფლიანი იღვიძებთ და საბნის გადახდა გსურთ ე.ი. ოთახში ძალიან ცხელა.

როგორ გამოვასწოროღ პრობლემა: National Sleep Foundation – ის თანახმად, კარგი ძილისთვის, ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში იდეალურ ტემპერატურას 16 – 20 გრადუსიანი მონაკვეთი წარმოადგენს, ბავშვებისთვის კი 18 – 22 გრადუსიანი მონაკვეთი.

2. ნოკტურია

ხშირი შარდვის მოთხოვნა ღამე გაღვიძების მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. ადამიანთა უმეტესობის შემთხვევაში, ძილის დროს ეს პროცესები ნელდება და ადამიასნ 6-8 საათი უწყვეტი ძილის საშუალება ეძლევა, თუმცა თუ ნოქტურია გჭირთ, დიდხანს ძილს ვერ შეძლებთ (გახშირებული შარდვა).

ნოქტურიის სიმპტომები: შარდვის მძაფრი სურვილი, როდესაც იღვიძებთ და მოთბენა არ შეგიძლიათ. ეს ღამეში რამდენჯერმე და რეგულარულად ხდება.

როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა: ღამით ბევრ სითხეს ნუ მიიღებთ, განსაკუთრებით ცაის ან ყავას. თუ ეს არ გშველით, აჯობებს ექიმს ესტუმროთ და მიზეზები გაარკვიოთ. ნოქტურიას ზოგჯერ საშარდე გზების ინფექცები, ორსულობა, თირკმლის პრობლემები, პროსტატის გადაიდება და დიაბეტიც იწვევს. მკურნალობაც გამომწვევი მიზეზის იხედვით უნდა შეარჩიოთ.

3. დაბერება

ასაკის მატებასთან ერთად დაძინებაც ჭირს. ამავე მიზეზით შეიძლებაღამეში რამდენჯერმე გაგეღვიძოთ. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები ღრმა ძილში ნაკლებ დროს ატარებენ და მათი აგღვიძება უფრო იოლი ხდება.

როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა: თუ თქვენი პრობლემები დეპრესიას ან შფოთვას უკავშირდება დასაძინებელი წამლები დაგეხმარებათ. თუმცა მისი მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება.

ღამის ძილის გასაუმჯობესებლად, დღის ძილს მოერიდეთ.

4. ალკოჰოლი

ალკოჰოლის მირების შემდეგ ღრმა ძილში იოლად გადადიხართ, მაგრამ ის დიდხანს არ გრძელდება. ძლიერი სასმელების ზემოქმედების დროს ძილის მშფოთვარეა.

როგორ გამოვასწოროთ პრობლემა: მოერიდეთ ძილის წინ დალევას ან ერთ ჭიქაზე მეტს ნუ დალევთ.

5. ძილის აპნოე

ძილის აპნოეს დროს, ორგანიზმს ჟანგბადი საკმარისად არ მიწოდება, ამ დროს მისი თვითგადარჩენის რეფლექსი იღვიძებს და ორგანიზმს გამოღვიძებას აიძულებს.

ძილის აპნოეს სიმპტომები: გამოღვიძებისას – თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, პირის სიმშრალე ან ტკივილი მკერდის არეში. ხშირი ხასიათცვალებადობა და ზედმეტი ძილიანობაც აპნოეს სიმპტომებია.

როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა: დიაგნოზის დასმის შემდეგ მკურნალობის დაწყებაა საჭირო. შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი ან დიეტის დაცვაც დაგჭირდეთ. ასევე, უარი უნდა თქვათ მოწევასა და ალკოჰოლზე.

6. შფოთვა ან დეპრესია

შფოთვა და დეპრესა პანიკურ შეტევებსა და კოშმარებს იწვევს. ისინი არასტაბილური ძილის ძირითად მიზეზს წარმოადგენენ. ამ დარღვევამ შეიძლება ირაციონალური შიშები და მოუსვენრობა გამოიწვიოს, ეს შეგრძნებები კი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს შეგიშლით.

როგორ გამოვასწოროთ პრობლემა: თუ შფოთვა და დეპრესია გაწუხებთ, პროფესიონალური დახმარება გესაჭიროებათ. სპეციალისტი კოგნიტურ – ქცევით თერაპიას ან სხვა სახის მკურნალობას დაგინიშნავთ. რელაქსაციის მეთოდები: იოგა და მედიტაციაც ან ვარჯიში მოდუნებაში დაგეხმარებათ და ძილის ხარისხსაც გაგიუმჯობესებთ.

7. დაღლილი ფეხების სინდრომი

თუ ფეხების მუდმივად გამოძრავების სურვილი გაქვთ, შეიძლება დაღლილი ფეხების სინდრომი გაწუხებდეთ. ეს ნევროლოგიური პრობლემაა, ზოგიერთი ადამიანი ამ დაავადებას საერთოდ ვერ ამჩნევს. სიმპტომები ღამით უფრო რთულდება.

როგორ მოვიშოროთ პრობლემა: თუ მოცემული სინდრომი გაწუხებთ, უარი თქვით მოწევაზე და ალკოჰოლის გამოყენებაზე. ფეხების მასაჟი, მსუბუქი სავარჯიშოები, თბილი აბაზანები, ყინულის პაკეტები ან სათბურა სიმპტომებს ოდნავ შეგიმცირებთ. ზოგიერთი ექიმი პაციენტს რკინის დანაატებსაც უნიშავს, ამიტომ აჯობებს თუ ექიმს მიმართავთ.

8. გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს, მას “მჟავურ რეფლუქსსაც” უწოდებენ. კუჭის მჯავა საყლაპავს არასწორად მიეწოდება. პრაქტიკულად ადამიანების 80%-ს ღამის სიმპტომები აქვთ და მათ უმეტესობას წყვეტილი ძილი აქვს.

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომები: პირის ღრუს უსიამოვნო სუნი, გულის რევა, ტკივილი ყლაპვის დროს, ღამის მჟავიანობა, ქრონიკული ხველა, ხვრინვა.

როგორ მოვიცილოთ პრობლემა: ძილის წინ ნუ მიიღებთ საკვებსა და ალკოჰოლს. კოფეინიდ ა ნიკოტინი აჯობებს დაძინებამდე 8 საათით ადრე შეზღუდოთ.

თუ აქ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, თქვენი ძილის ხარსხი საგრძნობლად გაუმჯობესდება, ხოლო თუ ჩამოთვლილი პრობლემებიდან ერთზე მეტი გაწუხებთ – აჯობებს ექიმს მიმართოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement
ტესტები7 hours ago

აირჩიეთ გასაღები, რომლითაც ძველ სკივრს გააღებთ. ასე უფრო მეტს გაიგებთ, ვიდრე ფიქრობთ

ტესტები7 hours ago

აირჩიეთ ბუმბული და გაიგეთ, რას ამბობს თქვენს შესახებ

ჯანმრთელობა7 hours ago

სომნოლოგმა გამომიწერა: 3 გემრიელი სასმელი სწრაფად დასაძინებლად

ჯანმრთელობა7 hours ago

რატომ არ შეიძლება ყველასთვის გოგრის თესლის ჭამა

ყვავილები7 hours ago

მეზობელი კიტრს ბოთლებში ზრდის. მისი მეთოდი გამოვიყენე და ახლა უხვ მოსავალზე ვოცნებობ

ჰოროსკოპი1 day ago

კურო – თხილამურებზე, ქალწული – იოგაზე! როგორ სჯობს დაისვენოთ ამ შაბათ–კვირას

თავის მოვლა1 day ago

როგორ გადავარჩინოთ ყინვების შემდეგ დასუსტებული თმა

ჰოროსკოპი1 day ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის შესანიშნავი ამბები და განსაცვიფრებელი ცვლილებები მარტში

ყვავილები1 day ago

გადარგვის დროს დაშვებული შეცდომები, რომლის შემდეგ მცენარეს ვეღარ გადაარჩენთ

საკითხავი1 day ago

როგორ შევინახოთ მაღალყელიანი ჩექმები ისე, რომ არ დეფორმირდეს

ტესტები2 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

მოდა და სტილი3 weeks ago

10 საუკეთესო სუნამო 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

ტარო ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რა გელით სამსახურში 2021 წლის თებერვალში

ჰოროსკოპი3 weeks ago

ბედის ნებიერა: რომელ ზოდიაქოს ნიშანს უმართლებს ყველაზე მეტად

ჰოროსკოპი3 weeks ago

2021 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ჩინელი ექსპერტის, კევინ ფუნგის პროგნოზით

ტესტები3 weeks ago

რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? გაიგეთ საინტერესო რამ თქვენს პიროვნებაზე

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

თავის მოვლა4 weeks ago

10 შეცდომა ინტიმურ ჰიგიენაში, რომლებსაც თითქმის ყველა უშვებს

ჰოროსკოპი4 weeks ago

ბევრი ფული, კარგი და განსხვავებული! 2021 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ვერა ხუბელაშვილისგან

ტესტები4 weeks ago

მუშტი შეკარით და გაიგეთ თქვენი პიროვნების ტიპი