Connect with us

საკითხავი

შარფები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში არ უნდა გაიკეთოთ

მორწმუნეები ეკლესიაში მოკრძალებული სამოსით დადიან, ხოლო გოგოები და ქალები თავსაბურავს აუცილებლად იხურავენ.  წესების მიხედვით, შარფი მხოლოდ ზრდასრულმა ქალმა უნდა გაიკეთოს, მაგრამ ჩვენთან პატარა გოგოებზე შარფის გაკეთება მიღებულია. ახალგაზრდა მოდის მიმდევრებს და გოგოებს არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ ეკლესიაში შესვლამდე თავსაბურავი დაიხურონ.

როგორ გავაკეთოთ ეს სწორად? Аlltime.ge–ს რედაქცია ამის გარკვევაში დაგეხმარებათ.

როგორ შევიკრათ შარფი 

ბევრი ქალი ფიქრობს, რომ თავზე რაიმეს გადაფარება საკმარისია. არა, სრულფასოვანი თავსაბურავი უნდა დაიხუროთ, რომ თავი მთლიანად დაიფაროს. სასურველია, შარფის ფერი შეარჩიოთ რელიგიური დღესასწაულის მიხედვით, რომელსაც კონკრეტული მსახურება ეძღვნება.

რომელი ფერის შარფი ავირჩიოთ?

1. მარხვის პერიოდში ქალები ეკლესიაში შესვლისას შავ შარფს იხურავენ. ეს მწუხარების და დიდი სინანულის სიმბოლოა. თუ ასეთი არ გაქვთ, სხვა მუქი ფერის მოკრძალებული შარფი შეარჩიეთ, რადგან კაშკაშა თავსაბურავი სასულიერო პირების შავი ანაფორის და მრევლის მუქი ტანსაცმლის ფონზე უადგილოა.

2. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე მრევლი ცისფერ შარფს ატარებს, ისევ სასულიერო პირების სამოსის შესაფერისად.

3. სამების დღესასწაულზე თავზე მწვანე შარფი უნდა გაიკეთოთ. სასულიერო პირები დღესასწაულზე მწვანე ანაფორას იცვამენ, ხოლო ეკლესიები და სახლები ცაცხვის ტოტებით და კოთხუჯის ფოთლებით ირთვება, რადგან მწვანე ფერი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა.

4. აღდგომა სასიხარულო დღესასწაულია. სასულიერო პირები კვირას თეთრი ანაფორებით იმოსებიან და შარფიც თეთრი (ღია) უნდა შეარჩიოთ. მომდევნო დღეებში ამაღლებამდე წითელი და ჭარხლისფერი შარფიც გამოგადგებათ.

5. ჩვეულებრივ დღეებში სასულიერო პირები ყვითელ სამოსს იცვამენ, ამიტომ ეკლესიაში შესვლისას ყვითელი შარფი შეგიძლიათ დაიხუროთ.

შარფი მთელ თავს უნდა ფარავდეს და მისი ბოლოები ნიკაპის ქვეშ უნდა შეკრათ ან მკერდთან გაკვანძოთ (ქინძისთავით). ამ მხრივ მკაცრი წესები არსებობს და ცოტა ფანტაზია შეგიძლიათ გამოივლინოთ.

როგორ შევიკრათ შარფი ლამაზად

1. შარფი თავზე დაიხურეთ. ორი ბოლო უკან კეფასთან შეკარით, ზემოთ აწიეთ და მათრახივით დაახვიეთ. შემდეგ თავზე გვირგვინით გადაიდეთ და უკან გაკვანძეთ.

2. შარფი უკან შეკარით, ბოლოები შუბლს ზემოთ გადაჭიმეთ და უკან კეფაზე დააბრუნეთ, იქ კვანძში ჩაამაგრეთ. თუ ბოლოები მოკლეა, კვანძი თავზე გაიკეთეთ და ორი ლამაზი კუდი თავისუფალი დატოვეთ.

3. შარფი თავზე დაიხურეთ, ბოლოები უკან შეკარით. დიდი ბოლო შიგნით ჩაახვიეთ, ზემოდან ორი პატარა ბოლოთი ლამაზი ბაფთა შეკარით.

4. შარფი თავზე დაიხურეთ, ცოტა სახე დაიფარეთ და ბოლოები უკან შეკარით. შემდეგ ქსოვილი სახიდან ოდნავ აწიეთ და შუბლზე ლამაზ ნაკეცად შეაგროვეთ.

5. დიდი შარფი დაიხურეთ, ბოლოები წინ შეკარით. ერთი ბოლო თავისუფალი დატოვეთ, მეორე ყელზე შემოიხვიეთ და დარჩენილი ბოლო მასში დამალეთ.

რისი დახურვა არ არის რეკომენდებული ეკლესიაში?

თავზე არ დაიხუროთ შარფი გაუგებარი წარწერებით, მისტიური სიმბოლოებით და მოდური პრინტებით. ძალიან ჭრელ შარფებს მსხვილი კაშკაშა ყვავილებით ან ძალიან პატარა ნახატებით მოერიდეთ. აბრეშუმის ტვილი, სხვადასხვა სახვევი ეკლესიისთვის შეუფერებელია (ბენდენა ეკლესიისთვის არაა). ეკლესიაში შლიაპას და ქუდს არ იხურავენ, როგორი მოდურიც არ უნდა იყოს.

მარტივი წესები დაიცავით და გარდერობში მინიმუმ ორი შარფი მაინც გქონდეთ: თეთრი (ღია) და შავი (მუქი). ხოლო როგორ შეიკრავთ, თქვენი საქმეა, რადგან მთავარია, თავზე დაიფაროთ.

Advertisement