Connect with us

ჯანმრთელობა

შავი წიწაკის გასაოცარი სამკურნალო თვისებები

საპილპილე თითქმის ყველა მაგიდაზე დგას. მუქი ნაცრისფერი ფხვნილი საკვებს ოდნავ სიცხარეს მატებს და მის გემოსაც აუმჯობესებს, თუმცა მისი გამოყენებისას ალბათ არასდროს დაფიქრებულხართ კიდევ რამდენ სასარგებლო თვისებას მოიცავს შავი პილპილი.

ამ სანელებლის სამშობლო ინდოეთია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა მას დიდი ხანია იცნობს – მისი ქიმიური თვისებები ბოლომდე შესწავლილი მაინც არ არის. მასში აღმოჩენილია: მწარე გლიკოზიდი, ეთერზეთები და ცხიმოვანი ზეთები, სახამებელი, Е და С ვიტამინები. ძველი აღმოსავლელი ექიმების მიხედვით, შავი პილპილი აძლიერებს კუჭის მიერ საჭმლის მონელების შესაძლებლობებს და ენერგიას მატებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს კუნთებს.

მისი მიღება ხსნის ნახველს, ათბობს საკვების მომნელებელ ორგანოებს, აუმჯობესებს მადას, ათხელებს სისხლს მელანქოლიკებსა და ფლეგმატიკებში.

ანგინის, ნახველიანი ხველის, ბქონქიტის დროს – შავ პილპილს ურევენ თაფლში: 1 სუფრის კოვზი ფხვნილი – 1 ჭიქა სუფთა თაფლთან. იღებენ 1 ჩაის კოვზს 3-4-ჯერ დღეში. პილპილს თაფლთან ერთად შარდმდენი ეფექტიც აქვს შეშუპების დროს.

ორგანიზმის ტონუსის გასაზრდელად და მამაკაცური პოტენციის მოსამატებლად შავ პილპილს შაქართან ურევენ თანაბარი პროპორციით, ნახევარ კოვზ ნარევს, რძეში ხსნიან და სვამენ. ამ ნარევის 1 კვირიანი მიღება მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ორგანიზმს.

შავი პილპილის ფხვნილის თანაბარი პროპორციით ინასთან შერევა – შეუცვლელი გარეგანი მოხმარების საშუალებაა კანის დაავადებების და ლიქენას (სირსველა) დროს.

რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, სახსრების ტკივილის, მტვრევის, სახის ნერვის ნევრიტის და მოძრაობის შეზღუდვებისას – მოდუნებულ კუნთებს უსვამენ ზეთს რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ჭიქა ზეითუნის ზეთში უმატებენ 1 სუფრის კოვზ შავი პილპილის ფხვნილს. ნელ ცეცხლზე ზეთი ადუღებამდე მიყავთ, ადუღებენ 5-10 წუთის განმავლობაში, აცივებენ, წურავენ და იყენებენ კუნთების დასაზელად.

შავი პილპილის შინაგანად გამოყენებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ უკუჩვენებები, რომლებიც მას შარდის ბუშტის ან თირკმელების ანთების დროს აქვს. არ შეიძლება შავი პილპილის ანემიის, ალერგიული, წყლულოვანი და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს გამოყენება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement
სახლი და დიზაინი2 days ago

რატომ უნდა ჩადოთ მარილით სავსე ტომარა სარეცხი მანქანის დორულაში

ჯანმრთელობა2 days ago

7 ვარჯიში, რომელიც კისრის და მხრების ტკივილის დროს დაგეხმარებათ

ჰოროსკოპი2 days ago

აგვისტოს ფენ-შუი პროგნოზი. მიწის სტიქია დაგვეხმარება

საკითხავი2 days ago

როგორ გამოვიყენოთ მზესუმზირას ზეთი ყოველდღიურ ცხოვრებაში

თავის მოვლა2 days ago

ლიმონის პატჩების დამზადება სახლის პირობებში

საკითხავი3 days ago

ავეჯი, მინა და ჭურჭელი: 10 მეთოდი ქოქოსის ზეთის გამოსაყენებლად

ჰოროსკოპი3 days ago

მთვარის ფაზები 2020 წლის აგვისტოში: სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა, კლებადი და ზრდადი მთვარე

ჯანმრთელობა3 days ago

შაქრის მომატებული დონე: 9 აკრძალული პროდუქტი

ყვავილები3 days ago

გამოუცდელი მებაღეების უხეში შეცდომა ვარდის გადაჭრის დროს

საკითხავი4 days ago

ლოცვა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისადმი, რომელიც ბედს 40 დღეში ცვლის

საკითხავი4 weeks ago

რატომ უნდა დაყაროთ მარილი კართან და ზღურბლზე

ჰოროსკოპი1 week ago

სუფთა აურა: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიკეთეს ასხივებენ

ჯანმრთელობა4 weeks ago

10 სახიფათო ჩვევა, რომელიც თქვენს ტვინს ნელ–ნელა კლავს. სასწრაფოდ მოიშორეთ

სხვა4 weeks ago

როგორ შევარჩიოთ ტკბილი საზამთრო მისი გაჭრის გარეშე

ჰოროსკოპი5 days ago

აგვისტოში ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს ბედი გაუღიმებს – უიღბლო პერიოდი მთავრდება!

ჰოროსკოპი6 days ago

რომელი ყვავილი სჭირდება ბედნიერებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

ჰოროსკოპი3 weeks ago

5 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი 2020 წლის აგვისტოში. ვის გაანებივრებს ბედი

ჰოროსკოპი4 weeks ago

ტამარა გლობა ასახელებს წარმატებულ პერიოდს 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის: 9-19 ივლისი

სხვა2 weeks ago

რატომ არ უნდა გადააგდოთ სინის ძველი ღრუბელი

ჰოროსკოპი4 weeks ago

ასტრო პროგნოზი პაველ გლობასგან, რა გველის 2020 წლის 6-12 ივლისის მონაკვეთში

ტრენდული