ჯანმრთელობა
ყოველ დილას ჩაიტარეთ ეს მარტივი პროცედურა, რათა სიბერეშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ. 52 წლის ეკატერინა ანდრეევნა გვთავაზობს
უკვე ყველამ შეამჩნია, რომ რუსული ტელევიზიის ერთ-ერთი პროგრამის უცვლელი ტელეწამყვანი ეკატერინა ანდრეევნა წლების მატებასთან ერთად არ ბერდება. რა თქმა უნდა, ეკატერინა 20 წლის გოგოსავით არ გამოიყურება, მაგრამ მაინც კარგი შესახედაობა აქვს. ამას არა კარგი გენების ან ბუნების ნებით, არამედ საკუთარ თავზე შრომით მიაღწია. რთული დასაჯერებელია, რომ ძალიან მალე მას 53 წელი შეუსრულდება: დაჭიმული სხეული, მკაფიო სახის ნაკვთები, ლამაზი თმა და თვალებში ბზინვარება.
ეკატერინა სილამაზის საიდუმლოს სოციალურ ქსელში სიამოვნებით გვიზიარებს. ცოტა ხნის წინ მან შესანიშნავი ვარჯიში გვაჩვენა, რომელიც სახის მკაფიო კონტურის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და მთელ ორგანიზმს გააჯანსაღებს.
ტელეწამყვანი ეკატერინა ანდრეევნა
თუ ეკატერინას პუბლიკაციებს თვალს მიადევნებთ, მიხვდებით, რომ მის ახალგაზრდობასა და ჯანსაღ იერში არაფერი მისტიური არაა. ამ ყველაფერს საკუთარ თავზე შრომით მიიღწევა. ტელევარსკვლავი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და სწორად იკვებება. ის სპორტულ დარბაზს რეგულარულად სტუმრობს და ჩინური პრაქტიკით ციგუნით და ტაიცზით არის გატაცებული. ასევე აღმოსავლური მედიცინა და სწავლება მოსწონს.
სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გააზიარა ვარჯიში, რომელიც ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ის სპეციალური მოწყობილობის, ჩინური საგორავით კეთდება, მაგრამ წამყვანის თქმით ნებისმიერი ხის საგორავი გამოდგება. ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
„ყოველ დილით ნიკაპის ხაზზე ეს საგორავი გადაიტარეთ და ცომის მაგივრად ლოყები დაზილეთ, რითაც ელასტიურ ოვალს, ჯანსაღ ფერსა და თავდაჯერებულობას მიიღებთ“ – წერს ეკატერინა. აღსანიშნავია, რომ მთელი პროცედურა ერთ ფეხზე მდგომმა უნდა შეასრულოთ. „დიახ, თავიდან რყევას დაიწყებთ, რადგან მიჩვეული არ ხართ. ეს საშიში არაა, მიეჩვევით და ერთ ფეხზე ისე დადგებით, როგორც კლდე. ვარჯიში ძალიან ეფექტურია – გამოცდილია!“
ბალანსის შენარჩუნების უნარი მოდუნებასა და მთავარზე კონცენტრირებაში ეხმარება. წონასწორობის შენარჩუნება თავის ტვინის ნახევარსფეროს მუშაობასთან არის დაკავშირებული, ეს კი თავის მხრივ ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. თუ გსურთ, დიდხანს დარჩეთ ახალგაზრდა, ყოველდღე ერთ ფეხზე და სხვადასხვა მხარეს გაშლილი ხელებით დადექით. ეკატერინა ანდრეევნა გამაახალგაზრდავებელი ეფექტის გარანტიას იძლევა.
რა თქმა უნდა, წამყვანი სახის კანის მოვლას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. კოსმეტოლოგს რეგულარულად სტუმრობს და ახალ პროცედურებს იყენებს. მაგალითად, აკუპუნქტურა ან ყინულის მასაჟი მარგალიტის კრემის გამოყენებით. აი, სილამაზის ინექციების მიმართ ის ნეგატიურად არის განწყობილი.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.