Connect with us

კულინარია

ყველი ფეტა ჩვეულებრივი, მაღაზიის კეფირისგან: სალათში განსხვავებას ვერ იპოვით

ჩვეულებრივი კეფირისგან შეგვიძლია მოვამზადოთ ყველი, რომელიც გემოთი ძალიან ჰგავს ყველ ფეტას. ფეტა – ტრადიციული ბერძნული თეთრი ყველია ცხვრისა და თხის რძეებისგან.

თუმცა, რადგან ჩვენ საბერძნეთში არ ვართ, გვიწევს ექსპერიმენტირება ჩვენთვის ჩვეული, ძროხის რძით. მისგანაც კი შეიძლება ძალიან გემრიელი პროდუქტის მიღება, თუ გეცოდინებათ, როგორ უნდა მოამზადოთ.

ყველი კეფირისგან

ინგრედიენტები

  • 2 ლ 2.5%-იანი ცხიმიანობის კეფირი
  • 3 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. შეიძინეთ მაღაზიაში ნებისმიერი წარმოების კეფირი შესაბამისი ცხიმიანობით. მოათავსეთ იგი ქვაბში.

2. დაუმატეთ 2 ჩ.კ. მარილი. მოურიეთ. აადუღეთ ნელ ცეცხლზე.

3. როცა კეფირი დუღილს დაიწყებს, მის ზედაპირზე გაჩნდება ბუშტუკები, ხაჭოსებრი მასა ზემოთ ამოვა, ქვემოთ კი შრატი დარჩება. როგორც კი ამ ნიშნებს დაინახავთ, გამორთეთ ცეცხლი.

4. მოამზადეთ ჭურჭელი: აიღეთ ღრმა თასი, მოათავსეთ მასზე საწრეტი, ხოლო ზემოდან დააფინეთ რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლა.

5. თეთრი მასა მოათავსეთ მარლაში ჩამჩის გამოყენებით. შემდეგ დაელოდეთ რამდენიმე წუთით, სანამ შრატი დაიწრიტება.

6. გაახვიეთ ყველი მარლაში, განასკვეთ ისე, რომ ყველი ერთ მასად მოექცეს. ხოლო როცა ბოლომდე გაგრილდება და შრატიც დაიწრიტება, მხოლოდ ამის შემდეგ შედგით ყველი მაცივარში.

7.  საათში შეგიძლიათ ყველი გამოიღოთ, დაჭრათ და დააგემოვნოთ. კეფირისგან მომზადებული ყველი მზადაა.

ის იმ ფორმას მიიღებს, რა ფორმაშიც მაცივარში მოათავსებთ. ამიტომ, წინასწარ შეგიძლიათ ისეთი ფორმის გაკეთება, როგორიც გსურთ. თუ მას სტუმრებს მიართმევთ ნაჭრებად, მიაჭირეთ ყველა მხრიდან და მოასწორეთ კუთხეებში, რათა მართკუთხედი მიიღოთ.

გემრიელად მიირთვით!