Connect with us

ჯანმრთელობა

ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი მხოლოდ 2 ინგრედიენტისგან

ეს ნარევი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკისთვის შესანიშნავი საშუალებაა.

მრავალი წლის განმავლობაში თვალი თავისი სამკურნალო თვისებებით ცნობილია. იგივე ეხება კურკუმას, ოღონდ ეს უკანასკნელი უფრო აზიის ქვეყნებშია პოპულარული. რა მოხდება, თუ ამ ჯადოსნურ პროდუქტებს გავაერთიანებთ?

გიზიარებთ „ოქროს ნარევის“ რეცეპტს, რომელიც ბევრ მედიკამენტს ჩაანაცვლებს, იმუნიტეტს გააძლიერებს და ამასთან თეთრები ღირს!

„ოქროს ნარევის“ მთავარი ინგრედიენტები კურკუმა და თაფლი ანთებითი და ინფექციური დაავადების დროს ძალიან ეფექტური პროდუქტები არიან. ნარევი იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 გრ თაფლი
  • 1 ს/კ კურკუმა
  • 1 მწიკვი შავი წიწაკა
  • 2 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა

კურკუმა, ვაშლის ძმარი და წიწაკა აურიეთ. ლიმონის ცედრა და თაფლი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. სხვათა შორის, შავ წიწაკას კურკუმის ასათვისებლად უმატებენ და ეს მეცნიერულად დამტკიცებულია.

ეს ნარევი თავდახურულ ქილაში და აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ!

როგორ მივიღოთ „ოქროს ნარევი“

გაციების, სეზონური ალერგიის და ანტიკანცეროგენული ეფექტის მისაღებად 1 ს/კ „ოქროს ნარევი“ ყოველ დილით მიიღეთ.

თუ გრძნობთ რომ ავად ხდებით, ასეთი ნარევი აუცილებლად გამოგადგებათ! დაავადების პირველ ორ დღეს ½ ჩ/კ ნარევი ყოველ საათში მიიღეთ. მე-3 და მე-4 დღეს ½ ჩ/კ ნარევი ყოველ ორ საათში დალიეთ. სანამ დაავადების ნიშნები არ გაქრება, ასეთი ნარევის დღეში 3-ჯერ მიღება გააგრძელეთ.

რაც მთავარია, ნარევი სწორად უნდა მიიღოთ. მზა ნარევი პირში ჩაიდეთ და მის ბოლომდე გადნობას დაელოდეთ. მიღების შემდეგ წყლის დალევა ან პირის ღრუს გამოვლება სასურველი არაა. ასეთი ნარევი შეგიძლიათ საუზმეზე მიიღოთ, პურს წაუსვათ ან ჩაის დაუმატოთ, მაგრამ ჩაი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.