თავის მოვლა
ყველაზე ეფექტური შინაურული საშუალება ნაოჭების საწინააღმდეგოდ
თანამედროვე კოსმეტიკა ზღვის მარილის გამოყენებას გვერდს არ უვლის.
თანამედროვე ცხოვრებაში ზღვის მარილი სახის და სხეულის კანის პრობლემებს აგვარებს, რადგან ნიღბების, კრემების, ტონიკების, ლოსიონების და სკრაბების შემადგენლობაში შედის. თანამედროვე კოსმეტოლოგიაზე საუბრისას მხოლოდ პროფესიონალურზე არ ვსაუბრობთ. კანის სილამაზისთვის ზღვის მარილის გამოყენებას სახლის პირობებშიც შეძლებთ.
ნახევრად გამჭვირვალე კრისტალები – ესაა ნატრიუმი, რკინა, კალიუმი, გოგირდი და ბრომი. სხვა სიტყვებით – უჯრედების გამოკვება, ჟანგბადით გამდიდრება, ახალი უჯრედების ზრდა, ინფექციებისგან დაცვა, მელანინის წარმოება და დაბერების შეფერხება. მხოლოდ ზღვის მარილით დახმარებით ასეთი შედეგის მიღწევა შესაძლებელია? დიახ, თუ სახეს მარილიანი წყლით დაიბანთ.
სახის ნიღაბი ზღვის მარილით
მოსადუნებლად: 1 ს/კ ცხიმიანი არაჟანი, 2-ჯერ ნაკლები კეფირი და 1 ჩ/კ თხევადი თაფლი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. 1 ჩ/კ დაქუცმაცებული ზღვის მარილი დაუმატეთ. 15 წუთით წაისვით, ჩამოიბანეთ და კრემი წაისვით.
კანის ჩამოწელვის პირველივე ნიშნებზე: 1 ჩ/კ დაქუცმაცებული ზღვის მარილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთს და 2 ჩ/კ თხევად თაფლს აურიეთ. 15 წუთით გაიჩერეთ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
მკვებავი: კვერცხის გული 1 ს/კ მანანის ბურღულთან ერთად ათქვიფეთ. 1 ჩ/კ ზღვის მარილი და თხევადი თაფლი დაუმატეთ.
გამწმენდი: ზღვის მარილი და სოდა თანაბარი პროპორციით კეფირს აურიეთ ისე, რომ სქელი ფაფა მიიღოთ. სუფთა სახეზე, შავი წერტილების ადგილას 10 წუთით წაისვით. ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
ნიღბები კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ გამოიყენეთ, რომ დაბერების მავნე ნიშნები და ჩამოწელილი კანი მოიშოროთ. შედეგის დასაჩქარებლად სახე მარილიანი წყლით დაიბანეთ.
როგორ დავიბანოთ სწორად მარილიანი წყლით
მარილიანი წყალი სარგებელს მოგიტანთ, თუ მას სწორად მოამზადებთ. ამისთვის 0,5 ჩ/კ (კომბინირებული და ნორმალური კანის ტიპისთვის) ან 1 ჩ/კ (ცხიმიანი კანისთვის) ზღვის მარილი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ახალ მომზადებული ხსნარით დღეში 2-ჯერ დაიბანეთ. სახე პირსახოცით გაიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
პროცედურა 3 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ, 30 დღიანი შესვენება გააკეთეთ. კანის გამაახალგაზრდავებელი მოკლე კურსი ნებისმიერ ასაკში ეფექტურია. კანის განახლება და დაჭიმვა გარანტირებული გექნებათ.
სამწუხაროდ, მსგავსი საშუალება მგრძნობიარე და მშრალი სახის კანისთვის, ასევე კანზე ჭრილობის ან გაღიზიანების დროს უკუჩვენებულია. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევას, ზღვის მარილი დაბერების ნიშნებთან საბრძოლველად შეუცვლელი დამხმარე გახდება. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.