Connect with us

ჰოროსკოპი

ყვავილების ჰოროსკოპი: თითოეული ნიშნისთვის არსებობს მცენარე, რომელიც სიყვარულს იზიდავს

ადამიანებმა უძველესი დროიდან ისწავლეს იმ ფაქტორების შემჩნევა და გაგება, რაც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ისინი ცაზე ვარსკვლავების განლაგებას აკვირდებოდნენ, მცენარეების თვისებებს სწავლობდნენ და დროთა განმავლობაში დაკვირვების შედეგად ჯაჭვების დაკავშირება შეძლეს. ასე გაჩნდა ყვავილების ჰოროსკოპი.

ყვავილები ნებისმიერ დროში ბედნიერების და სილამაზის სიმბოლოდ ითვლებოდა. დღესასწაულებზე, მათ შორის ქორწილზე, ერთმანეთისთვის ყვავილების თაიგულის ჩუქების ტრადიცია ტყუილად არ გაჩნდა.

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ, თუ რომელი ყვავილი მფარველობს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს და მათ ცხოვრებაში სიყვარულს იზიდავს. ასე შეძლებთ ადამიანს აჩუქოთ ისეთი თაიგული, რომელიც არა მხოლოდ განწყობას გააუმჯობესებს, არამედ მის ცხოვრებაში ნამდვილ ბედნიერებას მოიზიდავს!

ყვავილების ასტროლოგია

ვერძი

ვერძი ზედმეტად მგზნებარე ხასიათით გამოირჩევა, რაც საყვარელ ადამიანთან ძლიერი ურთიერთობის დამყარებაში ხშირად ხელს უშლის. მფარველი ყვავილი, რომელიც დაამშვიდებს და ბედნიერების მოპოვებაში დაეხმარება, არის ნემსიწვერა.

კურო

კუროსთვის ოთახის ორქიდეაზე უკეთეს ყვავილს ვერ იპოვით, რომელიც სიყვარულში უიღბლობისგან დაიცავს. სუკულენტი სახლს არა მხოლოდ ნეგატიური ენერგეტიკისგან წმენდს, არამედ პერსპექტიულ საქმროებს იზიდავს.

ტყუპები

რაც შეეხება ტყუპებს, ამ ნიშანს მინდვრის და ტყის ყვავილები მფარველობს. ყველაზე ძლიერ თილისმად ლავანდა ითვლება.

კირჩხიბი

რომანტიკულ და ერთგულ კირჩხიბს გულის საკითხებში არა უჩვეულო, არამედ წყლის ყვავილები მფარველობს. კერძოდ, წყლის შროშანი და ყვითელი დუმფარა.

ლომი

ლომს ბედნიერი სიყვარულის მოზიდვაში ცეცხლოვანი ყვავილი დაეხმარება. საიუველირო ფისში ჩასმული მზესუმზირას ხმელი ფურცლები იდეალური ამულეტი გახდება.

ქალწული

აი, უნდობი ქალწულისთვის საუკეთესო მფარველი არომატული ცაცხვის ყვავილებია.

სასწორი

მეოცნებე სასწორს წარუმატებელი კავშირებისგან ზიზილა დაიცავს.

მორიელი

პრეტენზიული და თავნება მორიელმა ჟასმინის ხმელი ყვავილის მედალიონი უნდა იქონიოს. ასეთი აქსესუარი დაგეხმარებათ უამრავი ცრურწმენის მოშორებასა და ბედნიერების დანახვაში მანამ, სანამ ჩაგივლით.

მშვილდოსანი

აზალია – იდეალური ოთახის მცენარე მარტოხელა მშვილდოსნისთვის. თუ ყვავილს საძინებელ ოთახში დადებთ, ზედმეტად ცნობისმოყვარე ხასიათს დაამშვიდებთ და ცხოვრების მეგზურის არჩევას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებით.

თხის რქა

თხის რქას სიყვარულში იმედგაცრუების თავიდან აცილებასა და საყვარელ ადამიანთან ჰარმონიის მოპოვებაში ანწლის ყვავილები დაეხმარება.

მერწყული

იაჟუჟურნა – ძლიერი თილისმა შეყვარებული მერწყულისთვის. ყვავილი სულიერ შფოთვას მოგაშორებთ და უკვე არსებულ პარტნიორთან ურთიერთობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

თევზები

რაც შეეხება თევზებს, ამ ნიშნის მფარველად იასამანი ითვლება. ვარსკვლავები ოჯახურ ბედნიერებას და კეთილდღეობას პირდებიან თევზებს, რომლებიც იასამნის ბუჩქს სახლში გაზრდიან.

როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეცდნენ ვარსკვლავები თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის მფარველი ყვავილის არჩევაში? თქვენი მოსაზრება კომენტარებში გაგვიზიარეთ.

Advertisement
ტესტები9 hours ago

აირჩიეთ გასაღები, რომლითაც ძველ სკივრს გააღებთ. ასე უფრო მეტს გაიგებთ, ვიდრე ფიქრობთ

ტესტები9 hours ago

აირჩიეთ ბუმბული და გაიგეთ, რას ამბობს თქვენს შესახებ

ჯანმრთელობა9 hours ago

სომნოლოგმა გამომიწერა: 3 გემრიელი სასმელი სწრაფად დასაძინებლად

ჯანმრთელობა9 hours ago

რატომ არ შეიძლება ყველასთვის გოგრის თესლის ჭამა

ყვავილები9 hours ago

მეზობელი კიტრს ბოთლებში ზრდის. მისი მეთოდი გამოვიყენე და ახლა უხვ მოსავალზე ვოცნებობ

ჰოროსკოპი1 day ago

კურო – თხილამურებზე, ქალწული – იოგაზე! როგორ სჯობს დაისვენოთ ამ შაბათ–კვირას

თავის მოვლა1 day ago

როგორ გადავარჩინოთ ყინვების შემდეგ დასუსტებული თმა

ჰოროსკოპი1 day ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის შესანიშნავი ამბები და განსაცვიფრებელი ცვლილებები მარტში

ყვავილები1 day ago

გადარგვის დროს დაშვებული შეცდომები, რომლის შემდეგ მცენარეს ვეღარ გადაარჩენთ

საკითხავი1 day ago

როგორ შევინახოთ მაღალყელიანი ჩექმები ისე, რომ არ დეფორმირდეს

ტესტები2 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

მოდა და სტილი3 weeks ago

10 საუკეთესო სუნამო 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

ტარო ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რა გელით სამსახურში 2021 წლის თებერვალში

ჰოროსკოპი3 weeks ago

ბედის ნებიერა: რომელ ზოდიაქოს ნიშანს უმართლებს ყველაზე მეტად

ჰოროსკოპი3 weeks ago

2021 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ჩინელი ექსპერტის, კევინ ფუნგის პროგნოზით

ტესტები3 weeks ago

რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? გაიგეთ საინტერესო რამ თქვენს პიროვნებაზე

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

თავის მოვლა4 weeks ago

10 შეცდომა ინტიმურ ჰიგიენაში, რომლებსაც თითქმის ყველა უშვებს

ჰოროსკოპი4 weeks ago

ბევრი ფული, კარგი და განსხვავებული! 2021 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ვერა ხუბელაშვილისგან

ტესტები4 weeks ago

მუშტი შეკარით და გაიგეთ თქვენი პიროვნების ტიპი