Connect with us

თავის მოვლა

ღირს რამდენიმე თეთრი, თუმცა კანს ნებისმიერ კოსმეტოლოგზე უკეთ გარდასახავს

მაშინ, როცა სპეციალურ მაღაზიებში ძვირადღირებული კოსმეტიკისთვის დავრბივართ, აფთიაქის თაროზე ვადა გასდის პროდუქტს, რომელიც რეალურად მოქმედებს. ასეთი პროდუქტია აევიტიც. აღნიშნულ საშუალებაში უჩვეულო არაფერია – უბრალოდ A და E ვიტამინების ნარევი ზეთში, რამდენადაც ეს ვიტამინები ცხიმხსნადია, სხვა გარემოში ისინი უსარგებლოა.

აევიტის სასარგებლო თვისებები

  1. აევიტი კანისთვის
    ამ პრეპარატს გამაახალგაზრდავებელი გავლენა აქვს ჩვენს კანზე. წვრილი ნაოჭების მოსაშორებლად მოამზადეთ ნიღაბი შემდეგნაირად: შეურიეთ 2 ჩ.კ. საფუარი, 100 გ თბილი რძე, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 კაფსულა აევიტის შიგთავსი.
    თუ მიღებული მასა მეტისმეტად თხევადია, დაუმატეთ შვრიის ფაფა ისე, რომ ბლანტი კონსისტენცია მიიღოთ. წაისვით ნიღაბი და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში სამჯერ და შედეგი პირველივე კვირას იქნება თვალსაჩინო.
    აკნესგან რომ გათავისუფლდეთ, წაუსვით აევიტის კაფსულის შიგთავსი ბამბის დისკს და დაიტანეთ სახეზე. ყოველდღიური გამოყენებიდან ერთ კვირაში არსებით შედეგებს იხილავთ.
  2. აევიტი ფრჩხილებისთვის
    უკვე მილიონობით ქალბატონმა გამოსცადა ამ პრეპარატის ეფექტურობა საკუთარ თავზე. ფრჩხილების გასამაგრებლად და ზრდის დასაჩქარებლად საკმარისია თითოეული ფრჩხილის დამუშავება აევიტის კაფსულის შიგთავსით. ეს საშუალება სწრაფი და ეფექტურია: მცირე დროში მსხვრევადი ფრჩხილების პრობლემას გადაჭრით.
  3. აევიტი თმისთვის
    თუ თმის ნებისმიერ ნიღაბში აევიტის 1 კაფსულის შიგთავსს ჩაამატებთ, სამუდამოდ დაივიწყებთ თმისცვენის პრობლემას და გაიჯანსაღებთ თავის კანს.
    თმის გასაჯანსაღებლად ეფექტურია შემდეგი საშუალება: 3 ს.კ. ზეითუნის, აბუსალათინის ან ოროვანდის ზეთს დაუმატეთ 2 კაფსულა აევიტი და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა დაიტანეთ თავის კანზე, გადაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე, შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და პირსახოცით. ჩამოიბანეთ 30 წუთში ჩვეულებისამებრ. გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.

სხვათაშორის, აევიტის შიგთავსი შეგიძლიათ თმისა და კანის მოვლის ნებისმიერ საშუალებას(კრემს, შამპუნს, ნიღაბს, ლოსიონს) დაუმატოთ. ეს ყველაზე მარტივი ვარიანტია.