Connect with us

საკითხავი

ქურა 24/7 სისუფთავისგან იელვარებს: შეურიეთ მხოლოდ 4 ინგრედიენტი

საჭმლის მომზადებასა და რეცხვაზე უფრო მეტი დრო მიაქვს სახლის დალაგებას, განსაკუთრებით კი ქურის გაწმენდას. პირადად მე, როცა ამ პროცედურის დრო მოდის, პრაქტიკულად აღარ მრჩება არც ძალა და არც სურვილი. საბედნიეროდ, მივაგენი ქურის საწმენდ საშუალებას.

იგი 4 ინგრედინტისგან შედგება და წარმოადგენს უნივერსალურ დამცავ მასას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს დროს, რომელიც ქურის გასაწმენდად გჭირდებათ.

როგორ გავწმინდოთ ქურა

დამცავი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.კ. ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი
  • 3 ს.კ. საკვები სოდა
  • 1 ს.კ. საკანცელარიო წებო
  • 200 მლ თბილი წყალი

ძაბრის გამოყენებით, მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი პლასტმასის ბოთლში, დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ, სანამ ყველაფერი არ შეირევა.

საშუალება წაუსვით ქურის ზედაპირს სილიკონის ფუნჯის გამოყენებით, მოერიდეთ უშუალოდ კონფორებს. ყოველი რეცხვის შემდეგ, ხელახლა წაუსვით მასა. დამცავი ფენა უპრობლემოდ, მინიმალური ძალისხმევოთ ამორეცხვას დაბინძურებას, რამდენადაც იგი არ ხვდება უშუალოდ ზედაპირზე.

წასმის შემდეგ, ზედაპირზე შეიძლება დარჩეს ფხვნილის კრისტალები – ეს ნორმალურია. ყოველი შემდეგი რეცხვისთვის აღარ დაგჭირდებათ საწმენდი საშუალებები – უბრალოდ ჩაალბეთ წყალში ღრუბელი და გაწმინდეთ ზედაპირი.

მასა შეინახეთ ბოთლით მაცივარში, ყოველი გამოყენების წინ კი კარგად შეანჯღრიეთ, რათა გაააქტიუროთ ინგრედიენტები.

Advertisement