Connect with us

ვიდეო

ქურასთან დიდ დროს ვერასდროს ვატარებ. „ზარმაცი ნაპოლეონი“, რომელიც 20 წუთში მზადდება, უგემრიელესი გამოდის

ბავშვობიდან ცნობილი ტორტი „ნაპოლეონი“ ბევრმა იცის და ძალიან უყვარს. მაღაზიაში შეძენილი დესერტი ყოველთვის ისეთი გემრიელი არაა, როგორც სახლში გამომცხვარი. თუ ნამდვილად გემრიელი დესერტის  მირთმევა გსურთ, ამასთან დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ „ზარმაცი ნაპოლეონი“ მოამზადოთ.

ამ დესერტის მოსამზადებლად ღუმელის გაცხელება არ დაგჭირდებათ. ტორტი ხრაშუნა გამოვა, ხოლო მისი ნაზი კრემი პირში დადნება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს „ნაპოლეონის“ ყველაზე გემრიელი ვარიანტია, რომელიც ოდესმე გამისინჯავს. თავად მოამზადეთ!

„ზარმაცი ნაპოლეონი“

ინგრედიენტები:

  • 800 გრ ფენებიანი ორცხობილა „ყურები“
  • 1 ლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 150 გრ კარაქი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 6 ს/კ ფქვილი
  • მწიკვი ვანილის შაქარი

მომზადება:

1. კვერცხი, შაქარი, ფქვილი და ვანილის შაქარი აურიეთ.

2. მასას კარგად აურიეთ, რძე ჩაამატეთ და გაზქურაზე დადგით.

3. კრემი მოხარშეთ, მუდმივად აურიეთ, სანამ ბოლომდე არ გასქელდება. როცა კრემი ოდნავ გაგრილდება, კარაქი დაუმატეთ და აურიეთ.

შეგიძლიათ ტორტი მოამზადოთ: ორცხობილას კრემი წაუსვით და თეფშზე მოათავსეთ. კრემი არ დაინანოთ: რაც უფრო უხვად წაუსვამთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.

4. ორცხობილას ბოლო ფენას კრემი წაუსვით.

5. კრემს ზემოდან ორცხობილას ფხვნილები მოაყარეთ! ესეც ასე, უნაზესი დესერტი მზადაა.

მომზადების მეთოდი შეგიძლიათ ამ ვიდეოში დეტალურად ნახოთ.

ამ ტორტზე მთელი ჩემი ოჯახი გიჟდება. მის მომზადებას დამწყები მზარეულიც კი შეძლებს. გამოცდილი დიასახლისებისთვის კი ნამდვილი აღმოჩენა გახდება.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.