Connect with us

საკითხავი

ქმარმა ეს ქალბატონი მისი გარეგნობის გამო მიატოვა. დღეს ამ ლამაზმანის ცნობა ძალიან გაგიჭირდებათ

ლინ ჩემპმა ქორწინებამდე პრაქტიკულად არ იცოდა, თუ რას ნიშნავდა ფიზიკური ვარჯიში და სწორი კვება. ქორწინება ბედნიერი არ აღმოჩნდა და ამის გამო ფიზიკური ფორმა კიდევ უფრო ძლიერად დაზარალდა.

ლინმა გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა და ამის გამო დეპრესიაში ჩავარდა. ქალი ყოველდღე „მაკდონალდს“ სტუმრობდა, ავტომობილით გადაადგილდებოდა და პრაქტიკულად არ მოძრაობდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სამწუხარო შედეგი მოჰყვა. ერთხელ, აწონვისას სასწორზე ციფრი 127 კგ დაინახა.

24 წლის ასაკში ლინმა კარდინალურად შეცვლა გადაწყვიტა. პირველ რიგში, მან ქმარი მიატოვა, მეორე მხრივ, საკუთარ რაციონს გადახედა. ასევე, აუზზე სიარული დაიწყო…

ლინი ამბობს, რომ მისთვის შთაგონების წყარო იყო ცნობილი ვარსკვლავების მაგალითები, რომლებმაც სხვადასხვა დროს ჭარბი წონის მოშორება შეძლეს. მეორე მხრივ წაიკითხა მასალები, სადაც სწრაფად დაკლების შედეგებზე (ჩამოწელილი კანი და სხვა) საუბრობდნენ, სწორედ ამიტომ დროდადრო თავს მოდუნების უფლებას აძლევდა და რაღაც გემრიელობას მიირთმევდა.

მხოლოდ 1,5 წელში სასწორმა აჩვენა, რომ მან წონის თითქმის ნახევარი დაიკლო. მიზნის მისაღწევად მას უფრო მეტი უნდა ევარჯიშა…

ახლა ის უკვე 28 წლისაა და ზუსტად 51 კგ-ს იწონის. ის ამბობს: „როცა მიზანი დავისახე, ეს უკვე ცხოვრების წესად გადაიქცა და არა გახდომის მეთოდად“.

ახლა მან ახლა უკვე იცის არა მხოლოდ წონის მართვა, არამედ აზროვნების კონტროლირება. მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement