Connect with us

ჯანმრთელობა

ქიმიოთერაპიაზე 100-ჯერ უფრო ეფექტური. მცენარე, რომელიც სიმსივნის უჯრედებს 48 საათში აქრობს

ქიმიოთერაპიაზე 100-ჯერ უფრო ეფექტური. მცენარე, რომელიც სიმსივნის უჯრედებს 48 საათში აქრობს

ყველამ იცის ბაბუაწვერას შესახებ. ის იზრდება მინდორში, პარკში, სახლთან ახლოს, გზაზე და თავისი ყვითელი ყვავილებით ჩვენს თვალს ახარებს.

ბაბუაწვერას ძალიან ორიგინალური ყვავილები (ყვავილედი) აქვს. ყურადღებით დაკვირვების შემთხვევაში დაინახავთ, რომ ეს ყვავილების მთელი კალათაა. წვიმიან ამინდში ყვავილები იხურება, ასე ყვავილის მტვერი დასველებისგან არის დაცული. კარგ ამინდში – ეს დროის მაჩვენებელია. ყვავილები დილის 6 საათზე იხსნება და დღის 3 საათზე იხურება.

ბევრი ბაბუაწვერას, როგორც სარეველას ისე აღიქვამს. ეს ასეა? როგორც აღმოჩნდა, ბაბუაწვერა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით არის სავსე, რომლებიც ადამიანისთვის სასარგებლოა. ხალხური მედიცინის მცოდნეები და ექიმბაშები მას ჯენშენს უწოდებენ და სულ ტყუილად არა.

ბაბუაწვერას ფესვების შემადგენლობაში ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი კალციუმი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, სპილენძი, სელენი, თუთია, A,C,E,B ვიტამინები, კაროტინი, გლიკოზიდი, ფლავონოიდი, პოლისაქარიდი, ინსულინი, საქაროზა, ორგანული მჟავები და მრავალი სხვა შედის.

ბაბუაწვერით მკურნალობა

მსოფლიოში ყოველწლიურად სიმსივნური დაავადების გამო ბევრი ადამიანი იღუპება და, სამწუხაროდ, სიმსივნის დიაგნოზის მქონე ადამიანთა რიცხვი იზრდება. რა თქმა უნდა, მედიცინა მუდმივად ვითარდება და სიმსივნის სამკურნალო ახალი მეთოდების აღმოჩენა ხდება.

მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებსა და მტკივნეულ სამედიცინო პროცედურაზე არ რეაგირებს და დაავადებას მხოლოდ მცირე ხნით აფერხებს.

სიმსივნურ დაავადებასთან ბრძოლის დროს ხშირად ქიმიოთერაპიას იყენებენ, მაგრამ მკურნალობის ალტერნატიული მეთოდებიც არსებობს, რომლებიც კარგ შედეგს იძლევიან.  მთავარი სამკურნალო კურსის მისით ჩანაცვლებას არ გირჩევთ, მაგრამ შეგიძლიათ როგორც დანამატი ისე გამოიყენოთ.

ბოლო დროს მარტივი და ყველასთვის ცნობილი ბაბუაწვერა კიბოს სამკურნალოდ ალტერნატიულ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. და უნდა ითქვას, რომ ეს შესანიშნავ შედეგს იძლევა.

ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი

კვლევამ აჩვენა. რომ ბაბუაწვერას ფესვები ქიმიოთერაპიაზე უკეთ მუშაობს, რადგან უკანასკნელი ყველა უჯრედს კლავს, ხოლო ბაბუაწვერა მხოლოდ იმ უჯრედებს კლავს, რომელიც კანცეროგენს წარმოადგენს.

პირველი კვლევა უინსონის უნივერსიტეტში (კანადა), ქიმიისა და ბიოქიმიის კათედრაზე ჩატარდა. მისმა შედეგმა ახალი იმედი მისცა ხალხს, რომლებიც კიბოთი იტანჯებიან. აღმოჩენილ იქნა, რომ ბაბუაწვერას ფესვები კანცეროგენის უჯრედებს ეფექტურად ანადგურებს და სხვა უჯრედებზე მავნე უარყოფით ეფექტს არ იძლევა.

ლაბორატორიულ ტესტებში ბაბუაწვერას ფესვების ექსტრაქტმა მხოლოდ 48 საათში კიბოს უჯრედების 98% გაანადგურა. შემდეგმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ბაბუაწვერას ფესვების ექსტრაქტს შეუძლია ძლიერი გავლენა იქონიოს მსხვილი ნაწლავის, პროსტატის, ლეიკემიის, მკერდის ღვიძლის, ფილტვის და ყველა სხვა სახის სიმსივნურ უჯრედზე.

ზაფხულში სასურველია ფესვები ნედლი სახით გამოიყენოთ, ხოლო ზამთარში გამომშრალი. 2 ს/კ ახალ დაქუცმაცებულ ფესვებს 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით. გამომშრალი სახით კი 1 ს/კ ბაბუაწვერას ფესვები აიღეთ.

ნაყენის მოსამზადებლად ფესვები ადუღებულ და შემდეგ 40-50 გრადუსამდე გაგრილებულ წყალს შეურიეთ. ამის შემდეგ თავზე დაახურეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ. გადაწურეთ და ჭამამდე 15-30 წუთით ადრე 1/3 ჭიქა დალიეთ.

როგორ შევინახოთ ბაბუაწვერას ფესვები

ბაბუაწვერას ფესვებს ან ნაადრევ გაზაფხულზე აპრილი – მაისის დასაწყისში, ან შემოდგომაზე სექტემბრის ბოლოს ინახავენ. გაზაფხულზე ეს ყვავილობამდე უნდა გააკეთოთ. სამკურნალოდ მსხვილი ფესვები გამოიყენეთ, რომლებიც წვრილი ფესვებისგან გათავისუფლებული იქნება.

მათ რამდენიმე დღე აშრობენ, შემდეგ რეცხავენ, ჭრიან და სპეციალურ აშრობენ კარგად განიავებულ ოთახში. გამოშრობის დროს ტემპერატურა 40 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს.

რედაქციის რჩევა

ქალაქში ან მის გარშემო ბაბუაწვერას ფესვების შეგროვება არ ღირს. ისინი ავტომობილების ტოქსიკური გამონაბოლქვით და გადაგდებულ სამრეწველო ნარჩენებით არის მოწამლული.

ბაბუაწვერას ფესვების გამოყენების გვერდითი მოვლენა

მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებისა, მის გამოყენებას უარყოფითი მხარეც აქვს. ბაბუაწვერას ფესვებზე დაფუძნებული მედიკამენტის გამოყენება არ ღირს, თუ ნაღვლის სადინარის, ან კუჭის წყლულის პრობლემები გაქვთ. ხსნარის ჭარბი მიღების დროს შეიძლება გულისრევის შეგრძნება ან დიარეა გქონდეთ.

ლაქტაციის პერიოდში შეგიძლიათ მცენარის ნახარში გამოიყენოთ. ის ლაქტაციას აძლიერებს და მკერდის რძის რაოდენობას ზრდის. გარდა ამისა, მცენარე თანმხლებ დეპრესიას უმკლავდება. აი ნაყენის მიღება რეკომენდებული არაა.

ზოგიერთ ადამიანს მედიკამენტების მიმართ ინდივიდუალური შეუწყნარებლობა აქვს. ნებისმიერი მედიკამენტის მიღების წინ რეკომენდებულზე 3-ჯერ ნაკლები დოზა უნდა მიიღოთ და ორგანიზმის რეაქციას უნდა დააკვირდეთ. თუ შეშუპება, თავბრუსხვევა, თვალების დაბინდვა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ ბაბუაწვერას ხსნარი მიიღოთ.

ვერც კი ვიჯერებ, რომ ყოველდღე ამ სამკურნალო მცენარეს გვერდს ვუვლით. არ დაგავიწყდეთ, ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს გაუზიაროთ.

 

1 Comment

1 Comment

  1. ნინო

    February 11, 2019 at 11:47 am

    ეს მცენარე ბაბუაწვერა არ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement
ვიდეო17 hours ago

აი, როგორ ავიცილოთ თავიდან კარიესი შინაურული საშუალების დახმარებით

თავის მოვლა21 hours ago

ნატურალური პროდუქტი: რეჰანი აკნეს წინააღმდეგ და ნუშის პილინგი საკუთარი ხელით

ჯანმრთელობა21 hours ago

დასრისეთ ბანანი, შემდეგ დაუმატეთ 2 უბრალო ინგრედიენტი! ეფექტური შინაურული რეცეპტი ხველის წინააღმდეგ

მოდა და სტილი23 hours ago

როგორ შევარჩიოთ თმის ფერი ცისფერი თვალებისთვის

მოდა და სტილი23 hours ago

მანიკიური სახლში: საუკეთესო აღმოჩენები ალიექსპრესიდან ფრჩხილების მოსავლელად და დიზაინისთვის

ჯანმრთელობა23 hours ago

ფრჩხილის ცვლილება შეიძლება დაავადების განვითარების შესახებ 8 გაფრთხილებას გაძლევდეთ

თავის მოვლა2 days ago

ასე გააკეთეთ და ქუსლებზე ნახეთქებსა და კოჟრებს მხოლოდ 10 დღეში მოიშორებთ

ჯანმრთელობა2 days ago

დავლიოთ თბილი ლუდი, თუ ვისუნთქოთ კარტოფილის ორთქლი: ხალხური საშუალებები გაციების წინააღმდეგ

ჰოროსკოპი2 days ago

ვენერა მშვილდოსანში: უსიამოვნებების დასასრული კუროსთვის და არც თუ ისე იოლი პერიოდი კირჩხიბებისთვის

ჯანმრთელობა2 days ago

რძე სუნელებით – ყველაზე სასარგებლო სასმელი შემოდგომაზე

კულინარია3 weeks ago

სახეხის ამ გზით გამოყენება, სასადილოში მომუშავე მეზობელმა მასწავლა

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორ მოვიშოროთ ფეხზე წამოზრდილი ძვალი სახლის პირობებში

თავის მოვლა2 weeks ago

ხელზე პიგმენტური ლაქები მოიშორეთ – მარტივი მეთოდი

ვიდეო3 days ago

ასპირინის 7 გამოყენება, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

ჯანმრთელობა1 week ago

გავთავისუფლდეთ ჰერპესისგან ერთ დღეში

ვიდეო2 weeks ago

ძლიერი საშუალება მუცლის შებერილობის, ქოლესტერინის და მენოპაუზის სიმპტომების მოსაშორებლად

ყვავილები3 weeks ago

10 სიცოცხლისთვის სახიფათო ოთახის მცენარე

საკითხავი4 weeks ago

ამ მეთოდის დახმარებით ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს მოიშორებთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

2020 წლის ჰოროსკოპი: აი, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სხვა1 week ago

როგორ ანაცვლებს სოდა თითქმის ყველა ძვირფას საშუალებას

ტრენდული