Connect with us

ჰოროსკოპი

ქალური და მამაკაცური ზოდიაქოს ნიშნები: ნახეთ, როგორი ენერგეტიკა გაქვთ

იცით თუ არა, რომ ზოდიაქოს ნიშნები ქალურ და მამაკაცურ ნიშნებად იყოფა? ამას თქვენს სქესთან კავშირი არ აქვს, მაგრამ თქვენს ენერგეტიკას პირდაპირ უკავშირდება. გაინტერესებთ, როგორი ენერგეტიკა გაქვთ? მაშინ თქვენი ჰოროსკოპი წაიკითხეთ.

ქალური ნიშნები: კურო, კირჩხიბი, ქალწული, მორიელი, თხის რქა და თევზები

ჩვეულებრივ, ამ თანავარსკვლავედების წარმომადგენლებს პასიურ ჯგუფს უწოდებენ, რაც არ ნიშნავს, რომ სუსტი და ინიციატივის არ მქონე ხართ. უბრალოდ მათი ენერგეტიკა აუჩქარებელი, ღრმა და პირქუშია. „ქალურ“ ნიშნებს ახასიათებთ ენერგიის დაზოგვა, ვიდრე დახარჯვა, და მოხმარება, ვიდრე შექმნა.

მათთვის დამახასიათებელია თვისებები, რაც ადრე ქალურად ითვლებოდა: მოქნილობა, ემოციურობა, ღრმად გრძნობის უნარი, განვითარებული ინტუიცია, მგრძნობელობა და ახლობლებზე ზრუნვის სურვილი. როგორც წესი, ინტროვერტები, მელანქოლიკები ან ფლეგმატიკები არიან.

ქალური ნიშნების ძალა და სისუსტე – ცხოვრებისეული თავდაცვის სტრატეგია: მათ უჭირთ წარმატების მიღწევა, „შეტევა“, გადალახვა და გარემოებებთან ბრძოლა. მეორე მხრივ, მათზე უკეთ ვერავინ შეასრულებს რუტინულ საქმეებს, იზრუნებს წვრილმანებზე და ცხოვრებაში სიმშვიდეს შემოიტანს. „ქალურ“ ნიშნებს პრობლემების ეშინიათ, ამიტომ ხშირად „მამაკაცური“ ნიშნები იზიდავთ, თითქოსდა დაცვას ეძებენ. აი, საყრდენი არ სჭირდებათ – თავად შეიძლება გახდნენ სხვების მხარდამჭერები.

ამავდროულად, ქალური ნიშნები მოქმედებენ ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობენ და საკუთარ მიზნებს აღწევენ. წარმატებისკენ ნელ–ნელა მიიწევენ, სამაგიეროდ წაგებით არასდროს რისკავენ.

მათთან ურთიერთობაში უნდა გახსოვდეთ, რომ მათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება უჭირთ. მათზე ზეწოლა არ ღირს, ისინი წყალს ჰგვანან: დაბრკოლებას გვერდს აუვლიან და სხვა მხარეს წავლენ. სამაგიეროდ, ყოველთვის შეგიძლიათ მათი იმედი გქონდეთ.

მამაკაცური ნიშნები: ვერძი, ტყუპები, ლომი, სასწორი, მშვილდოსანი და მერწყული

როგორც წესი, ამ ზოდიაქალურ ჯგუფს აქტიურს ან პოზიტიურს უწოდებენ. მამაკაცური ნიშნები უფრო მიმართული არიან საზოგადოებაში, მათი შინაგანი სამყაროდან გარეთ საქმიანობისკენ. ისინი აქტიური ექსტროვერტები არიან, უმეტესად პოზიტიური განწყობით, ქოლერიკები ან სანგვინიკები.

მათ ახასიათებთ თვისებები, რომლებიც ადრე მამაკაცებში თანდაყოლილად ითვლებოდა: გახსნილობა, დამოუკიდებლობა, ინდივიდუალიზმი, ჯანსაღი ეგოიზმი, ამბიცია, ლიდერობა და მასშტაბური აზროვნება. მამაკაცური ნიშნები ამბიციურები, მეწარმეები, ტემპერამენტიანები და თავისუფლების მოყვარულები არიან. მათ პრაქტიკული აზროვნება აქვთ და ემოციებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ: პირველ ადგილას ლოგიკა და ანალიტიკაა.

ამავდროულად, აწუხებთ ჭარბი ენერგია: მამაკაცურ ნიშნებს სამყაროს შეცვლის სურვილი აქვთ, ხოლო სამყარო არა მხოლოდ აღმოჩენებისა და დაპყრობებისგან, არამედ რუტინისგან შედგება, რომელთან გამკლავებაც მათ უჭირთ. თუ გვერდით ქალური ნიშანი არაა, შეიძლება მამაკაცურმა ნიშანმა საკუთარ თავს ზიანი მიაყენოს – უბრალოდ იმიტომ, რომ ენერგიის სწორად მართვა არ შეუძლია.

მამაკაცურ ნიშნებთან ურთიერთობაში უნდა გააცნობიეროთ: მათი თავისუფლების შეზღუდვა და საკუთარი აზრის თავს მოხვევა არ შეიძლება. ამას ვერ იტანენ. მამაკაცურ ნიშნებთან ბრძოლა ძვირად დაგიჯდებათ, რადგან ბრძოლა მათი სტიქიაა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.