Connect with us

ყვავილები

ქალური ბედნიერება, ფულის ხე და 7 ცნობილი ცრურწმენა ოთახის მცენარეების შესახებ

ოთახის მცენარის შეძენას გეგმავთ? კარგი იქნება თუ მათ “მაგიურ თვისებებზე” შეიტყობთ…

მცენარეებს ოდითგანვე მიაწერენ სხვადასხვა მაგიურ თვისებებს. ზოგ მათგანს ადამინთან იღბლისა და წარმატების მოზიდვა შეუძლია, ზოგი კი თავის პატრონს უბედურებას აცილებს და იცავს, თუმცა ისეთი ყვავილებიც არსებობენ რომლებიც პირიქით, ნეგატივს იზიდავენ და ოჯახში კონფლიქტებს იწვევენ.

ოთახის მცენარეები ბევრისთვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ. მათ არავინ ყრის და დიდი ყურადღებითა და სიყვარულით უვლიან. ამიტომ ურიგო არ იქნება თუ სანამ ჩვენს მწვანე მეგობარს შევიძენთ მათი “რეპუტაციის” შესახებაც შევიტყოთ 1-2 სიტყვა.

ყვავილები ფულის მოზიდვისთვის

კრასულა

ე.წ. ფულის ხე – მართალია ჯერ არავინ იცნობს ადამიანს რომელსაც ფულის ხე გამდიდრებაში დაეხმარება თუმცა ეს ყვავილი მაინც უდიდესი პოპუალრობით სარგებლობს. ის წარმოშობით აფრიკიდან არის. მისი მრგავლი ფოთლები ვერცხლის მონეტებს გვანან და შეიძლება სწორედ ამიტომ უწოდებენ მას “ფულის ხეს”.

მცენარე ფულს იზიდავს, მაგრამ ამისთვის მის ფსკერზე 5 ცალი მონეტა უნდა მოათავსოთ რომლის ნომინალშიც ციფრი 5 დომინირებს. ეფექტი უფრო გაძიერდება თუ ნერგს მდიდარი ნაცნობებისგან წამოიღებთ.

კაქტუსი

როგორც აღმოჩნდა ფული კაქტუსსაც მოაქვს. ადამიანები მათ “აგრესიულ ენერგეტიკას” მიაწერენ, თუმცა ის საქმიან თვისებებს აუმჯობესებს და მფლობელს არასასრუველი ნაცნობობისგან იცავს. ამბობენ, რომ თუ კაქტუსს შემოსასვლელ კართან დადგამთ ის მტრებს დააფრთხობს.

სცინდაპსუსი

ფენ-შუის ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ სცინდაპსუსი სახლში ფულს იზიდავს. თუმცა ზოგ ქვეყანაში მას მამაკაცების დამფრთხობ მცენარედ მიიჩნევენ. ამბობენ, რომ თუ ქალი ლიანების გამრავლებას დაიწყებს მას ცხოვრების ტანამგზავრის პოვნა გაუჭირდება.

დაცვისთვის

გერანი

გერანი ანუ პელაგრონია დადებითი ენერგეტიკის მქონე მცენარედ ითვლება. მისი დადგმა საძინებელსა და ბავშვთა ოთახებშიც შეიძლება. ისინი ყველგან იღბალსა და წარმატებას მოგიტანენ. გერანი სამკურნალო მცენარეა და მისი ქონა ხელს არავის შეუშლის. ის კარგად ყვავილობს და არც პრეტენზიულია. ერთადერთი რაც აუცილებლად ჭირდება – მეტი სინათლე და დროული მორწყვაა.

ალოე

თუ აღმოსავლეთ ფანჯარაზე 3 ქოთან ალოეს დადგამთ, ისინი სახლშ ცუდი ადამიანებისგან დაიცავენ. ყვავილი – ოჯახში სიმშვიდისა და სიყვარულის წყაროა. მისი გამხმარი ნაწილები შეგიძლიათ ტომარაში ატაროთ – ის ერთგვარ თილისმას წარმოადგენს. თუ ალოე ყვევილობს ე.ი. მისი პატრონი ჯანმრთელი იქნება. ითვლება, რომ ალოე ოჯახური ურთიერთობების ნორმალიზებას ახდენს.

სიყვარულისთვის

მირტი

ეს მცენარე ოჯახური ბედნიერების სიმბოლოა. მისი ტოტის ჩუქება პატარძლისთვის შეიძლება, იმისთვის, რომ ახლადშექმნილი ოჯახი მაქსიმალურად მყარი იყოს – ურთიერთობები კი ჰარმონიული. მირტი ძლიერ დამცავ თილისმად ითვლება. მისი დარგვა აუცილებლად ახალ ქოთანში უნდა მოხდეს!

სპატიფილუმი

თუ ამ ყვავილს ოთხშაბათს, პარასკევს ან შაბათს აჩუქებთ თქვენს მეგობარს – ეს მას ბედნიერ და საყვარელ ქალად აქცევს. დაელოდეთ როდეი აყვავდება მცენარე. თუ 7 ყვავილი ერთად გაიშლება ე.ი. ქალური ბედნიერება გარანტირებული გაქვთ.

ზამთრის დეკაბრისტი

დეკაბრისტის ყვავილობა შეიძლება ურთიერთობების ნამდვილი ინდიკატორი იყოს. თუ დროულად აყვავდა – ის ჰარმონიასა და სიყვარულს მოიტანს. თუ ადრე აყვავდა ე.ი. ცხოვრებაში კარგი ცვლილებებია მოსალოდნელი, ახალი ნაცნობობა ან ხელფასის მატება. ცუდია თუ დეკაბრსტი აყვავებას აგვიანებს – მაშნ სამსახურსა და სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებია მოსალოდნელი.

თავად ყვავილი პრეტენზიული არ არის, მას ტყის კაქტუსსაც უწიდებენ, აყვავებით კი დეკემბერში ყვავილობს რასაც ალბათ დასახელებიდანაც მიხვდით.

Advertisement
ყვავილები21 hours ago

იოდი გერანისთვის: როგორ გამოვიყენოთ უხვი ყვავილობისთვის

ტესტები21 hours ago

აირჩიეთ კარი რომელიც მოგწონთ და გაიგეთ რა მოხდება მალე

ჰოროსკოპი21 hours ago

ქალური და მამაკაცური ზოდიაქოს ნიშნები: ნახეთ, როგორი ენერგეტიკა გაქვთ

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაცხიმოვნება: 9 პროდუქტი, რომლითაც მას უფრო მარტივად „გამოიმუშავებთ“

ჰოროსკოპი2 days ago

ყველაზე გულქვა ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ტესტები2 days ago

ის, რასაც პირველად დაინახავთ, გეტყვით, როგორ უმკლავდებით მარტოობას

ტესტები3 days ago

როგორი დიასახლისი ხართ? ამის შესახებ თქვენი წინსაფარი მოგვითხრობს

ჰოროსკოპი3 days ago

როდის სჯობს დაორსულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი3 days ago

რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან გულწრფელობით და პატიოსნებით

ჯანმრთელობა3 days ago

რატომ უნდა დალიოთ თბილი, თაფლიანი წყალი გაღვიძებისთანავე

ჰოროსკოპი4 weeks ago

2020 წლის ნოემბერი – ცეცხლოვანი ღორის თვე. რას უნდა ელოდოთ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

კულინარია4 weeks ago

ამ ზეთს ჩვენს ოჯახში აღარავინ ყიდულობს, დედამთილიც კი

ჰოროსკოპი4 weeks ago

ამ ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წლის ნოემბერში წარმატება ელოდებათ

ჰოროსკოპი4 days ago

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ძლიერი ხარი კარდინალურ ცვლილებებს აჩუქებს

ჯანმრთელობა1 week ago

ვის არ ურჩევს მზრუნველი სპეციალისტი ხურმის ჭამას

ჰოროსკოპი4 weeks ago

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნოემბერში წარმოუდგენლად გაუმართლებთ: ვასილისას პროგნოზი

ჰოროსკოპი4 weeks ago

პაველ გლობის ჰოროსკოპი 2020 წლის ნოემბრისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

დეკემბრის იღბლიანები: 4 ზოდიაქოს ნიშანს ყველაფერში გაუმართლებს

თავის მოვლა4 weeks ago

იაფი კოსმეტიკა, რომელთაც ჩვენ ზედაც არ ვუყურებთ, უცხოელები კი ყიდულობენ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ თაიგული და წაიკითხეთ კვირის შეტყობინება

ტრენდული