Connect with us

მოდა და სტილი

ქალის ჯინსის 7 მოდელი, რომლებიც მამაკაცებს მოსწონთ

თითოეულ მოწესრიგებულ ქალს გარდერობში უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი თეთრი ბლუზი, ფეხსაცმელი „ნავი“ და ჯინსი. უკვე ამ ნივთებიდან სტილის შექმნა ან ნებისმიერი ლუქის შევსება შეიძლება. განსაკუთრებით უნივერსალურია მოდურად გამოჭრილი ქალის ჯინსი.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კრიტიკოსი მეუღლეა. სწორედ ამიტომ, როცა გარდერობის განახლება გადავწყვიტე, მაღაზიებში თან წავიყვანე. მეუღლემ უშნო მოდელები გვერდზე სწრაფად გადადო და 7 საუკეთესო მოდელი დატოვა. აღმოჩნდა, რომ კაცებს ყველაზე მეტად ასეთი მოდელის ჯინსები მოსწონთ. ვერასდროს ვიფიქრებდი!

ჯინსი უკან ელვა შესაკრავით – 2020 წლის ტრენდი. დამეთანხმეთ, გემრიელი ფორმების მქონე ქალზე ასეთი შარვალი მაქსიმალურად მიმზიდველად გამოიყურება. მაგრამ უკუ ეფექტიც არსებობს: გამხდარ ან მსუქან გოგოებს ასეთი მოდელი საერთოდ არ უხდებათ.

ხშირად ასეთი ჯინსი შეუფერებლად ამოჭრილია. სწორედ ამიტომ, ასეთი ჯინსის ყიდვას შუა ხნის ქალებს არ ვურჩევთ. შარვალი უკან ელვა შესაკრავით მხოლოდ წვეულებისთვის ან პაემნისთვის არის შესაფერისი. ყოველდღიური ლუქისთვის უფრო ნაკლებად აგრესიული მოდელი შეარჩიეთ.

დახეული ჯინსები პერიოდულად ქრება და კვლავ მოდაში ჩნდება. წელს შარვალზე ნახვრეტების რაოდენობა გვაშინებს. თეძოებთან ლამაზად დახეული შარვალი ეშმაკურად გამოიყურება და კაცებს მოსწონთ.

თუ დახეული ჯინსის შეძენას აპირებთ, ყურადღება „ბოიფრენდს“ ან „ბანანს“ მიაქციეთ. ახლა ყველაზე პოპულარული მოდელებია. ოღონდ მხოლოდ თბილ სეზონზე ჩაიცვით. კოლგოტები ჯინსის ქვეშ სრული უგემოვნობაა.

ვიწრო ჯინსი უკვე კლასიკად იქცა. ყოველ სეზონზე ამ მოდელზე მხოლოდ დეტალები იცვლება, ხოლო თარგი იგივე რჩება. მოდელის პოპულარობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ფორმებს წარმატებულად ნიღბავს და ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს.

ამ სეზონზე პოპულარულია ვიწრო, მაღალწელიანი ჯინსი. სასურველია, რომ კოჭები ჩანდეს. კაცებს აგიჟებთ ლამაზი ხაზები და ვიწრო წელი, რომელსაც ვიწრო ჯინსი სხეულს ანიჭებს. განსაკუთრებით ლამაზია ფეხსაცმელ „ნავთან“ კომბინაციაში.

სხვათა შორის, მაღალი წელის შესახებ. მაღალწელიანი ჯინსი წლების განმავლობაში საკუთარ პოზიციებს არ თმობს. მამაკაცებს ასეთი ჯინსი მოსწონთ, რადგან შარვალი წელს ვიზუალურად ავიწროებს. ქალი კი მასში თავს თბილად და კომფორტულად გრძნობს.

ეს ერთ–ერთი ჯინსის მოდელია, რომელსაც ზამთარში სეირნობისთვის იყენებენ. მაღალწელიანი ჯინსი ხშირად მოტკეცილია, რაც ქალურ ფორმებს ხაზს უსვამს. გირჩევთ მოკლე ტოპი ან დუტის ქურთუკი შეუხამოთ.

ჯინსი დუნდულებზე გადაჭრილი – ამ ზაფხულის კიდევ ერთი უცნაური ტრენდია. მას თვალს ვერ წყვეტს ვერც კაცი, ვერც ქალი. ბევრი ასეთ შარვალს ვულგარულად და უგემოვნოდ მიიჩნევს, მაგრამ ვარსკვლავებს შორის ტრენდმა ფესვები გაიდგა.

თუ საკმარისად თამამი ხართ და მოდას მიჰყვებით, შეგიძლიათ გარისკოთ და დუნდულებზე გადაჭრილი ჯინსი შეიძინოთ. გახსოვდეთ, სტილი პიკანტური რომ იყოს და არა ვულგარული, სხვა ელემენტები უფრო მოკრძალებული უნდა იყოს.

ბოიფრენდი, ალბათ, ამ სეზონის ყველაზე პოპულარული მოდელია. ის მსუბუქი, თავისუფალი და საკმაოდ მოსახერხებელია აქტიურობისა და სეირნობისთვის. მასში ქალი თავისუფლად გამოიყურება, რაც კაცებს მოსწონთ.

ბოიფრენდის ჯინს, როგორც წესი, საშუალო ან დაბალი წელი და ფართო ტოტები აქვს. შეგიძლიათ კეტები ან სადღესასწაულო ფეხსაცმელი შეუხამოთ. უნივერსალური ნივთია!

კოჭები ქალის ერთ–ერთი ყველაზე სექსუალური ზონაა, განსაკუთრებით თუ თხელი და მოვლილია. თუ მამაკაცისთვის თავბრუს დახვევა გსურთ, აირჩიეთ დამოკლებული ჯინსი თავისუფალი კუთხეებით. მათი ბოლოები შეგიძლიათ უბრალოდ დაახვიოთ.

მოკლე ვიწრო შარვალიც კარგი ვარიანტია, მაგრამ ამ შემთხვევაში სტილთან და ქსოვილებთან თამაში მოგიწევთ. მაგალითად, ვიწრო ჯინსი მოგრძო ფერად კოსტიუმს და ფეხსაცმელ „ნავს“ შეუხამეთ.

აი, მოდაში დაბრუნებულმა ჯინს კლოშმა მამაკაცები ძლიერ არ გაახარა. შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ მოდურ მოცულობით ქურთუკთან და მასიურ ბოტასებთან კომბინაციაში საკმაოდ მძიმე სტილს ქმნის.

კლოშის მოდელში  უფრო ქალურად რომ გამოიყურებოდეთ, გირჩევთ ტყავის ქურთუკი და მახვილი წვერის ბოტასები შეარჩიოთ. როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონთ კაცებს ასეთი ჯინსები?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.