Connect with us

საკითხავი

ფხვნილი ჭრაჭუნის საწინააღმდეგოდ, საოფლე საფენები და კიდევ 14 ხრიკი ფეხსაცმლის მოსავლელად

ასე ხშირად ხდება: მაღაზიაში ფეხსაცმელი კარგად გამოიყურება და ფეხზე კომფორტულად „ზის“, სახლში კი გიჭერთ, კანს გიხეხავთ და მისი ტარება საერთოდ შეუძლებელია. საბედნიეროდ, ფეხსაცმლის პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე ეფექტური ხრიკი არსებობს. როგორც აღმოჩნდა, საყვარელ ფეხსაცმელზე უარის თქმა არ მოგიწევთ.

კოჟრებისგან თავდასაცავად

კოჟრების და წყლულების თავიდან აცილებაში ჩვეულებრივი ბურთულიანი დეზოდორანტი დაგეხმარებათ. მცირე საშუალება კანზე წაისვით და სრულად გაშრობა აცადეთ. უფრო მეტი თავდაჯერებულობისთვის დეზოდორანტი ფეხსაცმლის შიდა ზედაპირს წაუსვით.

ფეხსაცმლის სრიალა ძირი

ახალი ფეხსაცმელი ძალიან სრიალებს? ზუმფარის ქაღალდით ოდნავ გახეხვა სცადეთ. ზედმეტი არ მოგივიდეთ: სიტუაციის გამოსასწორებლად მასალის თხელი ფენის გახეხვა საკმარისი იქნება.

თუ ფეხსაცმელი ჭრაჭუნობს

მომაბეზრებელ ჭრაჭუნს ჭკუიდან გადაყავხართ? ახალ ფეხსაცმელზე უარის თქმა არ იჩქაროთ – დეფექტის გამოსწორება შეიძლება. ფეხსაცმლის შიგნით ცოტა საბავშვო პუდრა ჩაყარეთ და შესაძლებლობის მიხედვით ფეხსაცმლის წვერთან მიწვდომა სცადეთ. ასეთი დამუშავება გააუმჯობესებს დეტალების გადაბმას, რისგანაც ფეხსაცმელი შედგება, და ჭრაჭუნს შეწყვეტს.

ნაკეცები ფეხსაცმელზე

თუ ნატურალური ტყავის ფეხსაცმელზე ნაკეცი წარმოიქმნა, დაზიანებულ ადგილს სველი ჩვარი შეამოახვიეთ და ორთქლის უთოთი დაამუშავეთ. ფეხსაცმელს თავდაპირველ სახეს ვერ დაუბრუნებთ, მაგრამ ასეთი პროცედურის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ტკივილი შეამცირეთ

თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს უპირატესობას ანიჭებთ, თქვენთვის ნაცნობი უნდა იყოს ტკივილი და დაბუჟება, რომელიც მეორე და მესამე თითებს შორის ხანგრძლივი ტარების დროს იქმნება. ამის მიზეზია ნერვზე ზეწოლა და ტერფში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. მაღალი ქუსლის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად მესამე და მეოთხე თითები სამედიცინო პლასტირით შეკარით. ასე ბალანსს შეინარჩუნებთ და ნერვული დაბოლოების დაჭიმულობას გააქრობთ.

ვიწრო ჩექმის ყელი

ჩექმის ყელი ოდნავ რომ გააფართოვოთ, დახვეული გაზეთით მჭიდროდ გაავსეთ. ფეხსაცმელი რამდენიმე დღე გააჩერეთ, შემდეგ კვლავ ჩაიცვით. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

თუ ვიეტნამური ფეხსაცმელი თითებს გიხეხავთ

ვიეტნამური ფეხსაცმელი ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელ ფეხსაცმელად ითვლება, მაგრამ დისკომფორტის მოყენება მათაც შეუძლიათ. თუ რეზინის ზოლი კანს გიხეხავთ, აბრეშუმის ან ატლასის რბილი ქსოვილი დაახვიეთ.

უსიამოვნო სუნი

ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი ასდის? ღამით მასში რამდენიმე მშრალი ჩაის პაკეტი ჩადეთ. დილით უსიამოვნო არომატის კვალიც არ დარჩება.

წყლის ლაქა

წყალი ტყავის ზედაპირზე ლაქებს და ხაზებს ხშირად ტოვებს. მისი მოშორება ძალიან მარტივია. ცოტა კბილის პასტა და სუფრის ძმარი აურიეთ. ფეხსაცმელი მიღებული საშუალებით დაამუშავეთ და სუფთა წყლით გარეცხეთ.

რეზინის ფეხსაცმელი

თქვენი შვილი შემთხვევითი დაცემისგან რომ დაიცვათ, რეზინის ფეხსაცმლის ძირს რამდენიმე ფენა ცხელი წებო წაუსვით.

ტენისგან დაცვა

ქსოვილის ფეხსაცმელი დასველებისგან რომ დაიცვათ, ფუტკრის ცვილით დაამუშავეთ – მის შეძენას თაფლის ბაზრობაზე ან კერძო მეფუტკრესთან შეძლებთ. ქსოვილს საშუალება წაუსვით, შემდეგ ცხელი ფენით კარგად გაახურეთ. ცვილი სრულად უნდა გადნეს და წყალგაუმტარი ფენა შექმნას.

კანის დაცვა

კოჟრის და წყლულის გაჩენის მთავარი მიზეზი – ფეხსაცმლის სრიალა შიდა ზედაპირი. კანის შესაძლო დაზიანება თავიდან რომ აიცილოთ, ფეხები თმის ლაქით დაიმუშავეთ.

გაპრიალებამდე!

ლაკის ფეხსაცმელს თავდაპირველი სიპრიალე რომ დაუბრუნოთ, მას მინის საწმენდი საშუალება წაუსვით და რბილი ქსოვილით გააპრიალეთ.

თუ ფეხსაცმელი გიჭერთ

ახალი ფეხსაცმლის გასაწელად რამდენიმე დღე, ზოგჯერ კვირაც კი საჭიროა. არ დაიტანჯოთ! სქელი, ბეწვის წინდები, შემდეგ ფეხსაცმელი ჩაიცვით და ცხელი ფენით გაახურეთ. განსაკუთრებული ყურადღება იმ ადგილებს დაუთმეთ, სადაც უფრო ძლიერ გიჭერთ.

თუ ფეხი ძლიერ გიოფლიანდებათ

ჰიპერჰიდროზი – ბევრისთვის ცნობილი პრობლემა. ფეხსაცმელი ოფლისგან რომ დაიცვათ, ქუსლის ქვეშ ყოველდღიური ჰიგიენური საფენი ჩადეთ. აუცილებლობის შემთხვევაში გამოცვალეთ და თქვენს ფეხსაცმელს ყოველთვის კარგი სუნი ექნება.

ნაკაწრები

ლაკის ფეხსაცმლის ზედაპირზე ნაკაწრების მოსაშორებლად სამედიცინო სპირტი ან ვაზელინი გამოიყენეთ. ბამბის ჩხირით ცოტა საშუალება დაზიანებულ ადგილს ნაზი მოძრაობით წაუსვით.