Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი წითელ ფერზე: გაიგეთ მეტი თქვენს პიროვნებაზე

წითელი ფერი გამოხატავს სიხარულს, სიცოცხლისუნარიანობას, ვნებას, აგრესიას, სიყვარულს, სითბოს. წითელი მაღალი ემოციური ზემოქმედების ფერია, რომელსაც ბევრი ბრენდისა და სარეკლამო მარკეტინგისთვის იყენებენ.

ბუნებაში ბევრ ადგილას გვხდება და ამ ტესტში თქვენი ცხოვრების და პიროვნების ასპექტების გამოსავლენად გამოიყენება.

მოცემულ 4 სურათს შეხედეთ და აირჩიეთ ის, რომელმაც თქვენი ყურადღება პირველმა მიიპყრო. შემდეგ შესაბამისი აღწერა წაიკითხეთ.

№ 1 ემოციური პიროვნება – შემოქმედება

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც საკუთარი ექსპრესიულობა გახასიათებთ. შემოქმედები პიროვნება ხართ და როცა დიდ კომპანიაში იმყოფებით, შეუმჩნეველი არ რჩებით. თქვენი ინდივიდუალურობის გამოხატვა და დადასტურება არ გიჭირთ. თქვენ შეგიძლიათ ცხოვრება ლამაზი ნივთებით შეავსოთ, მაგრამ ენთუზიაზმი გაკლიათ.

ძალიან მგრძნობიარე ხართ და ამ მიზეზით ხშირად თქვენი ხედვა ცხოვრებაზე სხვისას არ ემთხვევა. ბევრ ადამიანს თქვენი გაგება და ნდობის მოპოვება უჭირს. თქვენი მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სხვების მოსაზრების მიღება ისწავლოთ. დრო და დრო აზრი უნდა შეიცვალოთ. ასე უკეთესი გახდებით.

№ 2 ორგანიზატორი პიროვნება – თავდაჯერებულობა

თქვენი პოტენციური თვისება – ორგანიზაცია. სხვებში თავდაჯერებულობა ჩანერგეთ და შესაძლებლობა გექნებათ, რომ უფრო მეტი თავდაჯერებულობა იგრძნოთ. გეგმა შეადგინეთ და ვალდებულები საკუთარ თავზე აიღეთ, მათ შესრულებაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ თქვათ.

ზოგჯერ ამის გამო დარდობთ, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ საკუთარ თავს კარგავთ და წარსულის პრობლემებს ძალიან დიდ დროს უთმობთ. უკეთესად რომ იცხოვროთ, აწმყოზე კონცენტრირება მოახდინეთ. კარგია, რომ ორგანიზაციული ხართ და სხვებს თავს დაცულად აგრძნობინებთ, მაგრამ ასე შეიძლება საკუთარი სიმშვიდე დაკარგოთ, რომელსაც ახლა და აქ თქვენი აწმყო გთავაზობთ.

№ 3 ლიდერი პიროვნება – წარმატება

მეგობრებმა შეიძლება აღგწერონ, როგორც იდეალისტი, შეუპოვარი და მზადყოფნაში მიიღოთ ყველაფერი, რასაც ცხოვრება შემოგთავაზებთ. ძლიერ ნანობთ, როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. ცდილობთ, რომ გააუმჯობესოთ ცხოვრება და ირგვლივ სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ.

ზოგჯერ პასუხისმგებლობით გადატვირთული ხართ, სხვების პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებთ. როგორც წესი, თავდაუზოგავი ადამიანი ხართ, მაგრამ ბევრი ვალდებულება არ უნდა აიღოთ. გახსოვდეთ, რომ დრო მიზნების მიღწევაზე უნდა დახარჯოთ, რომლებმაც შეიძლება გაგაბედნიეროთ.

რჩევა: ზოგჯერ იდეალიზმს მივყავართ პერფექციონიზმამდე. ამ ვითარებაში წარმატებას მიაღწევდით, უფრო პრაქტიკული რომ იყოთ!

№ 4 აღტაცებული პიროვნება – იმპულსურობა

თქვენ ხართ მხიარული, მრავალმხრივი, გატაცებული და თავგადასავლების მოყვარულიც კი. მაშინაც კი, თუ მრავალმხრივი გონება გაქვთ, რომელიც რამდენიმე იდეის ერთდროულად დამუშავების შესაძლებლობას გაძლევთ, ხშირად ცოტა ყურადღება გეფანტებათ!

გამოწვევები გიყვართ, შეგიძლიათ ცვლილებების მიღება, ერთფეროვნება გძულთ. ავანტიურისტული სულის მიუხედავად, ხშირად საქმეს გვერდზე დებთ, რომელსაც ნამდვილად შეუძლია თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება.

ოპტიმისტური გონება გაქვთ, რომელიც ცდილობს პრობლემები თავიდან აიცილოს და არსებობს სტრატეგია, რომელსაც იყენებთ, რომ გადაწყვეტილების მოლოდინში არ ინერვიულოთ. გონებით, რომელსაც ფლობთ, ნამდვილად შეგიძლიათ ყველა უსიამოვნების გადალახვა. უბრალოდ საკუთარი თავს მეტად ენდეთ.