Connect with us

ჯანმრთელობა

ფრჩხილების კვნეტა დაავადების რისკებს ზრდის!

დროა ამ მავნე და დამღუპველი ჩვევისგან გათავისუფლდეთ, რადგან ის გაცილებით აიოლებს კორონა ვირუსით დაავადებას.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების დარგის სპეციალისტი – დოქტორი პურვი პარიხი ადამიანებს ამ ჩვევისგან გათავისუფლებას ურჩევს. ის ვირუსებით დაავადების რისკებს რამდენჯერმე ზრდის. ბაქტერიების, ვირუსებისა და ჭუჭყის ყველა სახეობა სწორედ ფრჩხილებში გროვდება. ამგვარი დაავადების რისკი განსაკუთრებით მაღალია თუ ხელებს ხშირად არ იბანთ. როდესაც ადამიანი სახეს და განსაკუთრებით პირს, ცხვირს ან თვალებს ეხება – ხდება ბაქტერიების გადაცემა.

პარიხის თქმით: ბაქტერიების პირის ღრუში მოხვედრა ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდია დასაავადებლად.

“ჩვენ ყველა მედ-მუშაკს მოვუწოდებთ მოკლედ დაიჭრან ფრჩხილები, რადგან მათ ქვეშ ძალიან ბევრი მიკრობი გროვდება და ყოველ ჯერზე როდესაც სახეს ეხებით მიკრობების ორგანიზმში შეგაქვთ.”

დღეს ფართოდ გავრცელებული კორონა ვირუსიც სწორედ ასე აავადებს ორგანიზმს, მხოლოდ ეს მიზეზიც კი კმარა ამ მავნე ჩვევის მოსაშორებლად. ამის გასაიოლებლად შეგიძლიათ რეზინის ხელთათმანები ატაროთ, ღეჭოთ საღეჭი რეზინი, ან გამოიყენოთ სპეციალური ვარდისფერი ლენტი თითის ბოლოებისთვის. ხშირად დააკავეთ ხელები და თითები საქმით რათა მათი კვნეტის დრო აღარ დაგრჩეთ!