Connect with us

ჰოროსკოპი

ფრაზა, რომელიც ფულის ენერგიას იზიდავს და ააქტიურებს

თითქმის ყველას სურს სწრაფად გამდიდრება და შემოსავლის გაზრდა. ეზოთერიკოსები გვირჩევენ, რომ ფულის ნაკადს ყურადღება მივაქციოთ. მხოლოდ ჩვენი მცდელობა და შრომა შედეგს ვერ გამოიღებს, თუ  გადაკეტილია ფულის ნაკადი, რომელსაც ხშირად გაუცნობიერებლად თავად ვხურავთ. თუ ფულის ნაკადი გააქტიურებულია, ფინანსურ შემოსავალს მარტივად გაზრდით.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ფინანსურ პრაქტიკებს, რომელთა დახმარებით ფულის ენერგიას მოიზიდავთ და გამდიდრებას შეძლებთ.

ფულის ნაკადი

ტვინი, გონება მთავარი ორგანოა, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობაზე, და არა მხოლოდ მასზე, გავლენას ახდენს. გონება სწორად უნდა გამოიყენოთ, რომ ეფექტურად იმოქმედოს. სწორი პარამეტრები შეურჩიეთ, ხელისშემშლელი ფაქტორები მოიშორეთ. ასე პრობლემების გაქრობასა და სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ.

შუაშამანიზმის ალთაური მეთოდოლოგიის ფუძემდებელი, ოსტატი ვლადისლავი, გირჩევთ, რომ ფულის, წარმატების და კეთილდღეობის მოსაზიდად საქმიანი სფეროები დადებითი ენერგიით გაავსოთ.

სუნები კარიერასა და ბიზნესზე გავლენას ახდენს. ახალი და მთელი დაფნის ფოთოლი აიღეთ, მარცხენა ხელით გასრისეთ და არომატი შეისუნთქეთ. სუნი ღრმად ჩაისუნთქეთ. დაფნის არომატი ფინანსების და საქმიან სფეროზე დადებითად მოქმედებს.

ამ თვისებას გააძლიერებთ შემდეგი ფრაზით: „არომატს ვსუნთქავ, მდიდარი გავხდები. ოქროთი და ვერცხლით, გონებით სავსე ვარ. ამინ“. რიტუალს სერიოზულად მიუდექით და ფული არ დააყოვნებს.

Advertisement

შელოცვის ბოლოს დაფნის ფოთოლი საფულეში შეინახეთ. დაფნა უნდა შეინახეთ იქ, სადაც ფულს ინახავთ. დროდადრო ფოთოლი ამოიღეთ და პროცედურა გაიმეორეთ. თუ ფოთოლს არომატი აღარ აქვს, ახალი ფოთოლი გამოიყენეთ, ხოლო ძველი წყალში გადააგდეთ.

პრაქტიკა ადამიანის გონებაზე, კერძოდ ქვეცნობიერზე მოქმედებს. ფული მოულოდნელი გზით მოვა. გონება თქვენთვის საუკეთესო გამოსავალს იპოვის.

შეგიძლიათ 5 ლამაზ ფოთოლს რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი დააწვეთოთ და მზეზე გააშროთ. შემდეგ ფულის შესანახ ადგილებში მოათავსეთ. ეს ფულის უძლიერესი თილისმაა.

ასევე დიდ ლამაზ ფურცელზე დაწერეთ, რამდენი ფული გჭირდებათ ახლა. თქვენი საყვარელი ეთერზეთი წაუსვით. ხელისგულებს შორის მოაქციეთ, მსუბუქად გასრისეთ და თქვით: „მე შენ გხეხავ, ფულში დახმარებას გთხოვ“.

ფულის ენერგია თავისით ვერ გააქტიურდება. ამისთვის საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ და ფულთან დამოკიდებულება თანდათან შეცვალოთ. იპოვეთ ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ფინანსების გამომუშავებაში ხელს გიშლით. ფურცელზე ჩამოწერეთ და გაიხსენეთ, სად გაიგონეთ ამის შესახებ. ძალიან ხშირად, ასეთი დამოკიდებულება ბავშვობიდან მოდის.

სცადეთ, რომ ნეგატიურ ფიქრებს პოზიტიურით დაუპირისპირდეთ. კარგზე იფიქრეთ ან ხმამაღლა ისაუბრეთ, სანამ ნეგატიური ფიქრები არ მოგშორდებათ. არ არის საჭირო თავის შეზღუდვა ფრაზით „მარტივად ვერაფერს მიაღწევ“. გირჩევთ, პოზიტიურად იაზროვნოთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვათ „არსებული შესაძლებლობებიდან საუკეთესოს ადვილად განვახორციელებ“.

Advertisement
Advertisement