Connect with us

ყვავილები

ფლორისტების რჩევები: ოთახის მცენარეები მუდმივად რომ ყვაოდნენ

ოთახის მცენარის შერჩევისას, პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ფორმას, ფერსა და ფოთლების ზომას. თითოეულ მცენარეს თავისებური ენერგეტიკა აქვს, ამასთან, ადამიანზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

მცენარე ლამაზი და ჯანმრთელი მხოლოდ სწორი მოვლისა და შესაფერისი პირობების შემთხვევაში იქნება. აუცილებელი პირობებიდან უმნიშვნელო გადახრის შემთხვევაშიც კი, ფოთლებზე ყავისფერი, მშრალი ლაქები ჩნდება, ხმება ფოთლის კუთხეები და დაბოლოებები.

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

ოთახის ტენიანობა და ტემპერატურა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გამოიყენეთ გამოცდილი ფლორისტების რჩევები, თუ გინდათ, რომ თქვენი ოთახის მცენარეები მუდმივად ყვაოდნენ.

წყალი ყველაფერი ცოცხალის საფუძველია, მათ შორის, ოთახის მცენარეებისაც. მცენარეების თითოეულ სახეობას თავისებური მორწყვის საჭირობა აქვს. თუმცა, მცენარე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ სასუქსაც გამოიყენებთ.

რეკომენდაციები მცენარეების მოვლისთვის

  1. შაქარი – ეს ყველაზე მარტივი ნატურალური სასუქია ყვავილებისთვის. გახსნისას იგი ფრუქტოზად და გლუკოზად იყოფა. ეს უკანასკნელი ენერგიით უზრუნველყოფს ყველა პროცესს, რომელიც მცენარის ცხოველქმედებისთვისაა აუცილებელი. შაქრისგან სასუქის მოსამზადებლად გახსენით 0.5 ლ სითხეში 1 ს.კ. შაქარი ან უბრალოდ მოაყარეთ იგი ნიადაგის ზედაპირს და შემდეგ მორწყეთ.
  2. აბუსალათინის ზეთი იდეალურია ოთახის ყვავილოვანი მცენარეების გამოსაკვებად. 1 ლ წყალში გახსენით 1 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი. მისი დახმარებით, მცენარე უფრო სწრაფად იზრდება, არ ავადდება და უფრო ჭარბად ყვავის.
  3. მცენარის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სპეციალისტები გვირჩევენ, მოსარწყავ სითხეს ხის ფერფლი დავუმატოთ. 1 სათლ წყალზე 100-150 გ ფერფლი მოდის. ასეთი ხსნარით მცენარე მხოლოდ 30 დღეში ერთხელ უნდა მორწყოთ.
  4. ციტრუსისა და ბროწეულის კანი შესანიშნავი ნატურალური სასუქია. ქერქებს დაასხით წყალი და დააყენეთ 24 საათით. ამის შემდეგ თამამად მორწყეთ ყვავილები.
  5. 60 დღეში არაუმეტეს ერთხელ, გახსენით 1 აბი ასპირინი წუყალში და მორწყეთ მწვანე მეგობრები. ეს გაზრდის მის იმუნიტეტს დაავადებების მიმართ.
  6. ალოეს წვენი მცენარეული წარმოშობის ბიოგენური სტიმულატორია, რომელიც ყვავილების ზრდას აჩქარებს. მინიმალურ ვადაში იღებთ ლამაზ, ჯანმრთელ მცენარეს. ხსნარის მოსამზადებლად გახსენით 1 ჩ.კ. ალოეს წვენი 1.5 ლ სუფთა წყალში.
  7. რძე შეგიძლიათ არამხოლოდ მოსარწყავად, არამედ ფოთლების გასაწმენდადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სარწყავი ხსნარის მოსამზადებლად, 1ლ წყალში გააზავეთ 1 ჩ.კ. რძე. გასაწმენდი ხსნარისთვის კი გააზავეთ წყალი რძესთან 10:1 პროპორციით. ასეთი ხსნარით გაწმინდეთ ფოთლები 7 დღეში ერთხელ.

თქვენ რას აკეთებთ მცენარეების ჯანმრთელობისთვის?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.