Connect with us

ჯანმრთელობა

ფისტულა რომელსაც 1 თვიანმა მკურნალობამაც ვერ უშველა, ამ საშუალებამ 5 დღეში გააქრო!

ამბობენ, რომ სამედიცინო კუპრი პარაპროქტიტს ( ან პერიპროქტიტი – სწორი ნაწლავთან განლაგებული უჯრედისის ანთება) რამდენიმე დღეში კურნავს. ამისთვის 1 კოვზ მურაბაში 10 წვეთი სამედიცინო კუპრი უნდა გაურიოთ და დილით, უზმოზე მიირთვათ, დააყოლეთ ჩაი ან რაიმე საკვები.

არყის ქერქის კუპრი ფარმაკოლოგიაში

  • პრეპარატის ლათინური დასახელება: Pix Betulae
  • ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოთროპული, ანტისეპტიკი და სადეზინფექციო საშუალება.
  • შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 20 გრამიანი ფლაკონი.
  • მედიკამენტური ფორმის აღწერა: სქელი, ზეთოვანი, შავი ფერის სითხე, მკვეთრი და სპეციფიური სუნით.
  • დახასიათება: არყის ხის ქერქის, გარე ნაწილის, მშრალი დისტილაციით მიღებული პროდუქტი.
  • ფარმაკოლოგიური მოქმედება: პედიკულოზის (ტილიანობის) საწინააღმდეგო, ადგილობრივი ეფექტის, ანტისეპტიკური საშუალება.
  • მიღების წესი და დოზები: გარეგანი მოხმარების. გამოიყენება ფსორიაზის, ეგზემასა და ნეიროდერმატიტის დროს.

  • მოხმარების პირველი წესი: დღეში 1-2 ჯერ, სითხეს თხლად ისვამენ დაზიანებულ ადგილას და იხვევენ მას.
  • მოხმარების მეორე წესი: სითხეს დაზიანებულ ადგილას დღეში ერთხელ ისვამენ და ნელ-ნელა ზრდიან დატანის დროს – 10 წუთიდან 30 წუთამდე. ამ დროის გასვლის შემდეგ, პრეპარატს თბილი წყლის მეშვეობით ჩამოიბანენ – საპნით ან გელით. სიმშრალეს ან დაჭიმულობას დამარბილებელი კრემის ან მალამოს მეშვეობით იშორებენ.
  • მოხმარების მესამე წესი: 100-150 მილიგრამი ხსნარი სპირტით (1:1 ან 1:2) გამოიყენება კუპრის აბაზანებისთვის.
  • პრეპარატის შენახვის წესები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ ადგილას. არაუმეტეს 25 გრადუს ტემპერატურაზე.
    ვარგისიანობის ვადა: 5 წელი

კუპრის სამკურნალო თვისებები

არყის ხის კუპრი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში. მას ძლიერი ანტისეპტიკური, პარაზიტებისა და მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.

მისი გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას, ასტიმულირებს კანის რეგენერაციას და უზრუნველყოფს რეფლექსურ ეფექტს კანის რეცეპტორებზე.
არყის ხის კუპრს შეუძლია გაანეიტრალოს ქიმიოთერაპიის ნეგატიური შედეგები, გაწმინდოს ორგანიზმი ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტებისგან, გააუმჯობესოს გულის მუშაობა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება.

მკურნალობა არყის ხის კუპრით

პრეპარატს გამოიყენებენ შემდეგი დაავადებებისას:

  • ანგინა
  • ბრონქიალური ასთმა
  • ქრონიკული ოტიტი
  • მუნი
  • კანის სოკოვანი დაავადებები
  • ეგზემა
  • ქერცლიანი ლიქენა
  • ფსორიაზე
  • ჩირქოვანი ჭრილობები
  • ტროპიკული წყლულები და სისხლჩაქცევები
  • დამწვრობები, მოყინვები და ნაწოლები
  • კანის ქავილი და კანის გამონაყარი
  • მშობიარობის შემდგომი მასტიტი
  • შარდკენჭოვანი დაავადება, უროლიტიაზი
  • სტომატიტი
  • ურეთრიტი
  • საკვების მომნელებელი სისტემის დარღვევები
  • მშრალი მაზოლები
  • ჰიპერტონია
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები

ზოგჯერ სუფთა კუპრს იყენებენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი მის საფუძველზე დამზადებულ პრეპარატებს (ვიშნევსკის მალამო, კუპრის საპონი და ა.შ.)