Connect with us

ჯანმრთელობა

ფეხის ტერფის ჩინური მასაჟი „ცზინლო“: ვკაპრიზობ, როცა მასაჟს დროულად არ ვიღებ. დღეში 3 წუთი საკმარისია

ჩინურ მედიცინას მკურნალობის განსაკუთრებული მეთოდი აქვს, რომელიც ევროპული, ამერიკული და ებრაული მეთოდებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩინელი ექიმები თვლიან, რომ ტერფებზე ზემოქმედებით შინაგანი ორგანოების განკურნება და აკუპრესურის აქტიური განვითარება შეიძლება.

ტერფებზე 60-ზე მეტი აქტიური წერტილი და ცზინლოს მნიშვნელოვანი არხებია მოთავსებული. რეფლექსური წერტილების მასაჟით სხეულის სხვადასხვა წერტილებში მასტიმულირებელი იმპულსები შეგიძლიათ გააგზავნოთ. მასაჟის რეგულარული ჩატარებით კი სტრესს, დაღლილობას და ფსიქოემოციურ აღგზნებას მოიშორებთ, ნერვულ სისტემას და ნივთიერებათა ცვლას დაარეგულირებთ.

როგორ გავიკეთოთ ფეხის მასაჟი

1. მასაჟი ტერფის გვერდებიდან ცენტრისკენ იწყება, შემდეგ ტერფის თაღის, ბოლოს თითების მასაჟი ხდება. ჯერ საჩვენებელი თითის ბალიშით სხვადასხვა მხარეს აჭერენ, შემდეგ კი ჭიმავენ.

ტერფის ზედა ნაწილის წერტილები ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, კუჭს, ელენთას, პანკრეასს და თორმეტგოჯა ნაწლავს შეესაბემება. საშუალო ნაწილის წერტილები წვრილი ნაწლავის, ტერფის კიდეები მსხვილი ნაწლავის ზონას, ტერფის ცენტრი ჭიპს, ხოლო ტერფისქვედა ნაწილი მენჯის ღრუს ორგანოებს შეესაბამება.

შეგიძლიათ წერტილოვანი მასაჟი გაიკეთოთ. თავის ტკივილის მოსაშორებლად ფეხის ცერა თითს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, თვალის კვების გასაუმჯობესებლად – 2 შუა თითი უნდა დაიმასაჟოთ და ორ ბოლო თითი ყურის მოქმედების გასაუმჯობესებლად უნდა დაზილოთ.

სანამ ამ მეთოდს სკეპტიკურად შეხედავთ, მასაჟების სერია ერთი კვირის განმავლობაში შეასრულეთ და შედეგს ყურადღება მიაქციეთ. ჩვეულებრივ ტერფებს იშვიათად ვეხებით, მათზე ზემოქმედების გარეშე კი აკუპრესურის ეფექტურობის განსჯა რთულია.

2. როგორ მოვიშოროთ ფეხის დაღლილობა? მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე სიარულის მოყვარულებს გაჭიმვების გაკეთებას გირჩევთ. თითის წვერებზე გაიარეთ. შემდეგ ტერფებით წრიული ბრუნვა თითოეულ მხარეს 10-15-ჯერ შეასრულეთ. ამის შემდეგ ჩოგბურთის ბურთით ვარჯიშის შესრულებას შეუდექით.

3. სამსახურის შემდეგ ფეხის დაძაბულობის მოხსნას ცივი და ცხელი წყლის კონტრასტული აბაზანის მიღებით შეძლებთ. ქალებს შეუძლიათ მხოლოდ ცხელი ფეხის აბაზანა მიიღონ, მაგრამ ორსულებისთვის ცხელ წყალში ფეხების ჩაწყობა არ შეიძლება.

წყალს შეგიძლიათ ზღვის მარილი, წიწვოვანი ექსტრაქტები, ეთერზეთები დაუმატოთ. მათი დახმარებით კანის შეხორცებას ხელს შეუწყობთ.

ფეხებსა და ტერფებთან მუშაობის დროს ფსიქოემოციური მიზეზების გაანალიზება არ დაგავიწყდეთ, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევენ.

ტერფები – ეს ჩვენი წინ მოძრაობაა. ტერფების ყველაზე გავრცელებული დეფორმაციები გიამბობთ, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს და როგორ ეპყრობით სამყაროს.

ბრტყელტერფიანობა სხეულის მცდელობაა, რომ საყრდენი წერტილი გაზარდოს. რატომ? შინაგანი მხარდაჭერის ნაკლებობის კომპენსირებისთვის. ბავშვებისთვის ეს ბუნებრივია, რადგან ისინი სრულად მშობლებზე არიან დამოკიდებულნი. როცა უკვე ზრდასრული ხართ და თქვენი ფეხი ბრტყელი რჩება ეს იმას ნიშნავს, რომ არასტაბილურობის გრძნობა ჯერ ვერ მოიშორეთ.

მერყეობა და მნიშვნელოვანი ადამიანებისგან მხარდაჭერის ნაკლებობა თქვენი მუდმივი მდგომარეობაა. თუ საკუთარ თავს არ ენდობით, არავინ გენდობათ. თქვენს ფეხებს კი ვერ მოატყუებთ. ვარჯიში დაგეხმარებათ, მაგრამ ის მეორადია, პირველ რიგში საკუთარი აღქმა უნდა შეცვალოთ.

ტერფზე, ცერა თითზე ძვლის წამონაზარდი ემოციური დაუცველობის და დაცვის დაკარგვის ნიშანია. ის არა მხოლოდ ცუდი ფეხსაცმლის, არამედ სიყვარულის და ბავშვობაში ყურადღების დეფიციტის გამო ჩნდება.

რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა ემოციურ დაუცველობას აღიარებთ? მიიღეთ ის ფაქტი, რომ გარშემო სამყაროს მიმართ სიკეთისა და სიყვარულის გამოჩენა მარტივი და სასიამოვნოა. თქვენ სიყვარულის წყარო ხართ და სხვებსაც გაუნაწილეთ. გრძნობის უკან დაბრუნებას მხოლოდ ასე იგრძნობთ.

ქუსლის დეზი: პირდაპირ გაგებით ლოდინს ნიშნავს. ნაკლები მოძრაობით ქუსლში მარილი გროვდება. სხეული წინ მოძრაობისკენ გიბიძგებთ. ეს სტაბილურობის ზონის დატოვების შიშის რეაქციაა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.