Connect with us

საკითხავი

ფეხები ვაშლის ძმარში ჩააწყვეთ და დაავადებების შესახებ დაივიწყეთ

წელს ჩემი ერთ-ერთი მიზანი ტრადიციულ კოსმეტიკურ საშუალებებზე უარის თქმა და ნატურალური პროდუქტების გამოყენება იყო.

როგორც გავარკვიე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება ვაშლის ძმარია. მას ნებისმიერ მაღაზიაში იპოვით. ის წარმოუდგენლად ბევრ უპირატესობას მოგცემთ!

გაუფილტრავი, არაპასტერიზებული, ნედლი ვაშლის ძმარი „ყველა ძმრის დედაა“. პირველ რიგში, მას ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების გამო აფასებენ.

ვაშლის ძმარი თქვენს ცხოვრებას შეცვლის. მას უსიამოვნო სუნის გაქრობა, სხეულის გაწმენდა და ბევრი დაავადების თავიდან აცილება შეუძლია.

რამდენიმე აქტუალური მაგალითი:

1. ყელის ანთებას აქრობს

ვაშლის ძმარი ბაქტერიებს და მიკრობებს ებრძვის. ყელში ღიტინის დროს 1 ჭიქა თბილ წყალში ¼ ს/კ ვაშლის ძმარი გახსენით და ამ ხსნარით ყელი გამოივლეთ. ასე ყველა ბაქტერიას გაანადგურებთ.

2. მკერდის წვას აქრობს

მკერდის დისკომფორტის შესამცირებლად ხშირად ვაშლის ძმარს იყენებენ. წვას ხშირად დაბალი მჟავიანობა იწვევს. ნატურალური ვაშლის ძმარი ამ დეფიციტს აღადგენს და საკვების გადამუშავებას ხელს შეუწყობს. ამისთვის 1 ჭიქა წყალში 1 ჩ/კ ძმარი გახსენით.

3. ცხვირს წმენდს

ვაშლის ძმარს ცხვირის ინფექციები შესანიშნავად გამოაქვს. საქმე იმაშია, რომ მასში B და E ვიტამინი, ასევე კალციუმი, კალიუმი და მაგნიუმი შედის. ყველა ეს მიკროელემენტი ცხვირის ნესტოების გაწმენდასა და ალერგიის დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

ცხვირის გაჭედვის დროს 1 ჩ/კ ძმარი 1 ჭიქა წყალში გახსენით და დალიეთ. ასეთი სუსტი ხსნარი შეგიძლიათ ცხვირში ჩაიწვეთოთ.

4. ქერტლს მოიშორებთ

ვაშლის ძმრის მაღალი მჟავიანობა თავის კანის PH ბალანსის დარეგულირებასა და სოკოსა და ბაქტერიების მოშორებაში დაგეხმარებათ.

რეცეპტი: ძმარი და წყალი თანაბრად აურიეთ და საფრქვეველ ბოთლში ჩაასხით. ნარევით თმა ტენის შეგრძნებამდე დაინამეთ. თავი პირსახოცით შეიხვიეთ და 15 წუთით გაიჩერეთ. ასე თმას მოცულობასაც შემატებთ.

5. ღამის კრუნჩხვებს მოიშორებთ

თუ კრუნჩხვები გაწუხებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს კალიუმი აკლია. 2 ს/კ ძმარი, 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჭიქა თბილი წყალი აურიეთ. ყოველი დილით 1 ჭიქა ასეთი ნარევი დალიეთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

6. კანის ქავილს მოიშორებთ

ვაშლის ძმარი ანტისეპტიკია, რომელსაც სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. კანის ქავილის დროს ბალზამივით მოქმედებს.

სუფთა სახით წერტილოვნად გამოიყენეთ, რომ ქავილი მოიშოროთ. მცირე რაოდენობით შინაური ცხოველების სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

7. ფეხის სუნს მოიშორებთ

ფეხის უსიამოვნო სუნის მთავარი მიზეზი ოფლიანობაა. თავად ოფლს სუნი არ აქვს, ის უბრალოდ წყალია, უსიამოვნო სუნს ბაქტერიები იწვევენ, რომლებიც ამ გარემოში კარგად მრავლდებიან. ვაშლის ძმარი კანის ტუტე ბალანსს აღადგენს და ბაქტერიებს ანადგურებს. ფეხები ძილის წინ ძმარში დასველებული სალფეთქით გაიწმინდეთ, რომ პრობლემა მოიშოროთ.

8. მუცლის შებერილობას და აირების დაგროვებას მოიშორებთ

საკმაოდ უსიამოვნო თემაა, რომლის უგულებელყოფა არ ღირს. თქვენ 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩ/კ ძმარი დაგეხმარებათ. ჭამის წინ დალიეთ. ასე კუჭ-ნაწლავის ტრაქტს განტვირთავთ.

9. სახლიდან უსიამოვნო სუნს მოიშორებთ

სანამ ძვირადღირებულ ჰაერის გამწმენდს იყიდით, „არომატების“ მოშორების ძმრის შესანიშნავი თვისების შესახებ გაიხსენეთ. წყლისა და ძმრის ნარევი 1:1 პროპორციით გამოიყენეთ და უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ.

10. არა ტოქსიკური სარეცხი საშუალება

სახლის დალაგებაში არა მხოლოდ სოდა, არამედ ძმარიც დაგეხმარებათ. თანაბარი პროპორციით წყალში აურიეთ. ასე ცხიმის, ჩამჯდარი ლაქების და ჭუჭყის მოშორებას შეძლებთ.

11. წყლის სადინარს წმენდს

გაჭედილი მილების გასაწმენდად ქიმიური საშუალებების ყიდვა აუცილებელი არაა. ½ ჭიქა საკვები სოდა 1 ჭიქა ვაშლის ძმარში გახსენით. შემდეგ სადინარ მილში ჩაასხით და ნახევარი საათით გააჩერეთ.

12. ობს მოიშორებთ

ობის მოსაშორებლად ძმარი ობიან ზედაპირს საფრქვეველის საშუალებით წაუსვით ან ძმარში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ. ერთ საათში წყლით ჩამორეცხეთ. ობის პროფილაქტიკის მიზნით პრობლემური ადგილები ძმრის ხსნარით ყოველ კვირას გაწმინდეთ.

13. თეთრეულს უთოს გარეშე გააუთოვებთ

ძმარი და წყალი 1:3 პროპორციით აურიეთ და საფრქვეველის ბოთლში ჩაასხით. ნარევით სველი ტანსაცმელი დანამეთ და გაშრობა აცადეთ. უთო აღარ დაგჭირდებათ!

14. ავეჯიდან ლაქა ამოყავს

მარილის და ძმრის ნარევი იდეალური საშუალებაა, რომ ავეჯიდან ლაქები ამოიყვანოთ.