Connect with us

ჯანმრთელობა

ფარმაცევტული კომპანიები ამას მალავენ. 10 პროდუქტი, რომლებიც 1000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ანტიბიოტიკები

ავადმყოფობის დროს ადამიანი ექიმს მიმართავს რაიმე ჯადოსნური აბების, სიროფის და წამლების გამოწერის იმედით, რომელიც რამდენიმე წუთში ფეხზე დააყენებთ. ამ შემთხვევაში, თუ საქმე ბაქტერიულ ინფექციებს ეხება, ექიმები პაციენტებს ანტიბიოტიკებს უნიშნავენ. თუმცა ამ პრეპარატებს მთელი რიგი გვერდითი ეფექტი აქვთ ან, როგორც ხალხში ამბობენ, ერთს კურნავენ და მეორეს ანადგურებენ.

უნდა გახსოვდეთ, რომ ანტიბიოტიკების მიღებით ნაწლავების ბუნებრივ მიკროფლორას ვაზიანებთ და სასარგებლო ბაქტერიებს ვკლავთ, ეს კი იწვევს ისეთ ნეგატიურ შედეგებს, როგორიცაა კვებითი ალერგია, ნაწლავური აშლილობა და იმუნიტეტის დასუსტება.

რა უნდა იცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ: ანტიბიოტიკების უმეტესობა ინფექციაზე გავლენას მიღებიდან უკვე რამდენიმე საათში ახდენს. თუმცა მკურნალობის ბოლომდე მიყვანა ძალიან მნიშვნელოვანია: არსებობს რისკი, რომ ინფექცია დაბრუნდება და გამოყენებული მედიკამენტის მიმართ უფრო გამძლე გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ძლიერი ანტიბიოტიკი დაგჭირდებათ.

თუ ოჯახის რომელიმე წევრი ანტიბიოტიკის მიღებას აპირებს, მის რაციონს ყურადღება მიაქციეთ. მასში თუთიით და სელენიუმით, ასევე A, E და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები უნდა შედიოდეს – მათ სოკოს საწინააღმდეგო თვისება აქვთ.

თუ ანტიბიოტიკის სახით ნატურალური პროდუქტის გამოყენებას აპირებთ, შორს წასვლა არ დაგჭირდებათ – ის შეიძლება სამზარეულოში გქონდეთ!

ბუნების ამ საჩუქრებს მაღალი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული თვისებები აქვთ და შეუძლიათ ორგანიზმი პათოგენებისგან დაიცვან. გთავაზობთ 10 საუკეთესო ბუნებრივ ანტიბიოტიკს, რომელიც, სავარაუდოდ, სახლში გაქვთ!

ბუნებრივი ანტიბიოტიკები

1. ნიორი

ნიორი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ის აქტიურად ებრძვის ისეთ ბაქტერიებს, როგორიცაა სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა. კვლევის ფარგლებში დამტკიცდა, რომ პაციენტებმა, რომლებიც ნიორს ყოველდღე მოიხმარდნენ, თავიდან მოიშორეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ალერგია, კბილის ტკივილი, გულის დაავადებები.

2. პირშუშხა

ეს მცენარე ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება, ამასთან იმუნური სისტემის აქტივობას ზრდის, ეფექტური საშუალებაა ყელის და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. ასევე დამტკიცებულია, რომ პირშუშხას რეგულარული მიღებით შესაძლებელია შარდსასქესო გზების დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების განადგურება.

3. ხილი და ბოსტნეული C ვიტამინის მაღალი შემცველობით

ვიტამინი C იმუნურ სისტემას აძლიერებს და დაავადებებთან ბრძოლის უნარს აუმჯობესებს. ცნობილია, რომ ეს ვიტამინი იმუნიტეტს ზრდის და ორგანიზმს გველის ნაკბენის შეხორცებაში, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების გაქრობაში, ჭრილობების შეხორცებაში ეხმარება. C ვიტამინი იმალება ისეთ ტკბილ პროდუქტებში, როგორიცაა მოცხარი, ფორთოხალი, ლიმონი, კივი, მარწყვი, ქლიავი და საზამთრო, და შემდეგ ბოსტნეულში: წიწაკა, ხახვი, ოხრახუში, კომბოსტო, სატაცური, პომიდორი და ისპანახი.

4. თაფლი

თაფლს უძველესი დროიდან უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო აფასებდნენ. ხალხში მას ხშირად ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებს. ამ პროდუქტს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტისეპტიკური და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები აქვს, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

5. დარიჩინი

დარიჩინს, როგორც სანელებელს და როგორც სამკურნალო საშუალებას, დიდი ისტორია აქვს, თუმცა მისი თვისებები ნამდვილად უნიკალურია! მასში შემავალ უამრავ სასარგებლო ნივთიერებას ბაქტერიების და სოკოს, მათ შორის კანდიდას ზრდის შეფერხება შეუძლია. დარიჩინი ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ასევე სანელებელი კუჭქვეშა ჯირკვალზე დადებით გავლენას ახდენს, სისხლში შაქრის და ინსულინის დონეს არეგულირებს და დიაბეტის საუკეთესო პროფილაქტიკას წარმოადგენს.

6. კოჭა

კოჭა ტრადიციულად გამოიყენება სურდოს და გრიპის სამკურნალოდ, თუმცა მისი შარდმდენი თვისებები სულ ახლახანს აღმოაჩინეს. კვლევის თანახმად, კოჭა დაგეხმარებათ გრიპის ვირუსების მოკვლაში. ის ინფექციებთან საბრძოლველად იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

კოჭის მიღება რეკომენდებულია გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკის მიზნით ზღვის ავადმყოფობის, ორსულობის და ქიმიოთერაპიის კურსის გავლის დროს. ასევე კოჭა ფართოდ გამოიყენება კუჭის აშლილობის დროს, ოსტეოპოროზის დროს ტკივილის შესამცირებლად და სიმსივნის ნატურალურ პროფილაქტიკურ საშუალებად.

7. ევკალიპტი

ევკალიპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივი ანტიბიოტიკის სახით, რადგან კანზე წასმის დროს ბაქტერიებს ანადგურებს. ეს მცენარე ჩაის გემრიელი და სასარგებლო დანამატის სახით ფართოდ გამოიყენება ინფექციებთან საბრძოლველად, ყველა სახის ხველის სამკურნალოდ და ეფექტურ სიცხის დამწევ საშუალებად. ასევე ევკალიპტი ითვლება ბუნებრივ ანტისეპტიკურ საშუალებად, რომელიც სოკოს, ბაქტერიებს და ვირუსებს ანადგურებს.

8. ექინაცეა

ეს ბალახი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც იმუნური სისტემის აქტივობას ზრდის, ტკივილს და ანთებას ამცირებს. მას ანტივირუსული და ანტიოქსიდანტური ეფექტი გააჩნია. პროფესიონალი ბალახების მცოდნეები გირჩევენ, რომ ექინაცეა შარდსასქესო გზების ინფექციების, კანდიდოზის, ყურის ინფექციის, მიკოზის, სინუსიტის, ციებ–ცხელების და ნელა შეხორცებადი ჭრილობის დროს გამოიყენოთ.

9. ვაშლის ძმარი

ეს პროდუქტი შეიცავს ვაშლის ძმარს, რომელიც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით ცნობილია. ვაშლის ძმარი ყველა სახის მიკრობს ანადგურებს, რომლებიც პირის ღრუს უტევენ და მოქმედებს, როგორც ღრუბელი, რომელიც ყველა ტოქსინს და მავნე პათოგენს გამოდევნის.

10. დაფნის ფოთოლი

დაფნის ფოთოლს მავნე მიკრობების და სოკოს განადგურების და დათრგუნვის გასაოცარი თვისება აქვს, რაც ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას აძლევს.

დაავადებისგან დაცვის საუკეთესო გზა – პროფილაქტიკა! უბრალოდ ეს პროდუქტები თქვენს ყოველდღიურ რაციონს დაუმატეთ და თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე დარწმუნებული იყავით. სითბოს ნაწილი თქვენს მეგობრებს და ახლობლებს გაუზიარეთ და უამბეთ მათ მარტივ მეთოდზე, როგორ ეწვიონ აფთიაქებს იშვიათად.

Advertisement