Connect with us

ყვავილები

უჩვეულო რჩევები მებაღეებს

როგორც წესი სხვადასხვა ბოსტნეულისა და ხილის მოყვანა გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამიტომ აუცილებელია მცენარეებს განსაკუთრებულად მოუაროთ, ებრძოლოთ მავნებლებს და შემდეგ ხარისხიანი მოსავლითაც დატკბეთ.

კოლორადოს ხოჭო

იმისთვი, რომ კარტოფილის უხვი მოსავალი მიიღოთ ეს ხახლური საშუალება გამოიყენეთ. ის კოლორადოს ხოჭოს გაანადგურებს – მდოგვის ხსნარი. აურიეთ 300 გრამი მშრალი მდოგვი, 0.5 ჭიქა ძმარი და დიდი რაოდენობით წყალი. მდოგვი კარგად უნდა გახისნას. შემდეგ კი შეგიძლიათ ეს ხსნართ კარტოფილის ბუჩქებს შეასხუროთ.

ყვავილები

ყავილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მათ კვებაზე იზრუნეთ. ამ ხსნარის გასახსნელად 100 გრამ საფუარს 10 ლიტრ წყალში გახსნით და 1 თვის მანძილზე ყვავილებს მორწყავთ.

ნიადაგის განოყიერება

უხვი მოსავალი – ყველა მებაღის ძირითადი მიზანია. ამის მირაწევად ხშირად გაანაყოფიერეთ ნიადაგი. ამისთვის არა მხოლოდ შეძენილი სასუქი არამედ საკვები ნარჩენებიც გამოგადგებათ, მაგალითად: ბანანის ქერქი, ყავის ნალექი, ჩაის ნახარში ან კვერცხის ცილა.

სათბური ცელოფნისგან

სეზონის დასაწყისი შეიძლება ცივი იყოს, ეს კი მცენარის განცითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. მათ დასაცავად ცელოსნის ინდივიდუალური სათბურები გამოიყენეთ. ეს ბიუჯეტური საშუალება შეგიძიათ თავადაც დაამზადოთ, შემდეგ შეინახოთ და ყოველ წელს გამოიყენოთ.

მღრღნელები

მოსავლის ხარისხზე მხოლოდ მწერები კი არა, მღრღნელებიც უარყოფითად მოქმედებენ. მცენარეების მავნებლებისგან დასახსნელად ჩვეულებრივი საპნიანი ხსნარი გამოიყენეთ, ეს გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე ქიმიკატები რომელბიც მცენარესა და ნიადაგსაც წამლავენ!

პეპლები

მართალია მღრღნელებსა და მავნე მწერებს ვებრძვით მაგრამ, პეპლების მიმართ სხვა დამოკიდებულება გვაქვს, ისინი ხომ თვალს ახარებენ! თუ წყლიან ჯამში რამდენიმე ნაჭერ ხილს ჩადებთ და ამ ჭურჭელს ნარგავებთან დადებთ მისი ტკბილი სუნი ლამაზ პეპლებს მოიზიდავს.

ხის ნაცარი

კომბოსტოს ტკიპა, ლოკოკინა და მცენარის ტილი – მავნებლები რომლებიც ჩვენს ნათესებს ხშირად სტუმრობენ და მათი მოცილება ძალიან რთულია. საკმარისია მიწას ხის ნაცარი მოაყაროთ და ამ მწერებს სამუდამოდ დაივიწყებთ!

სწრაფი მორწყვა

მცენარის მორწყვა სწრაფად და ხარისხიანად ჩვეულებრივი ბოთლის მეშვეობითაც შეგძლიათ. მასში რამდენიმე ნახვრეტი გააკეთეთ და საჭირო ბუჩქთან ახლოს – მიწაში ჩაარჭეთ. ამგავრად არც ფესვი დაზიანდება და მცენარეც მოირწყვება.

მცოცავი მცენარე

სახლის შეუხედავი ფასადის გასალამაზებლად ან ძველი ბოსტნის მოსართავად შეგიძლიათ მცოცავი მცენარე გამოიყენოთ. მაგალითად მარდა, ვარდი ან ნასტურცია. ეს მარტივი მეთოდი თქვენს გარემოს ნამდვილად გაალამაზებს!

სახლის მცენარეები

სახლის მცენარეები – კიდევ ერთი საშუალებაა ბაღის ან ეზოს გასალამაზებლად. ქოთნის ყვავილები თქვენს ეზოსაც გაალამაზებს და სუფთა ჰაერი მათ განვიტარებაზეც დადებიტად იმოქმედებს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.