Connect with us

საკითხავი

უნიტაზს ერთი მოძრაობით ვწმენდ. როგორ მოაშოროთ მომაბეზრებელი ჟანგი

ყველა დიასახლისს სურს, რომ სააბაზანო ოთახი იდეალურად მოწესრიგებული იყოს, მაგრამ ეს ოთახი სწრაფად ჭუჭყიანდება. უნიტაზზე ჟანგი და კირის ნადები ხშირად ჩნდება და უსიამოვნოდ გამოიყურება. არ იდარდოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ გამოცდილ ხრიკს, რომლის გამოყენებით უნიტაზს სიქათქათეს დაუბრუნებთ.

ჟანგი უნიტაზზე

თუ წყალი ხისტია და ბევრ კირს შეიცავს, უნიტაზის კედლებზე კირის ნადები წარმოიქმნება. მის ფორებში ჭუჭყი და ბაქტერიები გროვდება. თუ წყალი ბევრ რკინას შეიცავს ან სანტექნიკის მილები არამოთუთიებულია, უნიტაზის კედლებზე ჟანგი ჩნდება. თუ ჟანგის ან ნადების ნიშნები დაინახეთ, მაშინვე საწმენდი საშუალებით და საჭირო ინსტრუმენტებით შეიარაღდით და გაწმენდა დაიწყეთ, რომ პრობლემა არ გართულდეს.

გამოცდილი ხრიკი ჟანგის და ნადების მოსაშორებლად

შინ მომზადებული საწმენდი საშუალება იაფი და ეფექტურია. მაღაზიაში ძვირადღირებული საწმენდი ნარევის ყიდვა არ მოგიწევთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ლ წყალი
  • 100 მლ წყალბადის ზეჟანგი
  • 50 მლ ნიშადურის სპირტი

მომზადების და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. თუ ნიშადურის მძაფრი სუნის ატანა არ შეგიძლიათ, სამედიცინო ნიღაბი გაიკეთეთ.
  2. უკეთესი შედეგის მისაღებად უნიტაზიდან წყალი ამოტუმბეთ. გამოგადგებათ პლასტმასის ბოთლი, რომელიც პიპეტის ან ოყნის როლს შეასრულებს. ბოთლს ხელი მოუჭირეთ, წყალში ჩადეთ და წყალი ამოტუმბეთ. თუ ამდენი წვალება არ გსურთ, მხოლოდ წყალბადის ზეჟანგი და ნიშადურის სპირტი გამოიყენეთ. წყალი არ დაუმატოთ.
  3. საწმენდი ნარევი უნიტაზს შიგნიდან მოასხით ისე, რომ ყველგან გადანაწილდეს. სითხე სწრაფად დაიწურება, ამიტომ ნარევში დასველებული ჯაგრისით დროდადრო გახეხეთ.
  4. ახალი ჟანგის შემთხვევაში, უნიტაზს ხსნარი წაუსვით და 2–3 საათით გააჩერეთ. მძიმე შემთხვევაში, მთელი ღამე გაჩერება მოგიწევთ. უნიტაზს თავსახური დაახურეთ და სააბაზანო ოთახის კარი დახურეთ, რომ უსიამოვნო სუნი სახლში არ გავრცელდეს.
  5. ვადის გასვლის შემდეგ უნიტაზი ჯაგრისით გახეხეთ და წყლით ჩარეცხეთ. უნიტაზი გათეთრდება და გასუფთავდება. შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

შინ მომზადებული საწმენდი ნარევი საკმაოდ ეფექტურია. რთულ ნადებსაც აშორებს, მაგრამ სამოქმედოდ უფრო დიდხანს უნდა გააჩეროთ.

Advertisement