Connect with us

ჯანმრთელობა

უბრალო 5-წამიანი ჩვევა, რომელიც თქვენს ხერხემალს დიდი ხნით შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას

რამდენად ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ხერხემალი, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით, ნაკლებ დროს არ მოითხოვს. ამისთვის შემდეგნაირად ვიხდით საფასურს: მალთაშორისი დისკების აღრევა, თიაქარი, ოსტეოქონდროზი, ნერვული დაბოლოებების დაზიანება და ა.შ. შედეგად ვიღებთ მუდმივ ტკივილებს ხერხემლის სხვადასხვა მონაკვეთში, უარესდება ცხოვრების ხარისხი. თუმცა, არსებობს ერთი ძალიან მარტივი სავარჯიშო, რომელიც თქვენი ხერხემლის ჯანმრთელობას დიდი ხნით შეინარცუნებს.

სასარგებლო ჩვევა ხერხემლისთვის

ყოველდღე, საწოლში წოლისას, შემოიღეთ ეს სასარგებლო ჩვევა:

  1. აწიეთ ხელები ზემოთ(თქვენს სხეულთან მიმართებაში, არა ჭერისკენ).
  2. გაასწორეთ მუხლები, ფეხის თითები მომართეთ თქვენკენ.
  3. წამოწიეთ თეძოები და დაჭიმეთ.
  4. შეზნიქეთ მუცელი და მჭირდოთ დააწექით წელით საწოლს.
  5. ახლა, ამ მდგომარეობის შენარჩუნებასთან ერთად, ქუსლებით ქვემოთ გაიწელეთ, ხოლო ხელებით – ზემოთ, გაწელეთ ხერხემალი ორი მიმართულებით.

თავიდან, ეს სავარჯიშო 5 წამის მანძილზე უნდა შეასრულოთ, თანდათან კი 20 წამამდე ახვიდეთ. შემდეგ მოდუნდით.

გირჩევთ, სავარჯიშოს შესრულება ჯერ იატაკზე, ხალიჩაზე ისწავლოთ და, როცა კარგად გაითავისებთ, შეასრულეთ იგი ყოველდღე, ძილის წინ.

რაში მდგომარეობს ამ სავარჯიშოს ეფექტი? ხერხემლის გაწელვით ძილის წინ, თქვენ მალებს შორის ადგილს ზრდით და ათავისუფლებთ დეფორმირებულ და დაზიანებულ მალთაშორის დისკებს.

გათავისუფლებული სივრცე საშუალებას მისცემს დაზიანებულ დისკებს, ღამით საკმარისი რაოდენობით წყალი მოიზიდოს, მომდევნო დღის განმავლობაში კი წარმატებით შეასრულებს თავის ამორტიზატორულ ფუნქციას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.