ჯანმრთელობა
უბრალო ხახვი არაერთი დაავადების მკურნალია. ხახვის სასარგებლო თვისებები
ყოველთვის, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გვაწუხებს, დახმარებისთვის უახლოეს აფთიაქს მივმართავთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააფთიაქო პრეპარატებისთვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ხშირად ვიყენებთ მათ.
საბედნიეროდ, ბუნება ჩვენ არაერთი ნატურალური პროდუქტით გვასაჩუქრებს, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი სწორედ ხახვია, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი შორეული წინაპრები იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოვლელად. ხახვის სასარგებლო თვისებები დღესდღეობით არაერთი სამეცნიერო და სამედიცინო კვლევითაა დადასტურებული.
რა არის ასეთი განსაკუთრებული ხახვში?
მოცემული ბოსტნეული მდიდარია გოგირდით, რომელიც მას ანტიბაქტერიულ და ანტისეპტიკურ თვისებებს ანიჭებს. გოგირდი ხახვს ჰომეოპათიური მკურნალობის იდეალურ ინსტრუმენტად აქცევს.
თუ ჯანმრთელობამ შეგაწუხათ, სხვადასხვა სააფთიაქო აბების მიღების ნაცვლად, ხახვის გამოყენებას გირჩევთ. დღევანდელ სტატიაში დეტალურად მოგიყვებით ამ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებისა და მისი გამოყენების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
ხახვის სამკურნალო თვისებები
1. ამშვიდებს სასუნთქ გზებს
უბრალოდ გადაწიეთ თავი უკან და ცხვირზე დაიდეთ შუაზე გაჭრილი ხახვი, რათა გაიხსნათ ფორები და დაამარცხოთ სურდო. სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ ხშირად მიმართავენ ხახვით ინჰალაციასაც. კარგად დააუქცმაცეთ ბოსტნეული, მოათავსეთ ღრმა თეფშზე, თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და დაიწყეთ ღრმად სუნთქვა. მართალია, ეს ნაკლებად სასიამოვნო პროცედურაა, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს!
2. ამცირებს ხველას
სახლის პირობებში თქვენ მარტივად შეძლებთ აბსოლიტურად ნატურალური და ძალიან ეფექტური სიროფის მომზადებას, რომელიც მინიმალურ დროში გაუმკლავდება ხველას. სიროფის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 1 თავი წითელი ხახვი, ნახევარი თავი ნიორი და ნახევარი ჭიქა ყავისფერი ან თეთრი შაქარი. მოცემული ინგრედიენტებისგან მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა ბლენდერის გამოყენებით და დაამატეთ 1 ჭიქა თაფლი. მზა საშუალება გადაიტანეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ეს საშუალება 1 ჩაის კოვზის ან 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 1-ხელ, ჭამამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე. მართალია, მოცემული საშუალება სასიამოვნო გემოთი ნამდვილად არ გამოირჩევა, თუმცა მისი ეფექტი – შთამბეჭდავია!
3. ამარცხებს ღებინების შეგრძნებას
თუ ღებინების შეგრძნებამ შეგაწუხათ და თქვენს მაცივარში ხახვი მოიპოვება, აუცილებლად გაეშურეთ სამზარეულოსკენ. 1 თავი ხახვი გაჭერით შუაზე და მიიდეთ ის ორივე იღლიაზე რამდენიმე წუთით. გაგიკვირდებათ, მაგრამ ღებინების შეგრძნება სულ რამდენიმე წუთში გაივლის.
4. აჩერებს სისხლდენას
თუ ხელი გაიჭერით და სისხლდენას ვერ იჩერებთ, დაიფინეთ ჭრილობაზე მარლაში გადახვეული დაქუცმაცებული ხახვი. სისხლდენა სწრაფადვე შეჩერდება. გარდა ამისა, ხახვი არაჩვეულებრივი მადეზინფიცირებელი საშუალებაა და გვიცავს ჭრილობაში ინფექციების შეჭრისგან.
5. გვაშორებს უსიამოვნო სუნს ფეხებიდან
ხახვი სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული პროდუქტია. თუ ფეხებიდან სპეციფიკურ სუნს ვერ იშორებთ, დახმარებისთვის ამ შემთხვევაშიც ხახვს მიმართეთ. გაჭერით ბოსტნეული შუაზე და მისი გამოყენებით იკეთეთ ფეხის გულების მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ფეხები. ეს მარტივი ხრიკი არა უბრალოდ მინიმალურ დროში მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს ფეხებიდან, არამედ საიმედოდ დაგიცავთ მომავალშიც.
6. ამშვიდებს მწერების ნაკბენს
თუ რომელიმე მწერმა გიკბინათ და ნაკბენი საშინლად გექავებათ, დაიმუშავეთ ის შუაზე გაჭრილი ვაშლით. გარდა ქავილის შეგრძნების მოშორებისა, ეს ბოსტნეული, როგორც უკვე გითხარით, არაჩვეულებრივად ადეზინფიცირებს კანს.
7. ამარცხებს ყურის ინფექციებს
ყველამ კარგად ვიცით, თუ რამხელა დისკომოფრტთანაა დაკავშირებული ყურის ტკივილი. პრობლემას სწრაფად გაუმკლავდება ხახვი, თუ ამ ბოსტნეულის პატარა ნაჭერს რამდენიმე წუთით მოითავსებთ ყურში. მოცემული პროდუქტი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და მინიმალურ დროში უმკლავდება ყურის ინფექციებსა და ტკივილის გაუსაძლის შეგრძნებას. მოცემული მეთოდი არაჩვეულებრივია შაკიკის წინააღმდეგ საბრძოლველადაც.
8. კურნავს აკნეს
ხახვი არაჩვეულებრივად უმკლავდება გამონაყარს. ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების არაჩვეულებრივი ალტერნატივაა ხახვისა და თაფლის ნარევი, რომელიც სწრაფად ამარცხებს აკნეს და გვაშორებს შავ წერტილებსაც კი. საშუალო ზომის ხახვი კარგად დააუქცმაცეთ და დაამატეთ მას ნახევარი ჭიქა თაფლი. ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე სულ რამდენიმე წუთით, ოდნავ შეათბეთ. მზა მასა წაისვით სახის კანზე რეგულარულად და დაიტოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით. ჩამოიბანეთ ნარევი გრილი წყლით.
9. თავიდან გვარიდებს თმის ცვენას
გოგირდი, რომელიც ჭარბადაა ხახვში, გვეხმარება თმის ცვენის დამარცხებაში. თავის დაბანის დროს 1 თავი ხახვისგან გამოწურული წვენი ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანში, დაიტოვეთ სამოქმედოდ სულ ორიოდე წუთით და შემდეგ დაიბანეთ თმა შამპუნის გამოყენებით. ასე ხახვის სუნი არ დაგრჩებათ, ხოლო თმის ძირები საგრძნობლად გაჯანსაღდება და თმის ცვენის პრობლემაც წარსულში დარჩება.
10. ამცირებს იარებსა და ნაწიბურებს
ნაწიბურები და ნაიარები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, თუ რეგულარულად კანის შესაბამის მონაკვეთს შუაზე გაჭრილი ხახვით დაიმუშავებთ.
შთამბეჭდავია, თუ რამდენი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა ერთი უბრალო, იაფი და აბსოლიტურად ნატურალური პროდუქტი, არა? თუ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!