Connect with us

სხვა

უბრალო ჭარხალი ღვიძლს მტვერსასრუტივით წმენდს. რეცეპტი, რომელიც თავად ექიმმა მირჩია

ეს არა მარტო ბოსტნეულის კოქტეილი, არამედ ღვიძლის სამკურნალო შრატია! ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ანტიბიოტიკების კურსის გავლის შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობდი: სიმძიმის განცდა გვერდებში, სიმწარე პირში, ღებინების შეგრძნება ჭამის შემდეგ- ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა კარგად არის ცნობილი მათთვის, ვისაც ღვიძლი აწუხებს.

ნაცნობმა ექიმმა ბოსტნეულის კოქტეილის რეგულარულად მირთმევა მირჩია. ორგანიზმის გაწმენდი ეს ძალიან გემრიელი სასმელი მართლაც არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა მინიმალურ დროში. დღეს თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე!

ბოსტნეულის კოქტეილი

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი სტაფილო
  • 2 მწვანე ვაშლი
  • 1 ჭარხალი
  • ნახევარი კანგაცლილი ლიმონი
  • საშუალო ზომის ჯანჯაფილის ფესვი
  • მწვანე სალათის რამდენიმე ფურცელი ან ისპანახი

მომზადება:

ყველაფერი დავაბლენდეროთ, დავამატოთ 2 ჭიქა წყალი კონცენტრირებულ ბოსტნეულის სასმელში. მზა კოქტეილი შევინახოთ მაცივარში! მივირთვათ გაციებული.

სტაფილო ფლავონოიდებით და ვიტამინი A მდიდარია, კვებავს ღვიძლს.

პექტინი, რომელსაც ვაშლი შეიცავს, ეხმარება სხეულიდან ტოქსინების გამოყვანას.

სალათის მწვანე ფურცლები უზრუნველყოფს სისხლის კარგ მიმოქცევას და ამაღლებს იმუნიტეტს.

ჯანჯაფილი და ლიმონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის კარგ მუშაობას, მოგაცილებთ მუცლის შებერილობას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.

უმ ჭარხალში ბევრი ბოჭკოვანია, რომელიც უხდება ნაწლავებს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
2 Comments

2 Comments

  1. qsenia

    February 10, 2019 at 12:59 pm

    magaria

  2. Gocha Aladashvili

    February 18, 2019 at 9:15 pm

    მიღების წესიც რომ ეწეროს, მთლად უკეთესი იქნებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement