საკითხავი
უბრალოდ აიღეთ 2 აბი და მილში ჩააგდეთ. ბლოკირება მაშინვე გაქრება
სასიამოვნოა აბაზანის ან შხაპის მიღება აქტიური დღის შემდეგ ან დილით კონტრასტული შხაპი, რომელიც გვამხნევებს და გვაძლიერებს. თანამედროვე ცხოვრება სააბაზანო ოთახის და მისი კომფორტის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. მას კანალიზაციაც მიეკუთვნება. მაგრამ როგორი საწყენია, როცა საკანალიზაციო მილი იჭედება. სასწრაფოდ უნდა გაწმინდოთ!
საკანალიზაციო მილის პროფესიონალური წმენდა ძვირი დაგიჯდებათ. მით უფრო კანალიზაციის გასაწმენდად სანტექნიკოსის გამოძახება აუცილებელი არაა. თანამედროვე სამყაროში ბევრი საშუალება და მეთოდი არსებობს, რომ მილები სხვების დახმარების გარეშე გაწმინდოთ. დღეს Аlltime.ge–ს რედაქცია ერთ–ერთ ასეთ მეთოდს გიზიარებთ.
საკანალიზაციო მილის წმენდა
თმის შამპუნი და საპონი წყალში კარგად იხსნება, მაგრამ მათში შემავალი ლითონის მარილები მილებზე ილექება. თმასთან და სხვა წვრილ ჭუჭყთან ერთად მილებს ჭედავს. შედეგად, სააბაზანო ოთახი შეიძლება დაიტბოროს.
საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში მილების საწმენდ მზა საშუალებას იპოვით. სხვადასხვა მწარმოებელი გპირდებათ განსხვავებულ ეფექტს მისი სიჩქარის და ხანგრძლივობის თვალსაზრისით. სინამდვილეში, ყოველთვის ასე არაა და გამოყენების მეთოდის მცირე დარღვევისას უბრალოდ უსარგებლო ხდება.
გთავაზობთ მარტივ, ბიუჯეტურ და ეფექტურ მეთოდებს საკანალიზაციო მილებში ბლოკირების მოსაშორებლად. ასე მილებს პირვანდელ გამავლობას ზედმეტი ხარჯის გარეშე დაუბრუნებთ. მთელი ნადები და ქვის წარმონაქმნიც პირველივე გამოყენებაზე დაიშლება. ასეთი საშუალება მილისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ბლოკირების მიმართ დაუნდობელია.
პირველი მეთოდი უმარტივესია, მაგრამ არა ნაკლებ ეფექტური. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ასპირინის აბებია. მის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ. 2 აბი მილში ჩააგდეთ და 9%–იანი ძმარი ჩაასხით.
ასპირინი აშიშხინდება და აქაფდება. მას შემდეგ, რაც აბები ბოლომდე გაიხსნება, რამდენიმე წუთით მოიცადეთ და 1 ლ მდუღარე წყალი მილში ჩაასხით. ასე მთელ ჭუჭყს და ბლოკირებას ჩარეცხავთ.
როგორ გავწმინდოთ საკანალიზაციო მილები
მეორე მეთოდისთვის დაგჭირდებათ სოდა, ძმარი და მდუღარე წყალი. 2 ს/კ სოდა გაჭედილ მილში ჩაყარეთ და ნახევარი ჭიქა ძმარი ჩაასხით. ნარევი აქტიურად აქაფდება. 30 წუთში 3 ლ მდუღარე წყალი მილში ჩაასხით. მშვიდად იყავით, თქვენს საკანალიზაციო მილში ბლოკირება აღარ იქნება.
მესამე საშუალებაა საკვები სოდა და სუფრის მარილი. 2 ს/კ სოდა და 2 ს/კ მარილი აურიეთ და მილში ჩაყარეთ. ზემოდან ნახევარი ჭიქა ძმარი ჩაასხით. იგივე ეფექტს მიიღებთ, როგორც მეორე შემთხვევაში, მაგრამ მარილის გამო უფრო ხარისხიანს. 1 საათის შემდეგ მილი ბევრი მდუღარე წყლით ჩარეცხეთ.
ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევით გაჭედილი მილის პრობლემას დაივიწყებთ. ახლა მილის გაწმენდა სირთულეს აღარ წარმოადგენს.