Connect with us

საკითხავი

ტუალეტის სადეზინფექციო საშუალება ძმრით: როგორ გამოვიყენოთ

ხშირად უნიტაზის საწმენდად ქლორის შემცველ საწმენდ საშუალებებს ან აბრაზიულ ფხვნილებს ვიყენებთ, მაგრამ ნადებს ბოლომდე ვერ ვაშორებთ და იდეალურ სისუფთავეს ვერ ვიღებთ. Alltime.ge–ს რედაქცია ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაცვლად ხალხური მეთოდის გამოყენებას გირჩევთ. ჩვეულებრივი ძმარი საქმეს უფრო ეფექტურად გაუმკლავდება.

ძმარი ეკოლოგიური და ადამიანის ორგანიზმისთვის უსაფრთხო პროდუქტია. მისი დახმარებით არა მხოლოდ სააბაზანო ოთახს, არამედ მთელ სახლს მარტივად დაალაგებთ. ძვირადღირებული საშუალებები ტოქსიკურია, ზედაპირებს რთულად შორდება და ჰაერში მავნე აორთქლებას გამოყოფს. ძმარი ძლიერი, მაგრამ ნაკლებად ტოქსიკურია.  ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხოა. ნაქაფს, კირის ნადებს მარტივად აშორებს. იდეალური სადეზინფექციო საშუალებაა.

უნიტაზის გაწმენდა ძმრით

უნიტაზში ძმარი ჩაასხით და ნადებს, ჟანგს და ქვებს მარტივად მოიშორებთ.

  1. წყალი გადაკეტეთ. ავზი დააცარიელეთ.
  2. 0,5 ძმარი (9%–იანი) გააცხელეთ. არ გააზავოთ.
  3. ცხელი ძმარი უნიტაზში ჩაასხით. მინიმუმ 5-7 საათით გააჩერეთ. მთელი ღამე უმჯობესია.
  4. ამის შემდეგ ჯაგრისით გახეხეთ. ნადები ადვილად მოშორდება.
  5. წყალი გახსენით. უნიტაზი ჩარეცხეთ.

მოქმედება ძლიერი ჭუჭყის შემთხვევაში

თუ პროცედურის შემდეგ უნიტაზში ლაქები დარჩა, ძმარი სოდასთან ერთად გამოიყენეთ. თავიდან ასე მოგიწევთ გაკეთება, შემდეგ მხოლოდ ცხელი ძმარი საკმარისი იქნება.

  1. წყალი გადაკეტეთ, ავზი დაცალეთ.
  2. მშრალი სოდა უნიტაზში ჩაყარეთ.
  3. წყალში დასველებული ღრუბლით სოდა პასტის მიღებამდე ააქაფეთ. 30 წუთით გააჩერეთ.
  4. ახლა გაუზავებელი ძმარი სოდას დაასხით. პულვერიზატორი გამოიყენეთ. შეასხურეთ, ძლიერი ნაკადი არ დაასხათ. სოდა და ძმარი რეაქციაში შევა და აქაფდება.
  5. ჯაგრისით უნიტაზი კარგად გახეხეთ და წყლით ჩარეცხეთ.

ხრიკი: ძმარი ავზში ჩაასხით

უნიტაზის გაწმენდის კიდევ ერთი მეთოდი ძმრით. ამ შემთხვევაში, ძმარი ავზში ჩაასხით, რომ ნადები, ქვები, ობი და სოკო არ გავრცელდეს. პროცედურა პერიოდულად გაიმეორეთ.

  1. წყლით სავსე ავზში 0,5 ლ ძმარი (9%) ჩაასხით.
  2. მთელი ღამე გააჩერეთ. უნიტაზი ამ პერიოდში არ გამოიყენოთ. თუ ეს შეუძლებელია, პროცედურა მაშინ ჩაატარეთ, როცა მარტო იქნებით.
  3. წყალი გადაკეტეთ, ავზი ბოლომდე დაცალეთ. სანამ წყლით აივსება, კარგად გახეხეთ. ჯაგრისი ან ღრუბელი გამოიყენეთ.
  4. წყლით აავსეთ და რამდენჯერმე ჩარეცხეთ, რომ კარგად გაიწმინდოს.

ახლა უკვე იცით, როგორ გაწმინდოთ უნიტაზი და სხვადასხვა ზედაპირი ნაკლებად ტოქსიკური საშუალების, ძმრის გამოყენებით.

Advertisement