Connect with us

ჰოროსკოპი

ტირანები და დესპოტები: ვინ არის ყველაზე ძლევამოსილი ზოდიაქოს ნიშანი

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს სურს ახლობლებზე მბრძანებლობა და ვის არ სჭირდება საერთოდ არანაირი ძალაუფლება.

მე-12 ადგილი: ტყუპები

ძალაუფლება პასუხისმგებლობის ტოლფასია, ხოლო პასუხისმგებელი პიროვნების შესახებ ტყუპებს მთავარ კონფიგურაცაში ან არ უხსენეს ან, უფრო მეტი ალბათობით, ყველა დანარჩენი არსება ჩუმად შეიკრიბა და ტყუპების სულის ყველაზე იდუმალ ხეივანში ყელი გამოჭრეს. მოკლედ, ტყუპებს ძალაუფლება პრინციპში არ სჭირდება, თან ეს მოსაწყენი და პროგნოზირებადია – მბრძანებლობა!

მე-11 ადგილი: სასწორი

სასწორი პიროვნების, სიტყვის და ქცევის თავისუფლების მომხრეა. საკუთარ საზღვრებს იცავს და სხვების საზღვრებსაც არ არღვევს. ამის წარმოდგენა რთულია, როცა ხედავთ სასწორი ახლობლებით და ნათესავებით როგორ ოსტატურად მანიპულირებს, მაგრამ სინამდვილეში ამას უფრო დახვეწილად აკეთებს. მანევრის და თავისუფალი არჩევანის ადგილს ყოველთვის ტოვებს. „თუ არ გსურს, ნუ მემორჩილები, ნამდვილად არ მინდოდა“ – ამბობს სასწორი. თუ ვინმეს ძალიან სურს, სასწორი რა შუაშია?

მე–10 ადგილი: თევზები

თევზები ძალაუფლებისთვის არასდროს იბრძვის და საერთოდ არ ომობს, რადგან ერთი ჭეშმარიტების სწამს: არასდროს არაფერი ითხოვოთ – თავად შემოგთავაზებენ და თავად მოგცემენ. და მას აძლევენ, რაც დამახასიათებელია, მაგრამ თევზები ამას ბუნებრივად მიიჩნევს:  ცა ცისფერია, წყალი სველი, თევზები ურთიერთობის დედოფალი. ვერ იტყვით, რომ თევზები ძალაუფლებისკენ ისწრაფვის – როგორ შეიძლება ისწრაფვოდე იმისკენ, რაც ისედაც გაქვს?

მე–9 ადგილი: მერწყული

მერწყულს გულწრფელად სჯერა, რომ ახლობლებზე მბრძანელობა მოსაწყენია. მორჩილი ხალხი მერწყულში თავის ტკივილს და ბავშვურ ღამის კოშმარებს იწვევს ხის ჯარისკაცის ურფინ ჯიუსის ჯარის შესახებ: როგორ, ყველა იმას გააკეთებს, რასაც მერწყული იტყვის? ვის უნდა დაელაპარაკოს? არავის? საშინელებაა! გამოდის, ყველა მერწყულის გადაწყვეტილებას დაელოდება და ბრძანების გარეშე ადგილიდან არ დაიძვრება? დედა! დედა, აქედან წამიყვანე!

მე–8 ადგილი: მშვილდოსანი

მშვილდოსანი თანასწორობის, ასევე მთელი ზოდიაქოს პატივისა და სინდისის მთავარი მებრძოლია. ახლობლებზე მბრძანებლობის უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ იშვიათად აძლევს და ისიც მათდა სასიკეთოდ. თავად ასე ფიქრობს. სინამდვილეში, თუ ვინმე მშვილდოსნის ავტორიტეტს არ აღიარებს, მხრებს აიჩეჩს და განაჩენს გამოიტანს „ეს ახლობელი გატყდა, ახალი შემოიყვანეთ“ – და ასე ახალ ნაცნობს პოულობს. მოსახერხებელია, არა?

მე–7 ადგილი: კირჩხიბი

კირჩხიბს ტრადიციულად სურს და ორჭოფობს. ერთი მხრივ დიდი და მორჩილი ოჯახის მბრძანებლობა სურს, მაგრამ თუ ოჯახში რეიტინგით უფრო მაღალი რანგის ნიშანი მოხვდა, საკუთარ ნაჭუჭში იმალება და იქედან ხმამაღლა ტირის, კითხვაზე „რა მოხდა?“ ამაყად პასუხობს „არაფერი“. პრინციპში, ესეც სხვებზე მანიპულირების უნარია. კირჩხიბის საახლობლო წრეში ნამდვილი დესპოტი რომც გამოჩნდეს, წამებში დამშვიდდება და სინანულის გრძნობა შეაწუხებს, რომ ასეთ კარგ ადამიანს აწყენინა!

მე–6 ადგილი: ვერძი

მოულოდნელი მოხვევა! საპატიო ცენტრალური ადგილი ვერძს შეხვდა – აღიარებულ ტირანს და დესპოტს. სინადვილეში გააზრებული, დაგეგმილი და მუდმივი ტირანია ვერძს არ ახასიათებს. უბრალოდ პერიოდულად სკანდალებს აწყობს და იმუქრება, რომ ყველაფერს გაანადგურებს, თუ ახლავე ყველა არ დაემორჩილება. სხვები, რა თქმა უნდა, ემორჩილებიან და ვერძიც მშვიდდება. ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ, რაც გსურთ – ის, რასაც ვერძის აფეთქებამდე აკეთებდით.

მე–5 ადგილი: თხის რქა

პირველ ხუთეულს თხის რქა ხსნის, რომელმაც სხვებზე უკეთ იცის, თუ ახლობლებმა სად და რატომ უნდა იცხოვროს. ტირანის გვირგვინი დიდად არ მოსწონს, რადგან სადღაც გაიგონა, რომ სხვების თვალში კარგი როლის მორგება უფრო სასიამოვნოა. ამაში სასიამოვნოს ვერაფერს ხედავს, მაგრამ კარგად ესმის, რომ ეს სწორია. თუ ასეა, ზოგჯერ თოკის მოშვება შეიძლება. თან თხის რქას ყველა ახლობელზე მეტაფიზიკური ელექტროსაყელო აქვს დაბმული (დანიშნული პერიმეტრის გადალახვის მცდელობისას დენს არტყამს).

მე–4 ადგილი: კურო

სამეულამდე ცოტა დააკლდა. მას მბრძანებლობა სურს, მაგრამ აშკარა ტირანიული მმართველობის ხელში ჩაგდების ცოტა ეშინია: ასე უნებლიედ შეიძლება სიყვარულით აშენებული სამეფო დაანგრიოს. სწორედ ამიტომ, ყველანაირ თვითნებობას მოთმინებით დიდხანს იტანს, შემდეგ ერთი მშვენიერ დღეს იფეთქებს და ყველას თავის ადგილზე დააყენებს. ჩვეულებრივ, მიწაში წელამდე ჩამარხვით. რა თქმა უნდა, ჩლიქებით.

მე-3 ადგილი: ქალწული

ბრინჯაოს მედალი ქალწულს შეხვდა – ყველაზე საშინელ ტირანს: კრიტიკოს ტირანს. ომის გამოცხადება, ახლობლებზე იერიშით წასვლა და პირადი დემონების მოწვევა მისი საქმე არაა: ნებისმიერი ღია შეტევა საშუალო გონების ადამიანისთვისაც მოუხერხებელია, მით უმეტეს ქალწულისთვის, რომელსაც გამორჩეული გონება აქვს. სწორედ ამიტომ, ქალწული ამტკიცებს, თუ რატომ არის მართალი, სხვები კი სულელები და უკურნებლები, ამიტომ მათი სამწუხაროდ ბედია – მორჩილება. რაც ყველაზე ცუდია, მისი დამხუთველი ძალაუფლებიდან გაქცევა შეუძლებელია: ვერაფერს იტყვით, ქალწული მართალია!

მე–2 ადგილი: ლომი

ვამბობთ „ლომს“, ვგულისხმობთ „ძალაუფლებას“. ყველა ლომი დარწმუნებულია, რომ მართვის სადავეები მის ხელში უნდა იყოს, რადგან მეფეა, სხვა შემთხვევაში არ თამაშობს. პრობლემა იმაშია, რომ ლომის გვერდით ატანა მხოლოდ თამაშის დროს შეიძლება, რადგან თუ არ თამაშობს, როგორც ნამდვილი კატა შპალერს კაწრავს, ფლოსტებს ხევს, მაგიდიდან ჭურჭელს აგდებს და ისე გიყურებთ, როგორც არარაობას. ოღონდ ლომი ძალიან დიდი კატაა და მისი მოქმედების არეალი უფრო დიდია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. დაე, ითამაშოს.

1–ლი ადგილი: მორიელი

ესეც ასე! საპატიო პირველი ადგილი, ოქროს მედალი, ჯანმრთელობის სურვილი მორიელს ხვდა – მთავარ ზოდიაქალურ ტირანს და დესპოტს. მორიელი თავად ძალაუფლებაა და მოკლედ რომ ვთქვათ, აქ დასამატებელი არაფერია. გარდა იმისა, რომ მორიელის ძალაუფლების ქვეშ მოსახვედრად რიგი დგება. მათ გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ მისი მბრძანელბლობისას რაიმე სარგებელს მიიღებენ. პრინციპში ასეცაა, ოღონდ მხოლოდ რჩეულებისთვის.  მორიელის აზრით, დანარჩენებს უნდა უხაროდეთ, რომ მათზე მბრძანებლობენ. რადგან მორიელი ამას ლამაზად აკეთებს.

Advertisement
ყვავილები4 hours ago

რას ეზიდება აქტიური მეზობელი აგარაკზე. ნივთებს ყველგან აგროვებს

ტესტები4 hours ago

აირჩიეთ გული და გეტყვით, რა გელით ურთიერთობაში

ჰოროსკოპი4 hours ago

არა მხოლოდ მორიელი: 7 ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენელი ინტუიციით

ყვავილები4 hours ago

მოცხარი, ჟოლო და ხურტკმელი: რით დავამუშავოთ ბაღი და დავიცვათ ბუჩქები

საკითხავი4 hours ago

როგორ გავწმინდოთ მინები და სარკეები იოდით: ადგილობრივი განდეგილის რჩევები

ჯანმრთელობა1 day ago

რა უნდა ვაკეთოთ 40 წლის ასაკში იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში არ ვინანოთ?

ყვავილები1 day ago

როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ

ყვავილები1 day ago

როგორ აწესრიგებს ჩემს ნაკვეთს პედანტი მეზობელი აგარაკზე

თავის მოვლა1 day ago

კაკაო ბოტოქსის ნაცვლად: პრობლემურ ზონებში ნაოჭებს ასწორებს

ტესტები1 day ago

აირჩიეთ მშვიდობის მტრედი და მიიღეთ შეტყობინება ზეციდან

ჯანმრთელობა2 weeks ago

ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანს ჭამდა. ის, რაც მოხდა, გამაოგნებელია

საკითხავი3 days ago

რატომ უნდა შეუბეროთ მარილს სული ფანჯარასთან 4–დან 11 აპრილამდე

ჰოროსკოპი3 weeks ago

ფრთხილად, მყიფე ტვირთი: ვინ არის ყველაზე წყენია ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები4 weeks ago

რატომ უნდა ჰქონდეს მჟაველა ყველას სახლში

ჰოროსკოპი1 week ago

ვინ არის ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები3 weeks ago

რატომ უნდა ჩავარჭოთ ლურსმანი ოთახის მცენარის ქოთანში

საკითხავი5 days ago

რატომ და როგორ მოვიაროთ სახლი სანთლით სწორად-ძველი მართლმადიდებლური წესი

ჰოროსკოპი3 weeks ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება აპრილში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი

საკითხავი1 week ago

რისი გაკეთება არ შეიძლება ტაძარში, რომ ღვთის წყალობა არ დაკარგოთ

ყვავილები4 weeks ago

10 წვეთი ამ თვის ბოლოს და შემდეგ თვეში მცენარეები მეგობრულად აყვავილდებიან