Connect with us

ტესტები

ტესტი: თქვენს მიერ დანახული მტაცებელი თქვენს პიროვნულ ტიპზე მოგვითხრობს

სურათზე ერთი შეხედვით, სხვადასხვა ადამიანები განსხვავებულ დეტალებს ამჩნევენ. ფსიქოლოგები გვიხსნიან, რომ თქვენი თვალი, ხასიათის შტრიხების მიხედვით იჭერს ნივთებს. დღეს ერთ მსუბუქ ფსიქოლოგიურ ტესტს შემოგთავაზებთ. ის ძალიან ცოტა დრო წაგართმევთ და მოგიყვაებათ იმის შესახებ, თუ პიროვნების რომელ ტიპს მიეკუთვნებით და როგორი უპირატესობები გააჩნია ტქვენს ხასიათს.

შეხედეთ ნახატს. რომელი მტაცებელი დაინახეთ პრიველად – ვეფხვი თუ ლომი?! თუ ორივე ერთდროულად?!

ახლა კი პასუხებს გადახედეთ.

ვეფხვი

თქვენ პასუხისმგებლიანი, მგრძნობიარე, არა აგრესიული ადამიანი ხართ. არ ხართ დამოკიდებული სხვის აზრზე, გრძნობთ ემოციებს და გარშემომყოფთა განზრახვებს. თქვენ არაჩვეულებრივი მეგობარი ხართ, იცით სასარგებლო რჩევების საჭირო დროს მიცემა. ამასთანავე ძალიან აფასებთ საკუთარ ინდივიდუალურობას და ყველასთან არ მეგობრობთ. არაჩვეულებრივად გამოგდით ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებაც.

ლომი

თქვენ ნამდვილი ლიდერი ხართ, ძალიან აფასებთ თქვენს დამოუკიდებლობას, მაგრამ, ამავდროულად მარტოობასაც ვერ იტანთ. თქვენი ქარიზმის მეშვეობით ნებისმიერი კომპანიის გული ხდებით. თქვენს აზრს ყურს უგდებენ და ითვალისწინებენ, დიდი პატივისცემით სარგებლობთ მეგობრებსა და ახლობლებს შორის. საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნებულობა ნებისმიერი წინაღობის გადალახვასა და მიზნების მიღწევაშ გეხმარებათ.

ვეფხვი და ლომი

თქვენ ძლიერი და ამავდროულად მგრძნობიარე ადამიანი ხართ. თქვენ ნამდვილად გაქვთ ლიდერის თვისებები, მაგრამ გახდებით თუ არა ლიდერი ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, საქმე იმაშია, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა ყოველთვის არ მოგწონთ და თქვენს ახლო წრეში ყველას ნადვილად არ უშვებთ.