Connect with us

ტესტები

ტესტი: აირჩიე ნიჟარა და გაიგე ხასიათის მნიშვნელოვანი შტრიხები

ფსიქოლოგების მტკიცებით, ყოველ ჯერზე როდესაც არჩევანს ვაკეთებთ, ქვეცნობიერის დონეზე საკუთარი პრინციპების ერთგულნი ვრჩებით! ეს საშუალებას გვაძლევს, ადამიანის მიერ გაკეთებული არჩევანის გაანალიზებით, მისი ხასიათის შესახებ მივიღოთ გარკვეული ინფორმაცია. ამაზეა დაფუძნებული ბევრი ფსიქოლოგიური ტესტი, მათ შორის ქვემოთ მოყვანილი ვარიანტიც!

შეხედეთ სურათს, და აირჩიეთ ნიჟარა, რომელიც ფორმით ყველაზე მეტად მოგეწონათ, შემდეგ გი გაეცანით შესაბამის ვარიანტს.

ვარიანტი 1

კეთილგანწყობილი ადამიანი ხართ, რომელსაც საერთო ენის პოვნა თითქმის ნებისმიერთან შეუძლია. ნიჭიერი ხართ და თქვენი ერთ-ერთი ნიჭი – სხვა ადამიანების დახმარებაა, რათა მათ თავიანთი პიროვნების საუკეთესო მხარეები გამოავლინონ. მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩევით და წვრილმანების გამო კონფლიქტში არ ერთვებით. გაქვთ შესანიშნავი იუმორის გრძნობა და საკუთარ თავზე გახუმრებაც შეგიძლიათ. თქვენს გარშემო სიმშვიდისა და პოზიტივის ატმოსფეროს ქმნით.

ვარიანტი 2

აქტიური და ენერგიული ადამიანი ხართ, არ გიყვართ უსაქმოდ ჯდომა. თქვენთან ყოფნა ყოველთვის საინტერესოა, რადგან სულ პოულობთ საინტერესო საქმეს რომლითაც თქვენ და თქვენი გარშემომყოფები დაკავდებით. ძალიან ძლიერი ინტუიცია და მახვილი გონება გაქვთ, შესაბამისად ყოველთვის პოულობთ საუკეთესო გადაწყვეტას – რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. შესაძლებლობების დანახვა შეგიძლიათ იქაც, სადაც დანარჩენები უბრალოდ მხრებს იჩეჩავენ. ხშირად ხართ ხოლმე კომპანიის ყურადღების ცენტრში, რაზეც სულაც არ წუხართ.

ნიჟარა 3

მიზანმიმართული ადამიანი ხართ, ძლიერი ნებისყოფით. თუ მიზანს დაისახავთ, მისკენ დაუზარებლად და შეუპოვრად მიისწრაფით. ჭკვიანი ხართ, ამიტომ კარგი რჩევების მიცემაც გეხერხებათ. თქვენ ნამდვილად სამართლიანი და მოწესრიგებული ადამიანი ხართ, რომლის აზრიც ძალიან დაფასებულია. გარშემომყოფები თქვენი სიბრძნისა და გულწრფელობისთვის გაფასებენ.

ვარიანტი 4

ნიჭიერი ადამიანი, შინაგანი ჰარმონიით. იცით პრიორიტეტების განაწილება და წვრილმანებზე არ დარდობთ. ყოველთვის იცით რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და დღეს ისე გეგმავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, მეტი დრო დაეთმოს. იცით შრომაც და დასვენებაც. გაქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი და იოლად პოულობთ კრეატიულ მიდგომას ნებისმიერ საქმეში. არ გიყვართ ჩარჩოების დაწესება და იმ საქმეში რომელიც თავისუფალ აზროვნებასა და მოქმედებას მოიაზრებს – ბოლომდე იხსნებით!