Connect with us

კულინარია

ტაფა პლიუს კერამიკა – შესანიშნავი არჩევანი. როგორ შევარჩიოთ კარგი ტაფა

90-იან წლებში ყოველ კუთხეში ტეფლონის ტაფებს რეკლამებს უკეთებდნენ. ახლა წინა პლანზე გამოვიდა კერამიკის ტაფები. თუმცა ბევრმა არ იცის, ღირს თუ არა მათზე ფულის დახარჯვა თუ ეს მორიგი მარკეტინგული ხრიკია. მოკლედ, რომ ვთქვათ, ღირს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა კერამიკის ტაფას.

როგორ შევარჩიოთ კარგი ტაფა

თუ სარეკლამო გარსს და კონკურენტების მიერ მოფიქრებულ მითებს გვერდს აუვლით, დარჩება შემდეგი. კერამიკის ტაფაზე საკვებ პროდუქტებს ნაკლებ ზეთში შეწვავთ და მის გარეშეც არაფერი დაგეწვებათ. თუ გეუბნებიან, რომ დროთა განმავლობაში ზედაპირიდან ქრება ზოგი ნივთიერება, რომლის წყალობით ზეთის დასხმა საჭირო არაა, აიღეთ ჩანგალი და ყურებიდან ეს ლაფშა მოიშორეთ. კერამიკის საფარს არანაირი ნივთიერება არ აქვს, თუ საჭმელმა წვა დაიწყო, გამოდის, ტაფა უხარისხოა.

ტეფლონისგან განსხვავებით, კერამიკა არ შეიცავს პერფთოროქტანის მჟავა, რომელიც ხანგრძლივი ძლიერი გახურებისას ჯანმრთელობისთვის საშიშად აღიარეს. სამართლიანები რომ ვიყოთ, 250 გრადუსზე მეტი სითბო გაზქურაზე იშვიათად გამოიყენება, ასე რომ ტეფლონსაც ტყუილად იღებენ ხმარებიდან. და მაინც, სჯობს ჭურჭელი პოტენციურად სახიფათო ნივთიერებას არ შეიცავდეს.

სხვათა შორის, კერამიკის ტაფას ბაზარზე უწოდებენ „თერმოლონს“ ან „თერმოლონ როქსს“ (ეს უფრო თანამედროვე), მაგრამ ყოველდღიურობაში ეს სიტყვა ნაკლებად გამოიყენება.

კერამიკის ტაფა შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხოთ, მაგრამ არა ძლიერი დაბინძურების რეჟიმზე.

ტაფა შეიძლება გარედან ნებისმიერი ფერის იყოს, შიგნიდან შავი ან თეთრი. ტიპების მიხედვით განასხვავებენ:

  • ჩვეულებრივი
  • ღრმა (ვოკი, ღრმა ტაფა)
  • გრილი (ამოწეული ზოლებით, ჩვეულებრივ, კვადრატული)
  • ბლინის ტაფა

მაღაზიაში შეგხვდებათ ტაფები მოსახსნელი სახელურებით (ასეთი შეგიძლიათ ღუმელში შედოთ), თავსახურებით ან მის გარეშე. არჩევანის გაკეთება რთულია!

რა არის მათში ცუდი

ზემოთ დაწერილი მაცდურად გამოიყურება და ალბათ, უკვე კერამიკის ტაფის შეძენაზე ფიქრობთ. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ამ ტაფასაც უარყოფითი მხარეები აქვს, და შესაძლოა, ეს კრიტიკული იყოს. ყველაზე მთავარი: კერამიკის ტაფა აბსოლუტურად შეუფერებელია ინდუქციური ქურებისთვის, რომლითაც ელექტრო და გაზის ქურებს ხშირად ანაცვლებენ. სამწუხაროდ, ქურების და ტაფების მწარმოებლებმა ჯერ ვერ შეძლეს მაგნიტური ინდუქციის და კერამიკის შერწყმა ერთ სამზარეულოს ნივთში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი ტაფა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარეა.

ტაფის ხარისხს გააფუჭებთ, თუ მასზე გაყინულ ხორცს ან პროდუქტს ცივ წყალში მომზადების შემდეგ დადებთ. გამორიცხული არაა, რომ ტაფა გაანადგურონ მათ, ვისაც „კერამიკის საფარზე უზეთოდ მომზადების ნივთიერების შესახებ” სჯერა. გარდა ამისა, კერამიკის გარეცხვა უხეში ღრუბლით და აბრაზიული საშუალებით არ შეიძლება – სავალალო შედეგი არ დააყოვნებს.

რომელი ტაფა სჯობს

ახლა, როცა ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტი გასაგებია, შეგიძლიათ მაღაზიაში წახვიდეთ. როგორ შევარჩიოთ კარგი ტაფა კერამიკის საფარით? რაც მთავარია, უწონო არ უნდა იყოს! ეს იმას ნიშნავს, რომ დაშტამპულია ალუმინით („ბლინზე“ წასმული საფარი, რომელიც შემდეგ ტაფად გადააკეთეს) და თხელი ძირი აქვს. თუ მის შიდა ზედაპირზე მცირე შტრიხები ჩანს ეს არა ჭურჭელი, არამედ გადაყრილი ფულია.

სწორი ტაფა დამზადებულია ალუმინის, ფოლადის ან თუჯის სხმულისგან, შემდეგ კი კერამიკით ჩაკეტილია. ის საკმაოდ მძიმეა და 4-7 მმ სისქე აქვს. თუ არჩევანი თუჯის მოდელზე შეარჩიეთ, გახსოვდეთ, რომ გახურებას დიდი დრო დასჭირდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრენდი და ფასი. კერამიკას ყველა ფირმა არ ამზადებს და ჩვეულებრივ, არა ჩინეთში, არამედ ევროპაში (იტალია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ.) მზადდება. ისინი გარანტიას და შესაბამისობის სერთიფიკატებს იძლევიან. კერძების მომზადება გადასასვლელთან ნაყიდ ჭურჭელს არ უნდა ანდოთ. კერამიკის ტაფა 50 ლარზე ნაკლები შეიძლება დიდ მაღაზიაში ფასდაკლებების დროს ღირდეს. დიახ, ეს იაფი სამზარეულოს ნივთი არაა, მაგრამ დიდხანს გაგიძლებთ, ხოლო სწორად შერჩეულ კერამიკის ტაფაზე კერძების მომზადება ერთი სიამოვნებაა!