ჰოროსკოპი
ტარო ზოდიაქოს ნიშნებისთვის: კვირის პროგნოზი 15-21 დეკემბრისთვის
გსურთ გაიგოთ, თუ რას გპირდებათ ტაროს კარტი? ტაროლოგმა, იანინა კლადტმა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ტარო კარტი გაშალა. ნახეთ, რას უნდა ელოდოთ ამ კვირაში.
ვერძი – პენტაკლის მეფე
კვირის დევიზი: ვისაც გამოცდილება აქვს, ყველაფერს შეძლებს!
როგორც ხედავთ, ყველაფერი ცუდად არაა. რადგან პენტაკლის მეფე ამოვიდა, გამოდის გუშინ აზრები სწორად ჩამოაყალიბეთ. რატომ გუშინ? ამ წლის უკანასკნელი და საბედისწერო დაბნელება დასრულდა და დერეფნიდან მეფესთან ერთად გამოხვედით. ეს კი კარგ შესაძლებლობებს გპირდებათ ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებთ. აქაა იღბალი, წესრიგი ბიზნესში, პერსპექტიული პროექტები, რომლებიც ფულთან ერთად ემოციურ სიამოვნებასაც მოგიტანთ. ასე საფულეც გასქელდება და სულშიც სიცარიელესაც არ იგრძნობთ. მთავარია, კარგად დაგეგმოთ და ორგანიზება გაუწიოთ. ქალწულის ან თხის რქის დახმარება არ გაწყენდათ. თქვენი „ცეცხლით“ შეიძლება საქმე შეაფერხოთ. აქ, კი დაფიქრება და დაგეგმვაა საჭირო.
კარტი შესანიშნავია, მაგრამ შეიძლება გიმტყუნოთ. კარტის რჩევა გაითვალისწინეთ: წინდაუხედაობა, სიხარბე და პირფერობა ცუდ სამსახურს გაგიწევთ. თავი შეიკავეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგვის რისკი გაიზრდება. ზომიერება დაიცავით. სხვათა შორის, პირველი კარტი მაღალი არკანებიდან „ზომიერება“ ამოვიდა. ახლა მონეტების მბრძანებლის რჩევა: ოთხივე მიმართულებით არ გაიშალოთ, ენერგია გრძელვადიან პროექტზე მიმართეთ და შედეგები დაალაგეთ. „მიწიერი“ დამხმარე ნამდვილად დაგჭირდებათ. გაიხსენეთ, თქვენს გარემოცვაში ვინ არის ქალწული, თხის რქა ან კურო.
და ბოლოს სიყვარულზე. პენტაკლის მეფის პოზიტიური მნიშვნელობა არ უგულებელყოთ. თქვენ გყავთ მოწიფული, თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ რჩევისთვის მიმართოთ. მაგრამ რჩევისთვის და არა საწუწუნოდ. „ბალიშად“ თასების მეფე არ გამოგადგებათ.
კურო – 5 ხანჯალი
კვირის დევიზი: სიფრთხილე არ გაწყენს, ყურადღებით იყავი!
ცხოვრებაში კარგი და ცუდი პერიოდი ყველას აქვს. სამყარო გამოცდილების მისაღებად სხვადასხვა სიტუაციას გვიქმნის. ერთი მხრივ, 5 ხანჯალი გამარჯვების ნიშანია, მაგრამ ასეთი გამარჯვება სიხარულს და კმაყოფილებას არ მოგიტანთ, უფრო რიგ უსიამოვნებას. როგორც ჩანს, წინა კვირას გადააჭარბეთ. ზედმეტი შრომაც საზიანო და სახიფათოა. არ განაწყენდეთ, სიტუაცია რთულია, მაგრამ დროებითი.
მოსალოდნელია სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციები, მანიპულაციები. აკონტროლეთ და დაფიქრდით, თუ რას აკეთებთ. თქვენს ადგილას წყალზე მშვიდად და ბალახზე დაბლა ვიჯდებოდი. დასვენების დღეები მისწრება იქნება. მოვლენების განვითარების 2 ვარიანტია: ან ჩაებმებით და გაიმარჯვებთ, ან თქვენით მანიპულირებას მოახდენენ, ეს კი ნამდვილად არ მოგეწონებათ. თამაში პატიოსანი არ იქნება, უპრინციპო უნდა იყოთ და მიზნის მისაღწევად სხვებს გადაუაროთ. მთავარია, გახსოვდეთ კვირა დასრულდება, მისგან კვალი კი ყველას დარჩება.
რაც შეეხება სიყვარულს, 5 ხანჯლიდან ამ სფეროში კარგ ამბავს არ უნდა ელოდოთ. ვფიქრობ, უკვე მიხვდით, რომ იგივე სიმღერაა – საყვედურები, ულტიმატუმები, მანიპულაციები, მეორე ნახევართან ნებისმიერი მიზნით გამარჯვების სურვილი. სჯობს ამ კვირაში საკუთარი თავი თავად გაანეიტრალოთ.
ტყუპები – 2 ხანჯალი
კვირის დევიზი: To be or not to be?
2 ყოველთვის არჩევანის ნიშანია, ყოველთვის 50×50. თქვენ რთული არჩევანის წინაშე დგახართ, „სად წახვიდეთ, სად გაიქცეთ?“. ესეც გინდათ და ისიც, არადა ერთი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ინტუიციით იცით, სად არის გამოსავალი, მაგრამ შინაგანი წინააღმდეგობა გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. სიჯიუტე წინსვლაში ხელს გიშლით და ცხვირაწეული თქვენ მიერ გამოგონილ ლაბირინთში დახეტიალობთ. გარემოს ასეთი აღქმა ნებისმიერი მიმართულებით პრობლემებს შეგიქმნით.
ფინანსებიც გაფიცვას მოაწყობს. თქვენს გაჯიუტდებით და ისიც. იქნებ სჯობს ჩაისუნთქოთ–ამოისუნთქოთ და დამშვიდდეთ? რაც სწრაფად იპოვით ბალანსს, მით უკეთესი თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის. 2 ხანჯლის მფარველად ვენერა ითვლება, რომელიც ურთიერთობებთან მჭიდრო კავშირშია. ფიქრობთ, რომ პარტნიორს და თქვენ ერთი და იგივე მიზანი გაქვთ, სინამდვილეში თქვენი ცხოვრებისეული პერსპექტივები განსხვავდება. თითქოსდა ხიდზე ერთმანეთის პირისპირ დგახართ და დათმობა არ გსურთ. კონკურენცია საჭიროა, მაგრამ არა ოჯახში. გახსოვდეთ, თქვენ ერთ მხარეს ხართ და არა ერთმანეთის პირისპირ. ვიმედოვნებთ, რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ.
კირჩხიბი – 3 თასი
კვირის დევიზი: ბედნიერებისთვის ბევრი რამ საჭირო არაა!
გაიხსენეთ ყველაზე პატარა სიხარული, ახლობლები. მათთან ერთად „მხიარული საათი“ გაატარეთ. გაიხსენეთ, რა შეგატყობინეს წინა კვირას? 3 თასის მიხედვით კვირა მხიარული იქნება. ახლობლებთან დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ამ კარტის ამოსვლისას შეგიძლიათ პრობლემებზე არ იფიქროთ და სრულყოფილად დაისვენოთ. თან ამ შეხვედრას, ამ მეგობრებს კიდევ დიდხანს გაიხსენებთ.
სამყარო გიჩვენებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი და ლამაზი შემოდის, თქვენ საჩუქარს მიიღებთ (ადამიანისგან ან ბედისგან), რომელიც სიხარულით, ბედნიერებით და მადლიერებით აგავსებთ. მიხვდებით, რომ თქვენმა მცდელობამ უშედეგოდ არ ჩაიარა და ეს ბედის საჩუქარი დაიმსახურეთ. მხიარულების და ვნების დრო მოვიდა, როცა ადამიანს შთაგონება იპყრობს და გული ბედნიერებისგან უცემს. ასეთი სიხარულით ისიამოვნეთ, რომელიც ცხოვრების მიმართ სიყვარულს აღადგენს. უზრუნველობა და ბედნიერება იგრძენით. შემოქმედებითი იდეებით და შთაგონებით სავსე იქნებით. შექმენით! თან ასეთი საქმიანობით შეიძლება მატერიალური სარგებელიც მიიღოთ!
ლომი – თასების პაჟი
კვირის დევიზი: სასიხარულო ამბავს ახალი გრძნობები და ემოციები მოაქვს.
პენტაკლების მეფე გაწეული შრომისთვის საჩუქარი იყო, ახლა დროა, შედეგები ემოციურად იგრძნოთ. თასების პაჟს ყოველთვის სიხარული მოაქვს და ემოციურ აფეთქებას იწვევს. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ცხოვრების სფეროს უკავშირდება ეს გამოცდილება. მთავარია, თავად დადებითი ემოციები, გულში სითბო, სულის სიმშვიდე. ბნელი დერეფნიდან განათებული გამოხვალთ. სხვათა შორის, გულწრფელი სიხარული ცხოვრებას ახანგრძლივებს. ეჭვები მოიშორეთ და წინ გაეშურეთ მწერვალების დასაპყრობად და შემოთავაზებების მისაღებად. ემოციები ძალიან კარგია, მაგრამ ფრთხილად იყავით.
თქვენ შემოთავაზებებს მიიღებთ, მაგრამ რომელ სფეროში? რომელი სფერო გაინტერესებთ? ახალი სამსახურის პერსპექტივები? საქმიანი პარტნიორებიდან საინტერესო შემოთავაზება? ახალი პროექტი? დაქორწინების წინადადება გაინტერესებთ? ეს უკანასკნელი შეიძლება ახდეს, თუ საქმრო უკვე გყავთ. აი, შეყვარებული შეიძლება გაიჩინოთ. ნებისმიერი შემთხვევაში, შესანიშნავი კვირა გექნებათ: ახალი შესაძლებლობებით და იდეებით, პოზიტიური ემოციებით და ცხოვრების ნათელი მომენტებით სავსე.
ქალწული – 7 ხანჯალი
კვირის დევიზი: დიპლომატია ყველგან და ყოველთვის საჭიროა!
შეიძლება ჭეშმარიტებას ჩაწვდით, მაგრამ გზაში სცენარი შეიცვალა. „ამ დროში შეიძლება ძაღლი გაიზარდა“. საკუთარ თავს საკმარისად ესაუბრეთ, ფიქრებსა და გრძნობებში გარკვევა მოახერხეთ? იდაყვები შეიძლება კონკურენტების ჩამოსაშორებლად დაგჭირდეთ, მაგრამ თუ დიპლომატიის პრინციპებს გაითვალისწინებთ, ზედმეტ პრობლემებს თავიდან აიცილებთ. როგორც უკვე გითხარით, სცენარი ცოტა შეიცვალა, მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით. თქვენ, მიწიერ გოგოს, ეს გაბრაზებთ, ყველაფრის ჩაწერას მიჩვეული ხართ. მიზნების მისაღწევად დღიურში დავალებების ჩამონათვალს გადახედეთ და საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლი გაიღეთ. თქვენ ზოგიერთი მორალური დოგმის ან ღირებულების დათმობა მოგიწევთ. პირველ რიგში, ძველი კავშირები მოიშორეთ, რომელთაც არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. მათთან დაშორება რთულია, მაგრამ საჭიროა. სიჯიუტე გამოიყენეთ. ასე პრობლემებს თავიდან აიცილებთ და აუცილებელ ნებისყოფას განავითარებთ.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას – ეს კვირა კარგ შესაძლებლობას არ გაძლევთ. როგორც წინა კვირას, პრინცები კარგს არაფერს გპირდებათ, ზოგი შოკისმომგვრელად იქცევა, ზოგიც მხოლოდ მსუბუქ ფლირტისთვისაა მზად. ფლირტის განწყობა გაქვთ? გაერთეთ. იდილია, როგორც სცენაზე – რისთვის გჭირდებათ? გრძნობებით მანიპულაცია და პირადი მიზნების მისაღწევად მუხთლობა. თქვენი გრძნობები „გათელილია“ და ფაქტი – ღალატი, იმედგაცრუება. დარწმუნდით? დაე, პარკში ისეირნონ, მაგრამ ძვირფასეულობა სეიფში ან საბანკო ყუთში. მოდით, შემდეგ კვირას დაველოდოთ.
სასწორი – 6 პენტაკლი
კვირის დევიზი: დახმარება დროულად მოვიდა!
საჩუქრები იყო? უნდა იყოს. ახლა, დროა გააზიაროთ, თუმცა სამყაროსგან მადლიერება შეიძლება კიდევ მიიღოთ. მთავარია, მიხვდეთ, რომ ეს აქ და ახლა ხდება. ეს წარსულს ან მომავალს არ დაუკავშიროთ. გულწრფელი ჩანაფიქრის შესახებ გახსოვდეთ. თუ გეჩვენებათ, რომ გულწრფელად არ გეხმარებიან, იცოდეთ, ასე არაა. ეს ნამდვილი და გულწრფელი დახმარების სურვილია.
საქმეებს და ფინანსურ მდგომარეობას გამოასწორებთ, შინაგან წინააღმდეგობას გადალახავთ. პირად ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც პატივით აგავსებთ, სურვილებს აგისრულებთ და დაგეხმარებათ. გგონიათ, რომ ეს ილუზიაა და ერთმანეთისგან განსხვავებით? გატაცება, სურვილი? არა, დააკვირდით! ფიქრობთ, რომ ამას საჩვენებლად აკეთებს, მაგრამ ასე არაა. ის გულწრფელია. თქვენ კი გულწრფელი მადლობის გადახდა უნდა ისწავლოთ. აზრზე მოსვლა აცადეთ, რომ „მამობრივი ზრუნვის“ გარდა ცოლქმრული ზრუნვაც გჭირდებათ, თან კანონიერ საფუძველზე. თუ ამის დახვეწილად მინიშნება არ შეგიძლიათ, არ აჩქარდეთ. ისე მოიქეცით, როგორც ველურ ცხოველთან: ჯერ შორიდან მოუარეთ, შემდეგ ნელ–ნელა მანძილი შეამცირეთ. პროცესი სწრაფი არაა.
მორიელი – 4 თასი
კვირის დევიზი: წარსულს ზურგი აქციეთ, ის უკვე წავიდა!
უკვე გითხარით, რომ შინაგანი წინაღობები უნდა მოიშოროთ და არა დაამატოთ. საიდან გეწვიათ მოულოდნელი სევდა? მორიელი ერთ–ერთი ნიშანია, რომელიც „დერეფნიდან“ გამარჯვებული გამოდის, თქვენ კი სულ უკან იხედებით. სასოწარკვეთა ცხოვრებით ტკბობასა და მიზნების მიღწევაში ხელს გიშლით. იქნებ ჯადოსნური ჯოხი გჭირდებათ? ვერძს ან მშვილდოსანს სთხოვეთ, ისინი საჭირო დონეზე აგიყვანენ. ასეთი მდგომარეობა სიყვარულშიც ხელს გიშლით. აპირებთ მოხუც ქალწულად დარჩეთ?
კარტის რჩევა: დროა მიხვდეთ, რომ სინათლე მხოლოდ ფანჯრიდან არ შემოდის, აივანზეც გადით. ბედი მზადაა დაგაჯილდოვოთ, მაგრამ თუ მის მიღებას და გამოყენებას შეძლებთ. დაუსრულებად ორჭოფობა შეწყვიტეთ – წახვიდეთ თუ არა, იმოქმედოთ თუ არა, მიიღოთ თუ არა. დროა,– საყვირი გეძახით! იმოქმედეთ!
მშვილდოსანი – პენტაკლის რაინდი
კვირის დევიზი: მოთმინება და შრომა ყველაფერს გაანადგურებს!
ხანჯლები ჩვეულებრივ მიზნის მიღწევის და სირთულეების გადალახვის ნიშანია. შედეგად, ჯილდო. როგორც ხედავთ, მონეტები, მეფე, ტუზი არაა, მაგრამ რაინდიც კარგია. პენტაკლის რაინდი ერთ–ერთ სტაბილურ და პრაქტიკულ ნიშნად ითვლება. ის მიწის სტიქიას უკავშირდება, მიწიერ საქმეებზე, სამსახურსა და შედეგებზეა კონცენტრირებული. უპერსპექტივო პროექტებს დაემშვიდობეთ. უსარგებლო „ხარახურა“ დროულად მოიშორეთ. ამ კვირაში ხარისხიანი, სტაბილური და მკაფიო საქმიანობა გელოდებათ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროში აქტიურობთ. დაფიქრდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. რაინდი დაგეხმარებათ და თქვენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენს, მაგრამ მან კონკრეტული მიზანი უნდა დაინახოს. რაც უფრო კონკრეტული იქნება, მით უკეთესი. არ იფიქროთ, რომ ყველაფერს თქვენს ნაცვლად გააკეთებს, თქვენც ხელი უნდა გაანძრიოთ. დივანზე წამოწოლილი და შედეგებზე ფიქრით ვერაფერს გახდებით. პასუხისმგებლობა აიღეთ, არ იზარმაცოთ და არ გაჩერდეთ. სწორად იკვებეთ და კარგად გამოიძინეთ – ყველაფერი გამოგივათ, ყველაფერს უპრობლემოდ გადალახავთ.
და კიდევ, თავაზიანობის გამო სხვისი საქმე არ გააკეთოთ, უბრალოდ რჩევით დაეხმარეთ. ასე უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ, ვიდრე დახმარებით, რადგან ადამიანი შეიძლება უბრალოდ კისერზე დაგაჯდეთ. როგორც უკვე მიხვდით, დიდი საქმიანობის კვირაა. რაც შეეხება რაინდებს? ის მოსაწყენი, მაგრამ სტაბილური, პროგნოზირებადია, საიმედო და ოჯახური მოვალეობების მკაცრად შემსრულებელი, მაგრამ სექსი ძალიან უყვარს. შეიძლება დაქორწინება შემოგთავაზონ, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“ – შეიძლება შემოგთავაზოთ ან დაჟინებით მოითხოვს საქორწილო კონტრაქტის გაფორმება.
თხის რქა – 8 ჯოხი
კვირის დევიზი: ცვლილებები სწრაფი და გარდაუვალია!
8 ჯოხი მიგანიშნებთ, რომ მოვლენები, რომელთაც ასე ელოდით, გიახლოვდებათ. პროცესი გაშვებულია და ახლა უნდა ელოდოთ – ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. ახალი ამბავი, მოულოდნელი მოვლენა ან სიურპრიზი თქვენს ცხოვრებაში უკვე გამოჩნდება. 8 ჯოხის კარტი მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი არაა. უფრო მოძრაობაა, სწრაფი მოძრაობა. კარგზე იფიქრეთ, აქ ყველაფერი თქვენს ფიქრებსა და სურვილებზეა დამოკიდებული. მისი ენერგიის პირობებში საქმე დაიძვრება, მოულოდნელი პერსპექტივები გამოჩნდება და შემდეგ ეტაპზე გადავა. მაგრამ ეს ქაოსს შემოიტანს. თქვენ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით.
ახალ საქმეზე დაფიქრდით, ახალ მომგებიან შემოთავაზებას უკვე გპირდებიან. ფინანსები? მოგებას ან ფულს სწრაფად მიიღებთ. სიყვარულში ბედნიერება გელოდებათ, თუ ამაზე ფიქრობთ. პირველი შეხვედრის და პაემნის ადრენალინი, ეიფორია და გრძნობების ფეიერვერკი, ერთად ყოფნის ძლიერი ვნება. ასე შეიძლება „ქორწილიც“ დაგეგმოთ. მთავარია, კარგზე იფიქროთ.
მერწყული – პენტაკლების ტუზი
კვირის დევიზი: სექტორი „პრიზი“ შემოიტანეთ!
პენტაკლი ყოველთვის ფულს ნიშნავს, ხოლო ტუზი უკვე მატერიალური წარმატების ნიშანია. ხშირად საქმე ფინანსებს ეხება, მაგრამ თუ სულიერ ფასეულობებს ელით, ესეც აქვეა. ტუზი კეთილდღეობას გპირდებათ. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად გექნებათ. პროფესიული კუთხით თეთრ ზოლში ხართ – სამსახურში უპრეცედენტო წარმატება, წარმატებული პროექტები, გულუხვი პრემიები, სამომავლო პერსპექტივების გამოჩენა გელოდებათ. შანსი გაქვთ შეიძინოთ ის, რაც უკვე დიდი ხანია გსურთ, მაგრამ არ გამოგდით. უფრო კონკრეტული ისურვეთ, კრეატივი კარგია, მაგრამ პენტაკლების ტუზი მიწიერი სტიქიაა, მას დეტალები სჭირდება. ასეთ კარგ პერიოდში შეიძლება რაღაც წონიანს ხელი გამოკრათ. ხელსაყრელი შანსი მაქსიმალურად გამოიყენეთ. ერთ ადგილას არ გაჩერდეთ, ოცნებები აიხდინეთ და დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმა განახორციელეთ, მიღებული შესაძლებლობები გამოიყენეთ. ფული გონივრულად დახარჯეთ. ახლა გრძნობების განახლების დროა, ბედნიერი წუთები თქვენს ცხოვრებაში ბრუნდება და შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყოს. ეს წუთები დააფასეთ და სანუკვარ სიტყვებს გაიგებთ: „მოდი, დავქორწინდეთ“ და ეს უკვე სულ სხვა ამბავია.
თევზები – 9 პენტაკლი
კვირის დევიზი: აკრძალვები არაა!
9 პენტაკლს ფინანსური წარმატების კარტს უწოდებენ. აქ, ყველაფერი ცხადი და გასაგებია, კარტი სტაბილურ პერიოდზე მიგანიშნებთ, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. ეს კი სხვა სფეროებშიც წარმატებას გამოიწვევს. პოზიტიური განწყობა გექნებათ. იმდენად მოდუნებული იქნებით, რომ უსაფრთხოებას იგრძნობთ. კარტის რჩევა: ნებისმიერი კაპიტალი უნდა ამუშავდეს, ფული საჭიროა, რომ ნამდვილი ოცნებები აიხდინოთ და არა „ოქროს გალიაში“ იჯდეთ. ფინანსების დაცვაზე დაფიქრდით. კი არ „ჩამარხოთ“, არამედ გრძელვადიან ინვესტიციებზე დაფიქრდით.
ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად იქნება, რეპროდუქციული სისტემაც კარგად იმუშავებს (თუ შემთხვევებით ბავშვების ყოლაზე ფიქრობთ). მშვიდი პერიოდია. ყურადღება მიაქციეთ, რომ 9 პენტაკლის მთავარი თემაა უსაფრთხოება, სიმშვიდე, მაგრამ არა ვნებების აფეთქება. ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარეთ, დღესასწაული არ გააფუჭოთ და არ იწუწუნოთ: როგორც ვიცხოვრებთ შემდეგ?“. ამ მომენტით ისიამოვნეთ და მომავალზე მომავალში იფიქრეთ.