Connect with us

ჰოროსკოპი

სუფთა აურა: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიკეთეს ასხივებენ

ნებისმიერ ადამიანს გარკვეული აურა აქვს – ზოგს ნათელი, ზოგს ბნელი, მაგრამ თითოეულს თავისი აქვს. ჩვენ ვცდილობთ იმ ადამიანთან ურთიერთობას, ვისაც დადებითი აურა აქვს – მასთან ურთიერთობა მარტივი და კომფორტულია.

და პირიქით, უარყოფითი აურის მქონე ხალხისგან თითქოსგან შორს დაჭერას ვცდილობთ. ისინი ნეგატივს ასხივებენ და ხალხზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენენ.

ასტროლოგები თვლიან, რომ გარკვეულ ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე სუფთა აურა აქვს.

ტყუპები

მკვლევარები წერენ, რომ ადამიანის აურას აქვს საკუთარი ფერი, რომელიც ადამიანს ხასიათს განსაზღვრავს. მაგალითად, ტყუპებს ქათქათა აურა აქვთ. მასზე ერთი ლაქაც არაა. ამით განპირობებულია მისი მშვიდი ხასიათი, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციებში ეხმარება.

ტყუპები წყლის სტიქიის წარმომადგენელია, რომელსაც ახასიათებს ის, რომ ცუდს არავის უსურვებს. კეთილმოსურნეობა მის აურაზე დადებითად აისახება. ის ქათქათა აურის სიმბოლოა. უფრო მეტიც, თეთრი ფერი შინაგანი სიმშვიდის, კომფორტის, ჰარმონიის ნიშნად ითვლება. ამით ტყუპებმა თვითსრულყოფილებას მიაღწიეს.

ზოგიერთი ხალხი თვლის, რომ ტყუპები უჩვეულო, მაგრამ ერთმანეთის მსგავსნი არიან. ისინი თავიანთი მისამართით ხუმრობებს ყურადღებას არ აქცევენ. პასუხად მხოლოდ იღიმიან და ირონიას არ იმჩნევენ. სხვების აზრით, ასეთი უბოროტობა ტყუპებს უცხოებად აქცევს. ბევრი თვლის, რომ ტყუპები ადამიანებს მეორე შანსს აძლევენ მაშინ, როცა შეცდომა უკვე დაუშვეს.

ტყუპები სულელი არაა, უბრალოდ ურთიერთობის გარკვევა, ვინმესთან კამათი არ სურს. ის კონფლიქტს გაურბის. უფრო მეტიც, ტყუპები დასახმარებლად ყველაზე პირველი მოდიან. თუ პრობლემები აქვთ, გადაჭრის გზებს ეძებენ და არა იმას, თუ ვინაა დამნაშავე. ბევრი ასეთ სიტუაციაში ბრაზდება და შურისძიების გეგმაზე ფიქრობს, ტყუპები კი ყველა საკითხს მარტივად აგვარებს ისე, რომ არავის ზიანს არ აყენებს. სწორედ ეს ქმნის მის ნათელ აურას.

კირჩხიბი

კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც დადებითი აურა აქვს. ის გარკვეულ სიბრძნეს და ცხოვრების მიმართ ფილოსოფიურ ხედვას ფლობს. შეიძლება ითქვას, ეს თანდაყოლილი თვისებაა, რაც მისი ნათელი იასამნისფერი აურის გახსნაში ეხმარება. ის ძლიერ ინტუიციას ფლობს, გარკვეული მოვლენების წინათგრძნობა შეუძლია და წინასწარმეტყველების ნიჭს ფლობს.

მისთვის დამახასიათებელია განწყობის ხშირი ცვლა, მაგრამ ეს შიგნით რჩება და ხალხი  ვერ ამჩნევს, რადგან ცვლილებები მასზე უარყოფითად არ აისახება. კირჩხიბი ფეთქებადია, რადგან ძალიან მგრძნობიარეა.  ეს მგრძნობელობა სხვების განწყობის და განცდების გამოცნობაში ეხმარება. მას შეუძლია გამოიცნოს, ვისთან ღირს რთული საკითხების მოგვარება და ვისთან უნდა შეწყვიტოს ურთიერთობა მომავალში.

კირჩხიბი გულუხვია იმით, რასაც თავად ფლობს. მას შეუძლია უცხო ადამიანს უკანასკნელი თეთრიც გაუზიაროს, ამასთან თავად სიღარიბე არ შეაწუხებს, რადგან ბედი კვლავ და კვლავ ასაჩუქრებს.

ასეთი გულუხვობა სისუფთავის, თავდაუზოგავობის, სულიერების ნიშანია და ეს ყველას არ აქვს. კირჩხიბს მორალური უფლება აქვს, რომ ვინმეს ცხოვრებისეული მიმართულება ასწავლოს. მასთან ურთიერთობისას სიბრძნის გასაღებს მიიღებთ და მომხდარ მოვლენებს უფრო დიდი სიფრთხილით შეაფასებთ.

ქალწული

ამ რეიტინგში ქალწული ყველაზე მაღალ ადგილს იკავებს. ამ მიწის ნიშნის აურა წინდახედულობის წყალობით ცისფრად არის შეღებილი. ცხოვრების ყველა ასპექტში რაციონალიზმი ამოძრავებს და ქცევებს საუკეთესო კუთხით მართავს.

ქალწული ძალიან იდუმალია. თავის შინაგან განცდებს უცხოს არ გაუზიარებს. სწორედ ამიტომ, ქალწული იშვიათად ეხმარება უცხო ადამიანს მაშინაც კი, თუ მას დახმარება სჭირდება. სანამ სხვას დაეხმარება, ქალწული უნდა დარწმუნდეს, რომ ადამიანის განცდები გულწრფელია, რომ სიტუაცია, როგორც მას ადამიანი აღწერს, ნამდვილად ასეთია. ყველაფერი შეამოწმე – ქალწულის დევიზია.

რაც შეეხება ახლობლებს, ქალწული მას დაუფიქრებლად დაეხმარება, მას პრობლემებთან მარტო არ დატოვებს და უკანასკნელ თეთრსაც გაუზიარებს.

ქალწული გამოირჩევა იმით, რომ ცხოვრების თითოეულ მომენტს აფასებს, სიტუაციას ისეთად იღებს, როგორიც არის და თითოეული წუთის შევსებას ცდილობს.

ქალწული მთელი ცხოვრების მანძილზე ამ სამყაროს არასრულყოფილების გამოსწორებას, მის უკეთესად გახდომას ცდილობს. შური, სიბოროტე და ეშმაკობა მას არ ახასიათებს. ის სრულყოფილებას ეძებს და სწორედ ეს მის აურას წმენდს.

Advertisement
თავის მოვლა1 day ago

12 იაფი მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალება სოდის გამოსაყენებლად

ტესტები1 day ago

აირჩიეთ საჩუქარი და წაიკითხეთ მოკლე წინასწარმტყველება ხვალისთვის

ჯანმრთელობა1 day ago

ოჯახის აფთიაქი სახლის რაფაზე: “ფულის ხის” სამკურნალო თვისებები

ჯანმრთელობა1 day ago

იდეალური ფეხები სახლის პირობებში! ეს ვარჯიშები ოცნებების ახდენაში დაგეხმარებათ

კულინარია1 day ago

გამაგრილებელი ლიმონის სასმელის სწრაფი რეცეპტი

თავის მოვლა1 day ago

აფთიაქი ფანჯრის რაფაზე: ალოეს 15 სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

თავის მოვლა1 day ago

ამ ნატურალური ნიღბის ანტიასაკობრივი ეფექტი ყველა რეკორდს ხსნის. ამასთან ხელმისაწვდომია

ტესტები2 days ago

ტესტი სურათებით: აირჩიეთ თქვენი ცხოვრების გზა

ჰოროსკოპი2 days ago

14 აგვისტო: ბედნიერების და პოზიტივის ნათელი დრო 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის

ჯანმრთელობა2 days ago

5 საუკეთესო რეცეპტი შინაურული კბილის პასტის გასაკეთებლად. ქიმიაზე უარი თქვით

ჰოროსკოპი3 weeks ago

სუფთა აურა: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიკეთეს ასხივებენ

ჰოროსკოპი2 weeks ago

აგვისტოში ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს ბედი გაუღიმებს – უიღბლო პერიოდი მთავრდება!

ჰოროსკოპი2 weeks ago

რომელი ყვავილი სჭირდება ბედნიერებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

კულინარია2 weeks ago

სად უნდა შევინახოთ მცენარეული ზეთი: მაცივარში, მაგიდაზე თუ კარადაში

ტესტები1 week ago

არჩეული კონვერტი გეტყვით, რა ცვლილებები გელოდებათ უახლოეს მომავალში

სხვა1 week ago

როგორ გავრეცხოთ სწორად კეტები და ბოტასები სარეცხი მანქანის გამოყენებით

ტესტები1 week ago

ლარნაკი, რომელსაც აირჩევთ, აჩვენებს, თუ რა იზიდავს ხალხს თქვენში

სხვა3 weeks ago

რატომ არ უნდა გადააგდოთ სინის ძველი ღრუბელი

ტესტები2 weeks ago

ტესტი: აირჩიეთ მტრედი და გაიგეთ ახალი ამბავი, რომელსაც ის მომავალში მოგიტანთ

საკითხავი4 weeks ago

10 ნატურალური არომატი, რომელთაც კოღოები ვერ იტანენ

ტრენდული