Connect with us

ჯანმრთელობა

სუსტი გულის ადამიანებმა სჯობს პომიდორი არ შეჭამონ. აი, რატომ

კარდიოლოგი სტივენ ჰანდრიხი დარწმუნებულია, რომ გულის უკმარისობის დროს სჯობს პომიდორი რაციონიდან გამორიცხოთ.

ბოსტნეული ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ლიკოპენის შემცველობის წყალობით სიმსივნის განვითარების რისკიც შეიძლება შეამციროს.

თუმცა თავის წიგნში „მცენარეების პარადოქსი“ კარდიოლოგი გულის პრობლემების მქონე ადამიანებს რაციონის უფრო კრიტიკულად გადახედვას ურჩევს.

პომიდორში შედის ლექტინი, ცილის სახეობა, რომელსაც მცენარე მავნებლებისგან თავდასაცავად აწარმოებს.

და ეს ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ორგანიზმში მოხვედრისას ლექტინი უშვებს მექანიზმს, რომელიც ანთებით პროცესებსა და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ის როგორც ჯანმრთელ, ასევე დაავადებულ უჯრედებს ანადგურებს.

სწორედ ამიტომ, პომიდორი ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, გამონაყარს იწვევს, შესაძლოა ტვინის მოქმედებაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს და გამელოტება გამოიწვიოს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოსტნეული რაციონიდან სრულად უნდა ამოიღოთ. საკმარისია ზომიერად და დაბალანსებულად იკვებოთ.

თქვენ გიყვართ პომიდორი?